ტიმ დანკანი: „ზაფხულს კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი“

„სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერმა ტიმ დანკანმა აღიარა, რომ ივნისში მეხუთე ტიტულის მოგების შემდეგ კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

„უნდა ვაღიარო, რომ რაღაც ეჭვები მქონდა. საბოლოოდ, იქამდე მივედი, რომ თუ კარიერას დავასრულებდი, კალათბურთს აღარ ვითამაშებდი, რაც ახლა ნამდვილად არ მსურს. იქამდე ვითამაშებ, სანამ ეს სიამოვნებას მომიტანს“, – განაცხადა 38 წლის ვეტერანმა.

ტონი პარკერმა ცენტრიდან ჩააგდო

„სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერი ტონი პარკერი გულშემატკივრებისთვის სიურპრიზების კეთებას აგრძელებს. ამჯერად ვეტერანმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო.

მანუ ჯინობილის ჩინებული დანკი – „სპურსის“ საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიდგენთ განვლილ სეზონში „სან-ანტონიო სპურსის“ საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

„სან-ანტონიო“ რეი ალენის გადაბირებას ეცდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი „სან-ანტონიო სპურსი“ მზადაა, რომ 39 წლის რეი ალენს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ვეტერანისადმი ინტერესი „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ ჰქონდათ. თავად მოთამაშეს კი, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ სად განაგრძოს კარიერა.

განვლილი სეზონი ალენმა „მაიამი ჰიტში“ ჩაატარა. უკანახაზელმა 73 მატჩში საშუალოდ 9,6 ქულა, 2,9 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.

ბელინელი მანქანითა და საბურავებით ვარჯიშობს

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ახალი სეზონსითვის მზადება დაიწყო. იტალიელმა სოციალურ ქსელებში საინტერესო სურათები გაავრცელა, რომლებზეც მანქანის გადაადგილებას ცდილობს და საბურავებით ვარჯიშობს.

Belinelli1

Belinelli2

ბარაკ ობამამ ბეკი ჰემონს „სპურსთან“ კონტრაქტის გაფორმება მიულოცა

მიმდინaრე კვირას გაირკვა, რომ „სან-ანტონიო სპურსის“ სამწვრთნელო შტაბს რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ბეკი ჰემონი შეუერთდება. აღნიშნული მოვლენა ჰემონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიულოცა.

„ბეკი ჰემონს, როგორც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის პირველ ქალბატონ მწვრთნელს, ვულოცავ. როდესაც ქალბaტონები წარმატებულები არიან, წარმატებული ჩვენი ქვეყანაცაა. ვიცით, რომ ჰემონისგან „სპურსი“ ბევრს ელის“, – განაცხადა ობამამ.

„სან-ანტონიომ“ პარკერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოცდილმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა „სან-ანტონიო სპურსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები აცხადებენ, რომ ხელი გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერეს.

პარკერი ტეხასში 2001 წლიდან თამაშობს – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში მის ანგარიშზე 940 მატჩია, ხოლო პლეი-ოფში – 196.

რეგულარული ჩემპიონატის ცამეტ სეზონში მისი საშუალო მონაგარი 17,1 ქულასა და 6 გადაცემას შეადგენს. რაც შეეხება პლეიოფის საშუალო სტატისტიკას, იგი 17,4 ქულასა და 4,8 გადაცემას შეადგენს.

ტონი NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი და 2007 წლის ფინალის MVP გახლავთ. გარდა ამისა, მას მონაწილეობა ექვს „ოლ სტარში“ აქვს მიღებული.

„სან-ანტონიომ“ მანუ ჯინობილის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აუკრძალა

„სან-ანტონიო სპურსმა“ მცველ მანუ ჯინობილის ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება აუკრძალა, რის შესახებაც „San Antonio Express-News“-ის ჟურნალისტი ბაკ ხარვი წერს.

2013/14 წლების სეზონის ბოლოს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ მანუს მარცხენა ფეხის პრობლემები აღმოუჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, პლეიოფის ფინალური სერიის წინ გამოჩნდა. ტეხასელებმა 37 წლის კალათბურთელს წერილი გაუზავნეს, რომელშიც ამის შესახებ აცნობეს.

სავარაუდოდ, ჟინობილი სექტემბრის ბოლომდე სათამაშოდ მზად იქნება.

დიაომ „სან-ანტონიოსთან“ კონტრაქტი იახტაზე გააფორმა

ფრანგმა ფორვარდმა ბორის დიაომ „სან-ანტონიო სპოურსთან“ კონტრაქტი უჩვეულო ადგილას გააფორმა.

„სპურსთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად, შემიძლია თუ არა უკეთესი ადგილის მოძებნა?“ – დაწერა დიაომ თავის „ინსტაგრამზე“.

Boris Diao

პოპოვიჩი: „დიდი პატივია, რომ მესინა ჩვენთან იმუშავებს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი თავის შტაბში ცნობილი იტალიელი სპეციალისტის ეტორე მესინას გადასვლით კმაყოფილია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენ ასეთი გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი შემოგვიერთდა. მესინა ჩინებული მწვრთნელი და ლიდერია. მისგან ბევრს ვისწავლით“, – განაცხადა „სპურსის“ დამრიგებელმა.

პოპოვიჩი „სან-ანტონიოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გავრცელებული ინფორმაციით, „სან-ანტონიო სპურსის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს გრეგ პოპოვიჩს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა.

ახალი ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მხარეები გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩი ტეხასელებს 1996 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მან ხუთჯერ მოიგო და წლის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დასახელდა.

ტიმ დანკანი ცნობილი სატელევიზიო შოუში მიიწვიეს (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის გამარჯვებული ტიმ დანკანი ცნობილი დევიდ ლეტერმანის სატელევიზიო გადაცემის სტუმარი იყო.