ტიმ დანკანი: „არც კი ვიცოდი, რომ რეკორდი დავამყარეთ“

ტიმ დანკანის, მანუ ჟინობილისა და ტონი პარკერის ტრიომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში 110-ე მატჩი გამართა და ჩატარებული მატჩების რაოდენობის ახალი რეკორდი დაამყარა.

„ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ დასავლეთ კონფერენცის ფინალური მატჩის შემდეგ „სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა აღიარა, რომ ამის შესახებ არც კი იცოდა.

„ეს სიახლე პირველად მესმის. ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია. ასეა თუ ისე, ამჟამად ჩვენი ერთადერთი მიზანი „თანდერთან“ სერიის მოგება და ლიგის ფინალში გასვლაა“, – განუცხადა დანკანმა „სან-ანტონიო ექსპერს ნიუსს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ფინალებში გავიდნენ (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების პლეიოიფის მეორე რაუნდის თითო მეხუთე შეხვედრა გაიმართა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო. მეხუთე შეხვედრის წინ ფლორიდელები სერიას 3:1-ს იგებდნენ, შესაბამისად, ფინალში გასასვლელად მათ ამ მატჩის მოგება აწყობდათ.

საბოლოოდ, „ჰიტმა“ თავის მიზანს მიაღწია და დაძაბულ ბრძოლაში ნიუ-იორკელებს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო – მისმა მონაგარმა 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება სტუმრებს, მათი რიგებიდან ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და 7 ბურთი შვიდჯერ მოხსნა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 96:94 (23:22, 19:27, 24:26, 30:19)
„ჰიტი“: ჯეიმსი (29 ქ. 9 მ. 5 პ. 5 დ.), უეიდი (28 ქ.), ბოში (16 ქ.), ალენი (13 ქ.)
„ნეტსი“: ჯონსონი (34 ქ. 7 მ.), პირსი (19 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.)

ანგარიში სერიაში: 4:1

მეხუთე შეხვედრის წინ „სან-ანტონიო სპურსისა“ და „პორტლენდის“ სერიაში მსგავსი სიტუაცია იყო – პოპოვიჩის გუნდი 3:1-ს იგებდა. თუმცა „მაიამი ჰიტისგან“ განსხვავებით „სპურსის“ კალათბურთელებმა ადვილად მოიგეს – ამჯერად მეტოქეს 22-ქულიანი უპირატესობით სძლიეს.

„სან-ანტონიო“ – „პორტლენდი“ – 104:82 (19:19, 32:25, 26:19, 27:19)

„სპურსი“: გრინი (22 ქ. 9 მ.), ლეონარდი (22 ქ. 7 მ. 5 ჩ.), მილსი (18 ქ. 3 ჩ>), დანკანი (16 ქ. 8 მ.)
„პორტლენდი“: ოლდრიჯი (21 ქ. 10 მ.), ლილარდი (17 ქ. 10 პ.), მეთიუზი (14 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.), ბატუმი (10 ქ. 12 მ. 5 პ, 6 დ.)

ანგარიში სერიაში: 4:1

„სპურსმა“ 25 საჯარიმო სროლიდან ყველა გამოიყენა

„სან-ანტონიო სპურსის“ კალათბურთელებმა კლუბის ახალი რეკორდი დაამყარეს. „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ სერიის მესამე მატჩში მათ 25 საჯარიმო ქულიდან ყველა გამოიყენეს, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

აქამდე გუნდს ყველა საჯარიმო სროლა არასდროს გამოუყენებია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტმა“ და „სან-ანტონიო სპურსმა“ კვლავ მოიგეს (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის ორი სერიის მეორე მატჩი გაიმარტა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო. ამჯერად ფლორიდელებმა 12 ქულით იმარჯვეს. საუკეთესო მათ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია კრის ბოშის შედეგიც, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 8 ბლოკშოთი გააკეთა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ შემადგენლობაში საუკეთესო მირზა ტელტოვიჩი იყო – მისმა მონაგარმა 20 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 94:82 (15:21, 30:25, 24:21, 25:15)

„მაიამი ჰიტი“: ჯეიმსი (22 ქ.), ბოში (18 ქ. 6 მ. 3 ბ.), უეიდი (14 ქ. 7 მ. 7 პ.), ალენი (18 ქ. 8 მ.), ჩალმერსი (11 ქ. 5 მ.)
„ბრუკლინ ნეტსი“: ტელეტოვიჩი (20 ქ.), ლივინგსტონი (15 ქ. 5 მ.), პირსი (13 ქ.), ჯონსონი (13 ქ.), ტორნტონი (10 ქ.), გარნეტი (4 ქ. 12 მ.) 3 ჩ.), უილიამსი (7 მ. 6 პ.)

ანგარიში სერიაში: 2:0

 

 

სერიის მეორე მატჩი „სან-ანტონიო სპურსმაც“ მოიგო, ამჯერად გრეგ პოპოვიჩის მოთამაშეებმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ 17 ქულით აჯობეს.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 114:97 (29:26, 41:25, 17:20, 27:26)

„სპურსი“: ლეონარდი (20 ქ. 5 მ.), პარკერი (16 ქ. 5 მ. 10 პ.), ჟინობილი (16 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბელინელი (13 ქ.), დიაო (12 ქ.), სპლიტერი (10 ქ. 10 მ.), დანკანი (10 ქ. 6 მ. 3 ბ.)
„პორტლენდი“: ბატუმი (21 ქ. 9 მ. 5 დ.), ლილარდი (19 ქ. 5 მ. 5 პ.), ოლდრიჯი (16 ქ. 10 მ.), მეთიუზი (14 ქ. 7 მ.), ბარტონი (13 ქ.), ლოპესი (8 ქ. 9 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:0

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტმა“ და „სან-ანტონიო სპურსმა“ თავიანთი მეტოქეები გაანადგურეს (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მეორე რაუნდის დარჩენილი ორი სერიის პირველი მატჩები გაიმართა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო და 21 ქულით დაამარცხა. საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 5 მოხსნაც გააკეთა. რაც შეეხება „ნეტს“, მისი რიგებიდან უილიამსი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 17 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 107:86 (22:20, 24:23, 33:23, 28:20)

„ჰიტი“: ჯეიმსი (22 ქ. 5 მ.), ალენი (19 ქ.), ბოში (15 ქ. 11 მ.), უეიდი (14 ქ. 5 პ.), ჩალმერსი (12 ქ.), ბატიე (8 ქ.)
„ბრუკლინ ნეტსი“: უილიამსი (17 ქ.), ჯონსონი (17 ქ.), ტორნტონი (11 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), პირსი (8 ქ. 6 მ.)

ანგარიში სერიაში: 1-0

სოლიდური უპირატესობით „სან-ანტონიო სპურსმაც“ იმარჯვა, რომლის მეტოქეც პლეი-ოფის მეორე რაუნდში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსია“. საუკეთესო მოთამაშე პოპოვიჩის გუნდის რიგებში ტონი პარკერი იყო – მისმა მონაგარმა 33 ქულა და 9 გადაცემა შეადგინა. „ტრეილ ბლეიზერსის“ შემადგენლობაში კვლავ ლემარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა დააგროვა და 14 მოხსნაც გააკეთა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 116:92 (29:16, 36:23, 25:26, 26:27)

„სპურსი“: პარკერი (33 ქ. 9 პ. 6 დ.), ბელინელი (19 ქ.), ლეონარდი (16 ქ. 9 მ. 4 ჩ.), დანკანი (12 ქ. 11 მ.), ბეინსი (10 ქ. 7 მ.), მილსი (10 ქ.)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (32 ქ. 14 მ.), ლილარდი (17 ქ. 6 დ.), ლოპესი (10 ქ. 11 მ.), ბარტონი (9 ქ.), მეთიუზი (8 ქ.)

ანგარიში სერიაში: 1:0

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიმ დანკანი: „პირველ მეოთხედში მეტოქეს 37 ქულის დაგროვების საშუალება არ უნდა მისცე“

„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა ახსნა, თუ რატომ წააგო მისმა გუნდმა „დალას მავერიკსთან“ სერიის (111:113, 3:3) მეექვსე მატჩი.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქეს პირველ მეოთხედში 37 ქულის დაგროვების უფლება არ უნდა ჰქონდეს. დაცვაში უკეთესად უნდა გვეთამაშა“, – განუცხადა დანკანმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიმ დანკანი: „პლეი-ოფის დაწყება არც ისე ადვილია“

„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა „დალას მავერიკსთან“ შეხვედრაში გუნდის არც თუ ისე დამაჯერებელი თამაში ახსნა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა მეტოქეს მხოლოდ შეხვედრის ბოლოს აჯობა და ანგარიშით 90:85 მოიგო.

„რეგულარული ჩემპიონატიდან პლეი-ოში გადასვლა ყოველთვის რთულია. ჩვენ კონკრეტულ გუნდთან სათამაშოდ ვემზადებით, ეს გუნდი კი პლეი-ოფის წინ ახალი ტაქტიკის გამომუშავებას ცდილობს და განსაკუთრებულ თამაშს გვთავაზობს “, – განუცხადა დანკანმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„სან-ანტონიო სპურსმა“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

„სან-ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მოებული მატჩების ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა, რის შესახებაც ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გამთენიისას გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გასვლაზე „ინდიანა პეისერსი“ ანგარიშით 77:103 გაანადგურა. ამ შეხვედრაში წარმატების მიღწევით „სპურსმა“ ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიგის გასული სეზონის ფინალისტს გასვლაზე 21 თებერვლიდან არ წაუგია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„სან-ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გამარჯვება „სან-ანტონიო სპურსისთვის“ მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მე-13 აღმოჩნდა. ამისთვის „სპურსს“ თავისი ლიდერების ტიმ დანკანისა და მანუ ჯინობილის დახმარებაც კი არ დასჭირდა, რომელთაც გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა.

„ვფიქრობ, ბიჭები საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან. მათ ჩვენი პროექტის სჯერათ. არ ვიცი, ამის გარდა, კიდევ რა გითხრათ. ისინი არ ნებდებიან და ნებისმიერი სირთულის გადასალახად არიან მზად“, – განაცხადა „სპურსის“ თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „ოლ სტარის“ შემდეგ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე მეტი შეხვედრა „სპურსთან“ ერთად (15-1) სწორედ „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო (13-5).

ალექსანდრე მატევოსოვი

„სან-ანტონიო სპურსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს

CBS Sports-ის ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის დაწყებამდე „სან-ანტონიო სპურსის“ ხელმძღვანელები შემადგენლობის გასაძლიერებლად რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტს გააფორმებენ.

ამ ეტაპზე „სპურსის“ შესაძლო ახალწვეულთა სახელები უცნობია, თუმცა კლუბის მენეჯერები თვლიან, რომ, თუ გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგება სურს, მაშინ ახალი კალათბურთელების დამატება აუცილებელია.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სულ მალე „სან-ანტონიოს“ მაისურით ახალ სახეებს ვიხილავთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბელინელიმ პირადი რეკორდი კვლავ გააუმჯობესა

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ერთ მატჩში თავისი შედეგიანობა გააუმჯობესა. „ნიუ-იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში იტალიელმა მოთამაშემ თავის ანაგრიშზე 32 ქულა ჩაიწერა.

ნიუ-იორკელებთან თამაშში მარკომ 33 წუთი ითამაშა. 16 ეპიზოდიდან მან 12 გამოიყენა. გარდა ამისა, მან 6 სამქულიანი ბურთიც ჩააგდო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბელინელიმ პირადი რეკორდი დაამყარა

ხუთშაბათს, „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩის დროს, „სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. იტალიელმა მოთამაშემ აღნიშნულ შეხვედრაში 28 ქულა დააგროვა, რის შესახებაც The Associated Press-ი იტყობინება.

„უორიორსთან“ ბელინელიმ 29 წუთი ითამაშა და 10 მომენტიდან 16 გამოიყენა. ამასთან ერთად, ოთხი 3-ქულიანიდან მან ხუთის გამოყენება მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი