”სპურსმა” სემ იანგი დაიმატა

RealGM-ს ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, მაშინ, თავისუფალმა აგენტმა სემ იანგმა ”სან ანტონიო სპურსის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.

ცნობისთვის, იანგი 2009 წლის დრაფტზე 36-ე ნომრად აირჩიეს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის პირველ სამ სეზონში მან ”მემფის გრიზლისისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” შემადგენლობაში ითამაშა. გასულ წელს კი 28 წლის ფორვარდი ”ინდიანა პეისერსის” ფერებს იცავდა. წინა სეზონის ერთ შეხვედრაში იანგის საშუალო მონაგარმა 21,8 ქულა და 2,2 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სპურსი” იანგით დაინტერესდა

Project Spurs-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მაშინ ”სან-ანტონიო სპურსის” ხელმძღვანელობა ფორვარდით სემ იანგით დაინტერესდა, რომელიც გასულ სეზონში ”ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში გამოდიოდა.

უახლოეს დღეებში მოთამაშის აგენტი და ”სპურსის” მენეჯერები ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლო კონტრაქტის დეტალებსაც განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, იანგის შეძენა ასოციაცის კიდევ რამდენიმე კლუბს სურს, რომელთა სახელიც ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩის გუნდი წინა ხაზის გაძლიერებას დეხუან ბლეიერის წასვლის შემდეგ ცდილობს.

გასული სეზონის საშუალოდ ერთ შევედრაში იანგმა 2,8 ქულის დაგროვება და 2,2 მოხსნის გაკეთება მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი