იმერლები “დილასთან” მატჩისთვის ემზადებიან

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას მარგველები 19 ოქტომბერს გამართავენ – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდი ადგილობრივ “დილას” ესტუმრება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02597

DSC02598

DSC02604

DSC02607

DSC02609

DSC02610

DSC02613

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ფოტორეპორტაჟი თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სულ რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომლექსის პირველი საფეხბურთო მინდვრის დაგების პროცესი დაიწყო.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ იმერული კლუბის დაკვეთით, ამ სამუშაოებს რულონური გაზონის წარმოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ-უკრაინული კომპანმია “Lawns of Georgia” ასრულებს. თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც თბილისურ ბაზაზე სამუშაოების მიმდინარეობაზე მოგვითხრობს…

IMG_3780

IMG_3782

IMG_3786

IMG_3787

IMG_3791

IMG_3793

IMG_3794

IMG_3796

IMG_3797

IMG_3798

IMG_3800

IMG_3803

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ფოტორეპორტაჟი მარგველთა მზადების შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას მარგველები 26 სექტემბერს რუსთავში გამართავენ – სტადიონ “ფოლადზე” “ზესტაფონს” ადგილობირივი საფეხბურთო კლუბი “მეტალურგი” უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ბაზაზე გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02092

DSC02095

DSC02097

DSC02102

DSC02115

DSC02151

DSC02157

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი ბათუმის “დინამოსთან”

2014 წლის 5 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა – დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლეს…

ზუგდიდელებთან სამი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებს ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდათ. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაიამ, ავთო ენდელაძემ და თედორე გრიგალაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გუშინ ჰოლანდიაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ითამაშეს. დემურ კანდელაკმა და კახა მეშველიანმა კი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო ვერ იასპარეზეს.

“ზესტაფონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პავლოვიჩი (კუპატაძე, 68), თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, ხიდეშელი (ფერეირა, 60), გაგოშიძე, გვალია (სამუშია, 68), შარიქაძე (მაკარიძე, 68), ჭანტურიშვილი (სარდალიშვილი, 46), ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 68), ილურიძე (მიქელთაძე, 57), დვალი (კაპანაძე, 68).

“დინამო” (ბათუმი): ალავიძე (მამინაშვილი, 46), ჩუენსუ (ქორიძე, 72), მგელაძე (ჭკუასელი, 46), მახარაძე (მაკარიანი, 46), სუხიაშვილი (ტეტუნაშვილი, 46), ჩირიკაშვილი (მუჯირი, 46), გავაშელიშვილი (გოგიტიძე, 46), შონია (ვარშანიძე, 56), დიასამიძე, კაკალაძე (ტატანაშვილი, 46), ბერიაშვილი (თევდორაძე, 68).

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 29-ე წუთზე ნიკა დიასამიძემ თავის გუნდი აუღებელი დარტყმით დააწინაურა. 32-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს – ბათუმელთა დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა გიორგი ილურიძემ და თავის საქმე ოსტატური დარტყმით შეასრულა.

ამის შემდეგ იმერლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები – 38-ე წუთზე ოდნავ კურიოზული, თუმცა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მალხაზ გაგოშიძემ, 43-ეზე კი ლაშა გვალიამ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ამის მიუხედავად, “დავით აბაშიძის” მწვანე გაზონზე პირველი ტაიმის მსგავსი ღია და ლამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა…

54-ე წუთზე ექს-ზესტაფონელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მატჩს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, 65-ეზე რენე ფერეირა დოს სანტოსმა ბათუმელთა კარი მეოთხედ აიღო და გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხიც საბოლოოდ დახურა. იმერელთა გამარჯვება ანგარიშით 4-2.

12 სექტემბერს “ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველები საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” უმასპინძლებენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.Ge

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ და დღეს გუნდმა თითოჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება – ერთმანეთს “ზესტაფონი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდებიან.

როოგორც მოგეხსენებათ, მზადების ამ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა რიგებს დააკლდნენ ნახევარმცველები ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან შარიქაძე და მცველი თედორე გრიგალაშვილი. სამივე ეს ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული.

სამაგიეროდ, ზემოიმერულ კლუბს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ახალწვეული გიორგი ილურიძე. რაც შეეხება მარტვილელებთან ხვალინდელ შეხვედრას, ის კლუბის ბაზის პირველ მოედანზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC01331

DSC01338

DSC01340

DSC01344

DSC01356

DSC01361

DSC01371

DSC01391

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. დღეს, 6 აგვისტოს, გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და ვარჯიშს შეუდგა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ვარჯიშმა, რომელიც დღეს იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა, მედიის მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია – ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი გადამღები ჯგუფები ესტუმრნენ…

უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში იმერულ კლუბში მომხდარი ცვლილებების შედეგად და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით, ზესტაფონელთა რიგები დატოვეს გიორგი გურულმა, გიორგი კუხიანიძემ, ზაზა ჭელიძემ, გრიგოლ დოლიძემ, რევაზ გეწაძემ და დიმიტრი ტატანაშვილმა…

იმერელთა დამრიგებლის გიორგი გეგუჩაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელი გახლავთ: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ავთო ენდელაძე, მალხაზ გაგოშიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან შარიქაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა გვალია, ჯაბა დვალი, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს “ზესტაფონის” ფეხბურთელებმა დავით რაჟამაშვილმა და გურამ სამუშიამ, რომლებიც იმერელთა რიგებს სხვა კლუბებში გატარებული სეზონის შემდეგ დაუბრუნდნენ. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს ახალგაზრდა ბექა მიქელთაძემ და დემურ კანდელაკმა, რომლებიც შარშან მარგველთა დუბლშემადგენლობის ღირსებას იცავდნენ.

ევროპული კომპანიის ნაადრევად დასრულების შემდეგ, ზესტაფონელებს ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვთ. 9 აგვისტოს, საქართველოს რიგით XXVI ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, ზემოიმერლები ლანჩხუთს “გურიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური მარგველთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC00753

DSC00627

DSC00714

DSC00709

DSC00701

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მატჩისწინა ვარჯიში და პრეს-კონფერენცია

23 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, ტრნავას “სპარტაკთან” ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზლატე მორავცეს მთავარ არენაზე – სტადიონ “ვიონზე” მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ადგილობრივი მედიის საკმაო ინტერესი გამოიწვია.

სასტუმრო ”ტარტუფში” დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა და ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე ივარჯიშა სტადიონ ”ვიონზე”, სადაც ხვალ ”სპარტაკთან ” უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად იმუშავეს ბურთთან და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ უპრინციპულესი მატჩის წინ სლოვაკეთში ჩასული “ზესტაფონის” ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ვარჯიშის დაწყებამდე კი ზესტაფონელთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენცია გაიმართა…

– ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე იგივე შემადგენლობის გაყვანას აპირებთ თუ გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
– მატჩამდე საკმაო დროა დარჩენილი. შესაბამისად, ყველაფერს ხვალინდელი საღამო გვიჩვენებს.

– თქვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?
– ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის გეგმის მიხედვით ემზადება…

– საშინაო შეხვედრაში უგოლო ფრე მისაღები შედეგი იყო თქვენი გუნდისთვის?
– უგოლო ფრე ნამდვილად არ გახლდათ მისაღები შედეგი. მატჩი ისე წარიმართა, რომ გატანის შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ჩვენ ისინი ვერ გამოვიყენეთ. აქვე უნდა ითქვას, რომ შანსები “სპარტაკსაც” ჰქონდა….

– რას ელით ხვალინდელი მატჩისაგან?
– ვიცი, რომ ძალიან რთული მატჩი გველის. ვვარაუდობ, რომ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. რაც შეეხება “ზესტაფონის” ამოცანას, ის ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გაღწევა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ”სპარტაკი” – ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:30, ხოლო თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. მატჩს პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.

აქვე გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენციისა და მარგველთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

DSC00460

DSC00461

DSC00464

DSC00469

DSC00472

DSC00533

“ზესტაფონის” დუბლიორთა მორიგი სპარინგი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები განაგრძობენ ახალი სეზონის დაწყებისათვის მზადებას. დღეს ჩვენმა მეორე გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – გიორგი მიქაძის გუნდმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედოს” დუბლიორებს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლა.

ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ყანჩაველი (რუხაძე, 46), რობაქიძე, წურწუმია, მოსიძე (ხურციანიძე, 46), ვაჭარაძე, მაკარიძე, მარგველაშვილი, მესხი (მათეშვილი, 57), კანდელაკი (გოგია, 46), კალაჯიშვილი, მიქელთაძე (ეგუტიძე, 46).

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა მისი ბედი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა – 75-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ ძლიერად გაისროლა ქუთაისელთა კარის მიმართულებით, “ტორპედოს” გოლკიპერმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და იონა კალაჯიშვილმა მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი მშვიდად გაიტანა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელიც თავის გუნდს მინსკში გასამართი ამხანაგური მატჩებისათვის ამზადებს, ბელორუსიაში გამგზავრებამდე დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე მარგველ დუბლიორთა კოლექტივის წევრები ბექა მიქელთაძე და დავით მოსიძე გამოიძახა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მარგველთა ხუთი ახალწვეულის წარდგენა

2014 წლის 15 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” საზოგაებას წარუდგინა გუნდის ხუთი ახალწვეული. ჯაბა დვალს, ნიკოლოზ გელაშვილს, ოთარ ხიზანეიშვილს, ლაშა გვალიასა და ბექა ტუღუშს პერსონალური ნომრებით დამშვენებული “ზესტაფონის” მაისურები გადაეცათ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს: იმერულ გუნდში დაბრუნებული ფორვარდები ჯაბა დვალი (№ 9) და ნიკოლოზ გელაშვილი (№ 11), მცველი ოთარ ხიზანეიშვილი (№ 33), ნახევარმცველი ლაშა გვალია და თავდამსხმელი ბექა ტუღუში (№ 88).

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ.

ჩვენ კი გუნდის ახალწვეულთათვის პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC00089

DSC00092

DSC00093

DSC00096

DSC00097

DSC00101

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” შეკრების ბოლოსწინა დღე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ავსტრიული საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ზესტაფონელებს აღდგენითი ხასიათის პროცედურები აუზსა და საუნაში ჩაუტარდათ. დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა…

ხვალ გუნდი ალპური შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს გამართავს – მარგველები საბერძნეთის პირველობის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ქალაქ ტრიპოლის ”ასტერასს” დაბა კირხბიხლში დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს …

DSC09902

DSC09903

DSC09813

DSC09820

DSC09831

DSC09853

DSC09865

DSC09866

DSC09874

DSC09875

DSC09878

DSC09880

DSC09888

DSC09893

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

აღდგენა და სატრენაჟორო დარბაზი

უკრაინის ჩემპიონ დონეცკის “შახტართან” გუშინწინ გამართული მატჩის მეორე დღეს “ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის პროცედურებს აუზსა და საუნაში გადიოდნენ. დღეს დილით კი გუნდმა სრული შემადგენლობით სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცვლა.

საღამოს იმერლები კირხდორფის საფეხბურთო კომპლექსის მწვანე მინდორს დაუბრუნდებიან, ხვალ კი ისევ 2 ვარჯიშის გამართვა იგეგმება. ზეგ, 3 ივლისს, მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ ”პოდბრეზოვას” ბავარიის მხარის ქალაქ ბად რაიჰენჰალში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში გამართული იმერელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC09322

DSC09258

DSC09262

DSC09265

DSC09266

DSC09275

DSC09295

DSC09297

DSC09304

DSC09310

DSC09311

DSC09313

DSC09319

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონელები მზადების რეჟიმში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ და დღეს კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს წარმომადგენელთა ორ-ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე ავსტრიულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს – ”ზესტაფონი” უკრაინის მოქმედ ჩემპიონს, ქალაქ დონეცკის საფეხბურთო კლუბ ”შახტარს” დაუპირისპირდება. წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით, დონბასელებთან მატჩი 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უკრაინული მხარის თხოვნის გათვალისწინებით, მატჩის ეთი დღით ადრე გამართვა გადაწყდა. ქართულ-უკრაინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC09034

DSC09036

DSC09038

DSC09048

DSC09069

DSC09078

DSC09091

DSC09098

DSC09105

DSC09108

DSC09113

DSC09118

DSC09120

DSC09130

DSC09133

DSC09141

DSC09143

DSC09145

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური