ბრაზილიური “სან პაულუს” კარის დარაჯმა როჟერიო სენიმ უელსელი რაიან გიგზის რეკორდი დაამხო.
28 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” “გოიასი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებელად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, 41 წლის როჟერიო სენის ერთ კლუბში მოპოვებული 590 მოგებული შეხვედრა დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
აქამდე, ერთ კლუბში ყველაზე მეტი გამარჯვება რაიან გიგზს ჰქონდა მოპოვებული, რომლის ანგარიშზეც “მანჩესტერ იუნაიტედში” 589 წარმატებით დასრულებული მატჩია.