“ზესტაფონის” დუბლიორთა ტესტ-მატჩი 17-წლამდელთა ნაკრებთან

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონმა საინტერესო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე უმასპინძლა ნოდარ აკობიას დამმოძღვრილ საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს, რომელიც უეფას ევროპის ჩემპიონატის კარსმომდგარი პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, იცავდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც. როგორც მოგეხსნებათ, ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და, გუნდის მწვრთნელის ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ორივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა 25-ე წუთზე გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.

76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მარგველთა ხანგრძლივი მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა ფრედ – ანგარიშით 1-1.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

“ზესტაფონი-2”: გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბეროშვილი, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).

17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე , 41), ჯობავა (კამლაძე , 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან, უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები (1997 წელს დაბადებულები).

გუნდის მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის. შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“), სანდრო ბენდიანიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა„საბურთალო“), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი), ნიკა კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( „დინამო“ თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი („საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ქორიძე („რეჯინა“, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ „ზესტაფონის“ დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება. 17 ოქტომბრიდან კი, უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ. ტურნირის კალენდარი ასეთია:

17 ოქტომბერი

ჰოლანდია vs ფარერები („დინამო არენა“. 14:00 საათი)

საქართველო vs სან მარინო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

19 ოქტომბერი

სან მარინო vs ჰოლანდია (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი)

საქართველო vs ფარერები („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

22 ოქტომბერი

ჰოლანდია vs საქართველო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

ფარერები vs სან მარინო (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი)

შესარჩევი ჯგუფიდან კი, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.

სფფ-ის პრესსამსახური