ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ავსტრიაში საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ერთჯერად ვარჯიშებს განაგრძობს. მალტასთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა. უახლოეს ამხანაგურ მატჩებში კი ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე. ფეხბურთელი, რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმის გამო, ამ დროისთვის სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ბად ჰარინგში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებასთან დაკავშირებით ბექა ვაჩიბერაძემ ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ლატვიურ კლუბ „რიგასში“ ირიცხება, სხვადასხვა დროს უკრაინის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს საქართველოს  ნაკრებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. მინდა, რომ ბოლომდე გამოვავლინო ჩემი თავი ვარჯიშებზე და მომავალში კვლავ გამომიძახონ საქართველოს ნაკრებში.“

21 წლის გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფება. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელი შტაბის ინტერესის სფეროში გასულ წელსაც იყო. 2017 წლის იანვარში, დუბაიში ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების საწვრთნელი შეკრება გამართა, შვედეთის „გიოტებორგში“ გადასვლამდე, გიორგი ხარაიშვილი, თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა.

„ყველა ფეხბურთელისთვის პატივია პირველ გუნდში თამაში და  ქვეყნის სახელის დაცვა. ეს ორი ამხანაგური თამაში, ერთგვარი შანსია ახალგაზრდისთვის გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და შემდეგ ოფიციალურ თამაშშიც იყოს განაცხადში” – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

Gff.ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა, დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარეს ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთნ ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე, თბილისის დინამოს წევრს ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება. ამხანაგურ მატჩებს , ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო მალტას შეხვედრა, ავსტრიის ქალაქ შვაცში 1 ივნისს შედგება, 3 ივნისს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები, წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

Gff.Ge

საქართველო 1-0 კვიპროსი

დღეს საქართველოს ნაკრები გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა მეკარის შეცდომის შემდეგ გავიდა, როდესაც გიორგალიდისის გადაცემა კანკავამ ჩაჭრა და გიორგი ქვილითაიამ ზუსტი დარტყმით კვიპროსის კარი აიღო. ამის შემდეგ ქართველებს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ჩვენები გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. მეორე ნახევარში თამაში უმეტესად ცენტრში მიმდინარეობდა, მაგრამ რეალური მომენტებით ისევ მასპინძლები გამოირჩნენ. კარგი შანსი ჰქონდა დებიუტანტ ირაკლი სიხარულიძეს და ახალგაზრდა ნიკა კაჭარავას. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (82’ აბურჯანია), ქვილითაია (82’ კაჭარავა), მერებაშვილი (82’ სიხარულიძე), პაპუნაშვილი (74’ გვილია), ნავალოვსკი (82’ გრიგალავა).

კვიპროსი: გიორგალიდისი, მერკისი, დემეტრუ, ეფრემი (65’ კასტანოსი), კირიაკუ (73’ ავრაამი), კრისტოფი (73’ მიტიდესი), სოტირუ, ლაბანი (65’ ფილაკტუ), მარგასა (82’ ვასილეუ), არტიმატასი (82’ ეკონომიდესი), ლაიფისი.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო – ბელარუსი: ბილეთების ფიზიკურ გაყიდვა დაიწყო!

საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო. დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, 11:00-დან 19:00 საათამდე.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება.

GFF.GE

საქართველოს ნაკრების ვარჯიში კვიპროსთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსთან მატჩამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე ერთი საათი გაგრძელდა. უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნული გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

დღევანდელ ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩებია, რადგან კვიპროსი და ბელარუსი ისეთი ნაკრებები არიან, რომელთა მსგავს გუნდებთან ერთა ლიგაზე მოგვიწევს თამაში. ორივე თამაშის მოგება გვსურს, ახლა ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ. მომავალი წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვეძლევა.

გადავწყვიტეთ ეს თამაშები თბილისის გარეთ, გორსა და ქუთაისში გვეთამაშა, რადგან გულშემატკივარმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეძლოს.

ამ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი არ გამოვიძახე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი მათთვის დახურულია უბრალოდ მსურს ისეთი ახალი ფეხბურთელები გამოვცადო როგორებიც პაპუნაშვილი, ლობჟანიძე და შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, სიხარულიძე არიან.

ჩემი მოსვლის პირველი დღიდან საწვრთნელ პროცესში პრობლემა არ გვქონია. პრობლემა გამოუყენებელი მომენტები და გაშვებული გოლებია. ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ მეტოქის საჯარიმოში მოქმედება გვიჭირს. ეს უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია და მე კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალები არიან. მათ უყვართ საქართველო და ეროვნული ნაკრები, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ პროფესიონალებს და ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით ვიქნები, მითუმეტეს კაშიასი და კანკავასი, რომლებიც ქართული ფეხბურთის საუეკთესო პროფესიონალები არიან.

ნიკა კვეკვესკირი: ხვალინდელი თამაშიდან იწყება მზადება უეფას ერთად ლიგისთვის, ბევრი ახალგაზრდაა და ახალი სახე ნაკრებში. მათ არ ჰქონდათ საშუალება ოფიციალურ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა და ჰქონოდათ სათამაშო პრაქტიკა. დიდი პლუსია,რომ მათ ამ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობის შანსი მიეცამათ. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ და რეგიონში ჩვენს საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებს გავახარებთ.

საქართველოსა და კვიპროსის მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 10 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GFF.GE

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 8 ნოემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. კვიპროსთან და ბელარუსთან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება. ბოლო ფეხბურთელი,რომელიც ეროვნულ გუნდს შეუერთდა ესპანური „სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი იყო. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა, სადაც 9 ნოემბერს ეროვნული ნაკრები 15:30 საათზე ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი სასტუმრო ჰუალინგში მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში“ 14:30 საათზე შედგება.შეგახსენებთ,რომ მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

GFF.GE

საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს 22 ფეხბურთელით შეიკრიბა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს ორჯერადი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. “ზესტაფონის” ბაზაზე მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “სარაგოსაში” მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი ხვალ შეუერთდება. ამ დროისთვის, თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგური მატჩების მოლოდინშია.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ტკტ.გე-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

GFF.GE

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სავარჯიშო პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, გია გრიგალავა, ლაშა შერგელაშვილი,ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და ირაკლი სიხარულიძე. ეროვნული ნაკრებს კიდევ 11 ლეგიონერი ხვალ შეუერთდება.

გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობას,რომელიც კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს.

GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით ჩავიდა. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ბელგრადში ეროვნული გუნდი 23 ფეხბურთელით გაემგზავრა.  ბოლო ორი ოფიციალური მატჩის მზადების ფარგლებში გუნდთან ერთად მყოფი ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა. თბილისის დინამოს მეკარეს, ქუთაისის ტორპედოს წევრი როინ კვასხვაძე შეცვლის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია)

დღეს. საქართველოს ნაკრები ბელგრადში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა სერბეთსა და საქართველოს შორის, 9 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახური.

უელსის ნაკრები საქართველოშია (ფოტო)

ხვალ, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩვენი ნაკრების უელს უმასპინძლებს და მიმდინარე შესარჩევის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი მეტოქე უკვე თბილისშია და შეხვედრისთვის ემზადება. მატჩის წინა ვარჯიშს უელსის ნაკრები 19:30 დინამო არენაზე გამართავს.

გარეტ ბეილი საქართველოსთან გასამართ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

პარასკევს, 6 ოქტომბერს 20 საათზე საქართველოს ნაკრები უელსის ნაკრებს უმასპინძლებს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი მეტოქე საკმაოდ რთულ სიტვაციაშია, ამიტომაც მათ დარჩენილ ორ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში იბრძოლონ.

ტრამვის გამო უელსის ნაკრებს ნამდვილი ლიდერი, გარეტ ბეილი დააკლდება, მაგრამ მადრიდის “რეალის” შემტევი ცდილობს გუნდი გაამხნეოს და ამ მიზნით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“ვწუხვარ, რომ საქართველოში ნაკრებთან ერთად ვერ ვიქნები. ვიმედოვნებ ასეთივე გამარჯვებას მოვიპოვებთ.” -წერს გარეტ ბეილი.

 

გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს შეუერთდა

უელსის ნაკრების ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა.

ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისათვის, რადგან სწორედ უელსის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ “ჯვაროსნებმა” 6 ოქტომბერს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეილი ვერ შეძლებდა გამოჯანმრთელებას და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თავისი ნაკრების დახმარებას, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელი თავის გუნდს დაეხმარება.

ჩვენს ჯგუფში ნამდვილი ბრძოლაა გამართული მეორე ადგილის დასაკავებლად. ამ ჭიდილში კი, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები არიან ჩართულნი, ამიტომაც ჩვენი მეტოქისათვის თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ფინალის ტოლფასი იქნება 9 ოქტომბერს კარდიფში გამართული შეხვედრა, სადაც უელსი სწორედ მის მდევარ ირლანდიას უმასპინძლებს.