დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 მაისი

საბალეტა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

პაბლო საბალეტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ სიტის” დატოვებს – ამ ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს.

არგენტინელი მცველი “ქალაქელებს” 2008 წელს “ესპანიოლიდან” შეუერთდა.

პეპე “ინტერში” მიდის

მადრიდის “რეალის” მცველი პეპე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” აქვეყნებს.

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. პორტუგალიელი ფეხბურთელი მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გაემგზავრება. მას “რეალთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, პეპე “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება

აგენტი: “ობლაკით ორი კლუბია დაინტერესებული”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარის, იან ობლაკის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის გადაბირებით ორი კლუბია დაინტერესებული.

“მის მომავალზე მალე ვიმსჯელებთ. ცხადია, ასეთი მეკარე ბევრს სურს, თუმცა სერიოზულ ინტერესს ორი კლუბი იჩენს. ერთ-ერთი ინგლისური გუნდია. იტალია? ამას სერიოზულად მეკითხებით? იქ მხოლოდ ერთი უმაღლესი დონის კლუბია და იქაც ჯანლუიჯი ბუფონი თამაშობს”, – უთხრა მიჰა მლაკარმა Goal-ს.

ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა?

კოლუმბიური რადიო RCN-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

ხამესსა და “ადიდასს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელმა ნებისმიერ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით უნდა იასპარეზოს. მანჩესტერელების ათიანი უეინ რუნია, რომლის მომავალიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დიდი შანსია, ის ჩინეთში ან აშშ-ში ვიხილოთ.

კონტეს ბარკლი სურს

დიდი შანსია, “ევერტონის” ნახევარმცველი, როს ბარკლი ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ. 23 წლის ფეხბურთელს ლივერპულელებთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აცხადებს, რომ თუ ის გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებს, მაშინ კლუბი მას გაყიდის.

Sunday Express-ის ცნობით, ბარკლის დამატების სურვილი “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს აქვს.

პაბლო საბალეტამ “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარი აატირა (ვიდეო)

17 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “სუონსიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პაბლო საბალეტამ ერთ-ერთ გულშემატკივარს თავისი მაისური აჩუქა.

პაბლო საბალეტა ჯო ჰარტის ძლიერ დარტყმებს იგერიებს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იგერიებს ჯო ჰარტის დარტყმებს პაბლო საბალეტა.

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 3:1

პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩსტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” დაამარცხა.

მანჩესტერ სიტი 3-1 ლივერუპი

გოლები: იოვეტიჩი 41′ ; 55′ (2:0); აგუერო 69′ (3:0); საბალეტა 83′ (ს.კ. 3:1)

პაბლო საბალეტა და ალვარო ნეგრედო მანჩესტერის ქუჩებში

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები პაბლო საბალეტა და ალვარო ნეგრედო ახალ რეკლამაში გადაიღეს. ეს ყოველივე მანჩესტერის ქუჩებში ხდებოდა, სადაც მოთამაშეებმა გულშმატკივრებთან შეხვედრაც მოახერხეს.

ფელაინიმ წაქცეულ საბალეტას დააფურთხა

25 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა, მარუან ფელაინიმ მეტოქე გუნდის მცველ პაბლო საბალეტას აშკარად დააფურთხა.

Screen-Shot-2014-03-28-at-12.21.23-PM

Screen-Shot-2014-03-28-at-12.23.28-PM

Screen-Shot-2014-03-28-at-12.24.11-PM

პაბლო საბალეტა: მესი “მანჩესტერ სიტიზე” მეკითხებოდა

“მანჩესტერ სიტის” მცველი, პაბლო საბალეტა ინლისური პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ ლიონელ მესი ინგლისური კლუბის მიმართ ინტერესს იჩენდა. არგენტინელი ფეხბურთელის თქმის, ეს 2008 წელს მოხდა.

“როდესაც მე “სიტის” ფეხბურთელი გავხდი, მესიმ მითხრა, რომ კლუბში კარგი პერიოდი ეწყებოდა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლით. ის ძალიან ბევრს მეკითხებოდა “მანჩესტერ სიტიზე”, მაგრამ მაშინ მეც არ ვიყავი კარგად გარკვეული ყველა დეტალში. ყოველთვის ვსაუბრობდით ასეთ თემებზე” –  განაცხადა საბალეტამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში საფეხბურთო სამყაროში გავრცელდა ხმები მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.