პოპოვიჩი: „სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით იგი უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ამჟმად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„სეზონის სტარტზე გუნდის თამაში არც ისე მომეწონა. ჩვენ სამიანზე ვთამაშობდით. შესაძლოა, ოთხიანზე მინუსითაც კი გავქაჩეთ. რამდენიმე შეხვედრაში გაგვიმართლა კიდეც“, – განცუხადა პოპოვიჩმა ESPN.com-ს.

„ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში კი კარგად ვთამაშობდით, გუნდის თამაშს ხუთიანზე მინუსით შევაფასებდი. აღნიშნულ შეხვედრაში ბევრი კარგი მომენტიას შექმნა მოვახერხეთ“, – დაასრულა გამოცდილმა სპეციალისტმა.

დანკანი „ლეიკერსთან“ მატჩს გამოტოვებს

„მემფის გრიზლისთან“ შეხვედრაში „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა მკერდის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც აღნიშნული შეხვედრა ბოლომდე არ დაასრულა. ცნობილია, რომ „ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც დღეს ღამით შედგება, 37 წლის კალათბურთელი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

„გრიზლისთან“ შეხვედრაში დანკანი პარკეტზე 17,3 წუთის განმავლობაში იყო. ამ დროში მან 3 ქულის მოპოვება და 6 მოხსნის გაკეთება მოასწრო.

პოპოვიჩი: „ცსკა-ს მოგება შეეძლო“

მოსკოვის ცსკა-სთან ოვერტაიმში ანგარიშით 95:93 მოგებული შეხვედრის შემდეგ, „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთვნელი გრეგ პოპოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს არც ისე ადვილი მატჩი იყო, რომელშიც სერიოზული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ამ შეხვედრის წაგებაც კი შეგვეძლო. საბედნიეროდ, პატრიკ მილსმა გადაგვარჩინა, ხოლო ცსკა-მ თავისი შანსი ვერ გამოიყენა. დღევანდელი თამაშის ჩანაწერს დიდი სიამოვნებით ვნახავ. სხვათაშორის, ეტორე მესინას მუშაობას აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ვაღიარებ, რომ ხშირად მაგალითს ევროპული კალათბურთიდან ვიღებთ“, – განაცხადა „სპურსის“ თავკაცი.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „ბელინელის ბოლომდე არ აფასებენ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა გუნდის ახალწვეული, იტალიის ნაკრების ლიდერი მარკო ბელინელი შეაფასა.

„თავის დროზე, მანუ ჯინობილიმ დამიმტკიცა, რომ მართალი არ ვიყავი და მისთვის დრო უნდა მიმეცა. ვფიქრობ, მარკოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება. მანუ და ბელინელი ერთმანეთს ჰგავენ. ჩემი აზრით, მარკოს ბოლომდე არ აფასებენ. ვგრძნობ, რომ ჩვენ სათამაშო სქემას იგი საკმაოდ სწრაფად მოერგება. მას განსაკუთრებული თვისება აქვს – ნებისმიერ დროს ბელინელის თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლია“, – განუცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი ფინალური სერიის დავიწყებას ვერ ახერხებს

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ იგი ვერ ახერხებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ფინალური სერიის დავიწყებას, რომელშიც მისი გუნდი „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა.

„გამიკვირდებოდა, თუ ეს ყველაფერი სწრაფად დამავიწყდებოდა. რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერი გამომდის“, – განუცხადა პოპოვიჩმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სპურსმა” სემ იანგი დაიმატა

RealGM-ს ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, მაშინ, თავისუფალმა აგენტმა სემ იანგმა ”სან ანტონიო სპურსის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.

ცნობისთვის, იანგი 2009 წლის დრაფტზე 36-ე ნომრად აირჩიეს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის პირველ სამ სეზონში მან ”მემფის გრიზლისისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” შემადგენლობაში ითამაშა. გასულ წელს კი 28 წლის ფორვარდი ”ინდიანა პეისერსის” ფერებს იცავდა. წინა სეზონის ერთ შეხვედრაში იანგის საშუალო მონაგარმა 21,8 ქულა და 2,2 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სპურსი” იანგით დაინტერესდა

Project Spurs-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მაშინ ”სან-ანტონიო სპურსის” ხელმძღვანელობა ფორვარდით სემ იანგით დაინტერესდა, რომელიც გასულ სეზონში ”ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში გამოდიოდა.

უახლოეს დღეებში მოთამაშის აგენტი და ”სპურსის” მენეჯერები ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლო კონტრაქტის დეტალებსაც განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, იანგის შეძენა ასოციაცის კიდევ რამდენიმე კლუბს სურს, რომელთა სახელიც ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩის გუნდი წინა ხაზის გაძლიერებას დეხუან ბლეიერის წასვლის შემდეგ ცდილობს.

გასული სეზონის საშუალოდ ერთ შევედრაში იანგმა 2,8 ქულის დაგროვება და 2,2 მოხსნის გაკეთება მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პეტრიუსი და ბიბი ”სპურსში” ვარჯიშობენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი ვეტერანი მიკაელ პეტრიუსი და მაიკ ბიბი ”სან-ანტონიო სპურსთან” ერთად ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, გასული სეზონის ფინალისტთან ერთად სამწვრთვნელო ბანაკშიც იქნება. ამის შესახებ ცნობას ESPN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბიბიმ NBA-ში 14 სეზონის განმალობაში ითამაშა. სხვადასხვა დროს იგი ”მემფის გრიზლისის”, ”საკრამენტო კინგსის”, ”ალტანტა ჰოუქსის”, ”მაიმი ჰიტის”, ”ვაშინგტონ უორირორსისა” და ”ნიუ-იოკ ნიქსის” ღირსებაც იცავდა. ჯამში, მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში 14,7 ქულას და 5,5 გადაცემას შეადგენს. თავის მხვრივ, პეტრიუსისთვის ახალი სეზონი შესაძლოა, მე-12 გახდეს. თავისი კარიერის განმალობაში იგი ”გოლდენ სტეიტი უორიორსის”, ”ორლანდო მეჯიკის”, ”ფინიქს სანსის”, ”ბოსტონ სელტიკსისა” და ”ტორონტო რეპტორსის” ფერებს იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი