იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი გააუმჯობესა

მოსკოვის ”ცეესკას” მეკარემ, იგორ აკინფეევმა, ”რომასთან” მატჩში ანტირეკორდი გააუმჯობესა. მან, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 22-ე მატჩში გაუშვა გოლი.

გავიხსენოთ, რომ აკინფეევმა, ეს რეკორდი ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ”ვიქტორია” პლზენთან(3-2) საშინაო მატჩში დაამყარა და პსვ-ს ყოფილ მეკარეს, როლანდ ვატერესს გადაუსწრო, რომელსაც 16 ბურთი ჰქონდა გაშვებული.

ახალი რეკორდი: პენალტების სერიაში შესრულებული 29 დარტყმა

გასულ უქმეებზე, ინგლისში ახალი საფეხბურთო რეკორდი დამყარდა. კერძოდ, პენალტების სერიაში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, ერთად, 29 დარტყმა შეასრულეს. საბოლოოდ, “ბროკენჰარსტსა” და “ანდროვერს” შორის გამარჯვებული, “ბროკენჰარსტის” ფეხბურთელები გამოვიდნენ.