საპატა: “მჯერა, რომ “ატლეტიკოს” დავამარცხებთ”

იტალიური “მილანის” ცენტრალური მცველი, კრისტიან საპატა ჩემპიონთა ლიგის მევრედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს და ამბობს, რომ “როსონერის” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, “შავ-წითებმა” “ატლეტიკოსთან” მატჩში “სან სიროზე” მარცხი იწვნიეს. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა “მილანის” კარში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

“ვფიქრობ, თუ შაბათს, “უდინეზეს” დამარცხებას შევძლებთ, ეს რწმენას შეგვმატებს. პირადად მე, მჯერა, რომ “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. წინ 90 წუთია და არავინ იცის, რა მოხდება”, – ამბობს საპატა.

საპატა: “მილანმა” კარგად ითამაშა”

იტალიური “მილანის” მცველი, კრისტიან საპატა აცხადებს, რომ “როსონერის” კატალონიის “ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში ცუდად არ უთამაშია.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, “ბარსელონამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია. “ბარსელონა” ჩვენზე უკეთ სულაც არ გამოიყურებოდა. გვინდოდა, რომ მოგვეგო და გოლები გაგვეტანა, რაც ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს 27 წლის კოლუმბიელი.