გამარჯვება პორტუგალიაში

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში თავის არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ჩაატარა. ის, რომ მატჩი დამატებით დროში გადავიდა, შეხვედრის დრამატულობაზე მიუთითებს. ამასთან, ქართველებმა პირველი ნახევარი 19 ქულით წააგეს, მეორე პერიოდის შუაწელში კი სულაც 23 ქულით ჩამორჩებოდნენ.

 ასე დიდი დეფიციტი ქართველებს არასდროს არ აღმოუფხვრიათ. პორტუგალიაში დიდი მობილიზების, ბრძოლისა და შეუპოვრობის ხარჯზე ქართველებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და დაატებით დროში მასპინძლები 1 ქულის სხვაობით – 91:90 დაამარცხეს. ეს მატჩი ალბათ დიდი ხანი ემახსოვრებათ ქართველ გულშემატკივრებს – მათ შორის პორტუგალიაში საქართველოს ელჩს, გიორგი გორგილაძეს, რომელიც ოვარში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ინერვიულა და  ბოლოს ქართველებს გამარჯვება მიულოცა.

gbf.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები პატრიარქმა დალოცა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო და მნიშვნელოვანი მატჩების წინ დალოცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების წევრები რეზიდენციას გუშინ, გუნდის საღამოს ვარჯიშის შემდეგ ესტუმრნენ და პატრიარქის მიერ ჩატარებულ ღამის ლოცვას დაესწრნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სტუმრები დალოცა და მათ ხილით გაუმასპინძლდა.

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ეროვნული გუნდის წევრები და ხელმძღვანელობა პატრიარქს მნიშვნელოვანი მატჩების წინ სტუმრობენ და დალოცვასთან ერთად ილია მეორესგან მნიშვნელოვან რჩევებს იღებენ.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვი: “არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი”

ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა გააკეთა.

„ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ. 3 წლის წინ ჩეხებს შევხვდით ტალინში, ამხანაგურ მატჩში და დაძაბულ ბრზოლაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ამ ნაკრებში კარგად არიან შერწყმულნი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები. მიზანდასახულები არიან და იციან, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ როგორ ითამაშონ.  ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ემზადება ჩეხეთთან თამაშისთვის…

– სამწუხაროდ, ახლაც გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ჩვენი ნაკრები სულ ასეა, ხან ვინმეა დაშავებული, ოპტიმალური შემადგენლობა თითქმის არასდროს გვყოლი. ამიტომაც არიან გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თანდათან მეტი და მეტი შანსი ეძლევათ. ამიტომ მინდა მასმედიამ უფრო მეტი ილაპარაკოს არა იმ კალათბურთელებზე, რომლებიც გვაკლია, არამედ მათზე, რომლებიც გუნდში არიან…

– არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი. თუნდაც პორტუგალიასთან და უნგრეთთან ვერ მოიგებ, თუ მაქსიმუმი არ გაიღე. პორტუგალიელებმა უნგრეთის ძლევით დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, უნგრეთმაც თავის მხრივ რამდენიმე ძლიერ მეტოქეს მოუგო მოსამზადებელ მატჩში. ასე რომ არც ერთ მეტოქეს არ გამოვყოფდი ძლიერისა ან სუსტის ნიშნით“.

gbf.ge

ნაკრების მზადება და ევროპაბეთის საჩუქარი კალათბურთის გულშემატკივარს

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დაწყებამდე ღია ვარჯიში გამართა. ევროშესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს ქართველი კალათბურთელები 10 აგვისტოს, ჩეხეთის გუნდთან გამართავენ.

სპეციალურად შესარჩევი მატჩებისთვის ევროპაბეთმა საგანგებო აქცია მოაწყო, რომელზეც კომპანიის წარმომადგენელი, ავთანდილ ობოლაძე გვესაუბრა.

“ტურნირის ყველა, საშინაო და გასვლითი მატჩების დროს მომხმარებელს თავად ექნება იმ პოზიციის შექმნის საშუალება, რომელზეც ფსონი განხორციელება მოუნდება.

რა თქმა უნდა, ყველა ფსონს ვერ მივიღებთ. ბუკმეიკერები შემოსულ ვარიანტებს განიხილავენ და საუკეთესოებს პროგრამაში განათავსებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს გამოვლინდება ხუთი საუკეთესო პოზიციის ავტორი, რომლებსაც პრიზის სახით გადაეცემათ ბურთები ნაკრების მოთამაშეების ავტოგრაფებით”. 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კალათბურთელებსაც გავესაუბრეთ და ნაკრების შანსების შეფასება ვთხოვეთ.

გიორგი ცინცაძე: “მოლოდინი დიდი გვაქვს. ორი თვეა ვემზადებით და ერთი სული გვაქვს როდის ვითამაშებთ პირველ შეხვედრას. ტრავმირებული მოთამაშეების გამო გუნდში პრობლემებია. გარკვეული ხარვეზები შეთამაშების მხრივ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და გუნდური თამაშით გამაჯრვების კარგი შანსი გვაქვს. 

ნადმვილად ბევრი ახალგაზრდაა, რაც საკმაოდ კარგია. გუნდს გადახალისება სჭირდება. ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალი დონის მოთამაშეები არიან და შეუძლიათ საქართველოს ნაკრებში თამაში”.

დუდა სანაძე: “მოსამზადებელ პერიოდს დადებითად შევაფასებ. სლოვენიაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. შესარჩევისთვის მზად ვართ და იმედია ჯგუფის ფავორიტის სტატუსს გავამართლებთ. 

მთავარი კონკურენტი ჩეხეთია. ამიტომ, პირველ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გულშემატკივრებს ბრძოლას ვპირდებით”.

ზაზა ფაჩულია_05ვიქტორ დოლიძე_02თორნიკე შენგელია_03ეროვნული ნაკრების ვარჯიში_04

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სპორტის სასახლეში მერიის თასი იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის სამზადის განაგრძობს. მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში 2,3 და 4 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასი გაიმართება. საქართველოს დედაქალაქს დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის და მოლდოვას ნაკრებები ესტუმრებიან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება სლოვენიაში გაიართა, ხოლო სპარინგ-მატჩები მაკედონიასა და სლოვენიაში გამართა. გარდა ამისა, კოკოშკოვის გუნდი ლიტვასაც ესტუმრა, სადაც ადგილობრივ გუნდთან ორი შეხვედრა გამართა.

ტრავმების გამო ნაკრებს მიმიდნარე ცილკში მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმანი ვერ დაეხმარებიან. გუნდის საბოლოო შემადგენლობა თბილისის ტურნირის შემდეგ გაიმართება.

მერიის თასზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ლევან ფაცაცია, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ბესიკ ლეჟავა, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, ოთარ ფხაკაძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, მიხეილ ჭოჭუა, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი. 

ჩვენი ვებ-გვერდი, როგორც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი, მერიის თასს და შესარჩევი ციკლის მატჩებს მაქსიმალურად გააშუქებს.

ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვაში მეორე სპარინგ-მატჩიც წააგო

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ლიტვაში, ადგილობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამით უცხოური შეკრება დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ამჯერად 27 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადსში მყოფმა ლიტველებმა საკუთარ არენაზე არაფერი დაუთმეს ქართველებს და 81:54 დაამარცხეს.

ქართველებმა შედარებით კარგად ითამაშეს, ვიდრე პანევეჟისში გუშინწინდელ შეხვედრაში, რომელიც კოკოშკოვის გუნდმა 51:82 წააგო. მართალია, დღევანდელი წაგება უწინდელზე მხოლოდ 4 ქულით იყო ნაკლები, თუმცა ქართველებმა მრისხანე მეტოქესპირველი ტაიმი ტოლ-სწორად ეთამაშნენ და მესამე მეოთხედში ჩავარდნის გამო მატჩი დიდი სხვაობით დათმეს.

მოედანს დაუბრუნდა ვიქტორ სანიკძე, რომელმაც წინა 2 მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. კოკოშკოვმა სანიკიძე 31 წუთზე მეტ ხანს ათამაშა და საერთოდ, ქართველების მწვრთნელი ძირითადად სასტარტო კალათბურთელებს დაეყრდნო. მოედანზე არ გამოჩენილა განაცხადში მყოფი გიორგი შარაბიძე, ხოლო ბექა წივწივაძემ, ნიკა მეტრეველმა, დუდა სანაძემ და ოთარ ფხაკაძემ ჯამში 12 წუთი ითამაშეს.

ეს გასაგებიც იყო: კოკოშკოვმა წინა მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ მატჩს ქართველები უკეთ ჩაატარებდნენ და ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა. საქმე ის გახლავთ, რომ უდიდესი რესურსის მქონე ლიტველებმა კვლავ შესანიშნავად ითამაშეს და ქართველები მესამე პერიოდში (29:15) გატეხეს.

შესანიშნავად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, თუმცა მისმა ოპონენტმა, ცნობილმა და უგამოცდილესმა დარიუს ლავრინოვიჩმა 14 წუთში 17 ქულა მიითვალა და მოედანზე აღარ გამოჩენილა. სხვათა შორის, ლავნინოვიჩმა ფაჩულიასთან უხეში თამაშისა და კინკლაობის გამო ტექნიკური ჯარიმა მიიღო. წინა მატჩში არ ყოფილა, თუმცა დღეს ითამაშა დარიუსის ძმა კჟიშტოფმა, რომელიც 6 ქულას დასჯერდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოში ხვალ დაბრუნდება და ზეგ დაისვენებს. 2 აგვისტოდან კი კოკოშკოვის გუნდი თბილისის მერიის თასზე კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავს მოლდოვის (2 აგვისტო), დიდი ბრიტანეთისა (3 აგვისტო) და ბელარუსის (4 აგვისტო) ნაკრებებთან.

იგორ კოკოშკოვი: “როგორც დაგპირდით, ჩვენმა ნაკრებმა იბრძოლა და უკეთესად ითამაშა. ჩვენ მატჩის არცთუ მცირე ნაწილს ვაკონბტროლებდით და მასპინძლებს ტოლს არ ვუდებდით. ლიტვა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნაკრები და ეს მასპინძლებმა დაამტკიცეს. ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება. დიდი მადლობა ამ 2 მატისთვის. ჩვენი ნაკრები ოპტიმალური ფორმისგან ჯერაც შორსაა”.

gbf.ge

 

„ყირგიზეთის ქართული კოშმარი“ – რას წერენ ქართველ 17-წლამდელებზე

ყაზახეთის „პრეზიდენტის თასზე“ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყირგიზეთთან გუშინდელ გამარჯვებას (10:0) გამოეხმაურა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ყირგიზეთის ქართული კოშმარი“ – ასე ჰქვია სტატიას, რომლის ავტორიც საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს.

„ყირგიზეთის 17-წლამდე ნაკრებმა საქართველოს ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია. თუ პირველ ტაიმში ყაზახებმა გაუძლეს კავკასიელი ბიჭების მასირებულ ზეწოლას, მეორე ტაიმში მათ უკვე დაღლა დაეტყოთ. მესამე გაშვებული გოლის შემდეგ კი, ნურლან ბუკუევის გუნდმა ხელი ჩაიქნია… ის, რაც ყირგიზეთის ნაკრებს მეორე ტაიმში დაემართა, ძნელია აღწერო. 3:0-ის შემდეგ კი, ქართველთა თითქმის ყველა შეტევა გოლით სრულდებოდა.“

ყაზახური ვებ-გვერდი იქვე გვთავაზობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – გოჩა ტყებუჩავას მოკლედ კომენტარს.

გოჩა ტყებუჩავა: „შედეგით კმაყოფილი ვარ და სხვას არც ველოდი. თავად ნახეთ, თუ რა სუსტი გუნდი იყო ჩვენი მეტოქე. ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი გველის ყაზახეთის ნაკრებთან და ჯერ სიხარული ნაადრევია. მომდევნო მატჩზე უკვე ამ წუთიდან ვფიქრობთ. მე უკვე ველაპარაკე ბიჭებს და ვუთხარი, რომ ეს საბრძოლო განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ყაზახეთთან საინტერესო თამაში იქნება.“

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას კი, ამ ლინკის მეშვეობით შეძლებთ – http://tv.ffk.kz/

სფფ-ის პრესსამსახური

მარცხი არც თუ ისე ძლიერ მეტოქესთან…

შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრები ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. ქეცბაიას შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. აქტიურობდნენ ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი. დამაჯერებელი იყო ძარია.

მაგრამ, მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, პირველი ნახევრის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი არაბებმა შქმნეს, თუმცა ცენტრალური დაცვის მიერ დაშვებული შეცდომა ლობჯანძემ გამოასწორა და სიტუაციაც განმუხტა.

მეორე ნახევარი ქართველების შეტევებით დაიწყო და პირველივე წუთებზე “ჯვაროსნებმა” გოლის გატანაც კი მოახერხეს. თუმცა, დვალიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არბიტრმა კარის აღება არ ჩათვალა.

მეორე ნახევარში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა გუნდები დაბალ ტემპში აგრძელებდნენ ასპარეზობას.

57-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა. გრიგალავას პასის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ოქრიაშვილმა მიიღო და კარიდან 3 მეტრში მდგომ დვალიშვილს გაუკეთა გადაცემა. თუმცა, ლადოს დარტყმა არაბთა მეკარემ მოიგერია.

ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი მეტოქე დაეუფლა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.

73-ე წუთზე საქართველოს ნკრების საჯარიმოს ხაზთან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა. ალამოუდმა რბილად ჩააწოდა, ალ ფარდამ კი თავით ბურთი ლორიას კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გახსნა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურად. გოლის გატანის მცდელობა კობახიძეს ჰქონდა, თუმცა სანდროს დარტყმული არაზუსტი გამოდგა.

85-წუთზე ჩვენს ნაკრებს გათანაბრების რეალური შანსი მიეცა. ლადო დვალიშვილმა კვლავ ვერ შესძლო მცირე მანძილიდან გოლის გატანა.

ბოლო წუთებზე არაბებიც გააქტიურდნენ. შორეული დარტყმა ლორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. სამწუხაროდ, ეს შეხვედრის ბოლო დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა…

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია, კაშია, გრიგალავა, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი, კობახიძე, ძარია, ოქრიაშვილი.

ეროვნული ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი – 29 მაისს და 3 ივნისს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მაისს საუდის არაბეთის ნაკრებს (ფიფას რეიტინგში 75-ე) ესპანეთის ქალაქ ხერესში დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას გუნდი მატჩისთვის მოსამზადებლად ესპანეთში 23 მაისს გაემგზავრება.

ამასთან, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების მეორე ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც. 3 ივნისს, შვეიცარიაში, „ჯვაროსნები“ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების (ფიფას რეიტინგში 67-ე) წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩის მასპინძელი ქალაქი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი)

ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე გამოაკლდა. ასევე, ტრავმის გამო ვერ მოხვდა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მიღებულ ტრავმას ამ დრომდე მკურნალობს.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ნაკრები ასეულშია

ფიფას ახალი რეიტინგის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 4 საფეხურით აიწია და 103-დან 99-ე გადავიდა. ქეცბაიას გუნდს 33 ქულა აქვს. ევროპულ გუნდებს შორის კი, ჩვენი ნაკრები 42-ე ადგილზეა. მცირე პროგრესი ლიხტენშტაინთან მოპოვებული გამარჯვების შედეგია.

1 (1). ესპანეთი – 1510

2 (2). გერმანია – 1336

3 (3). არგენტინა – 1234

4 (4). პორტუგალია – 1199

5 (5). კოლუმბია – 1183

6 (7). ურუგვაი – 1126

7 (6). შვეიცარია – 1123

8 (8). იტალია – 1112

9 (9). ბრაზილია – 1104

10 (11). ბელგია – 1084

ეროვნული ნაკრების პარტნიორი კვლავ ბორჯომი იქნება

მინერალური წყალი „ბორჯომი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორიადღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელიმემორანდუმის თანახმად, მსოფლიოში სახელგანთქმული „ბორჯომი 2014 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.

ზაზა კიკვაძეკომპანია IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბორჯომის“ მხარდაჭერის გარეშე აღარ წარმომიდგენია, სწორედ ამიტომ უკვე მეოთხე წელია მხარს ვუჭერთ  ეროვნულ ნაკრებს. ბორჯომი“ ქართული ბრენდია და გარკვეულწილადვალდებულებიც კი ვართ გვერდით დავუდგეთ გუნდსრომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, იმედი მაქვს მომავალ წელს ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს უკვე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში.

მიხეილ გაბრიჩიძესაქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

,,საერთაშორისო ასპარეზზე “ბორჯომის” მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ის კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში”.

ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი თამაშები 2014 წლის 10 – 27 აგვისტოს გაიმართება. უკვე ცნობილი არიან ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები. ჯგუფში საქართველო ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან მოხვდა. ქართველები ევროშესარჩევ ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში აქვთ – 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს – პორტუგალიაში და 20 აგვისტოს – ჩეხეთში. საქართველო შესარჩევ ტურნირს ორი საშინაო მატჩით დაასრულებს – 24 აგვისტოს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში – პორტუგალიას.

ლიხტენშტაინის 18-კაციანი განაცხადი

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 მარტს, ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ჩვენი მეტოქე თბილისში 4 მარტს, გამთენიას ჩამოვა. სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან და ამავე საღამოს, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. მათი 18-კაციანი განაცხადი კი, ასეთია:

მეკარეები: პეტერ იელე (FC Vaduz), ჩენგიზ ბიცერი (Mersin Idman Yurdu)

მცველები: ფრანც ბურგმეიერი (FC Vaduz), მარიო ფრიკი (FC Balzers), ოლქაი გიური (Gaziantep Buyuksehir Belediyespor), დანიელ კაუფმანი (FC Vaduz), დომენიკო მაკრი (FC Balzers), ივეს ოჰრი (YF Juventus), მარტინ სტოკლასა (FC St. Gallen)

ნახევარმცველები: ანდრეას კრისტენი (FC Balzers), ბურაკ ერისი (FC Balzers), რობინ გუბსერი (FC Balzers), ნიკოლას ჰასლერი (FC Vaduz), მიშელ პოლვერინო (Wolfsberger AC), სანდრო ვოლფინგერი (Chur 97)

თავდამსხმელები: მარტინ ბუჩელი (FC Unterfohring), ფილიპ ერნე (SC Pfullendorf), სეიჰან ილდიზი (FC Balzers)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიხტენშტაინის ამხანაგური მატჩი 5 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 3 ლარი ეღირება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით შეძლებთ.

სფფ-ის პრესსამსახური