გუშინ, სტამბულის შემაჯამებელი ქალთა ტურნირის წითელ ჯგუფში მეორე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მსოფიოს პირვლეი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი და პლანეტის მეოთხე ჩოგანი, პოლონელი აგნეშკა რადვანსკა შეხვდნენ. მატჩი სერენას გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა.
თეთრი ჯგუფის მეორე ტურის მატჩებში გამარჯვება ნა ლიმ და ელენა იანკოვიჩმა მოიპოვეს. ჩინელმა ჩოგბურთელმა იტალიელი სარა ერანი 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო სერბმა მსოფლიოს მეორე ჩოგანს ვიქტორია აზარენკას 6:4, 6:3 სძლია.
დღეს, წითელი ჯგუფში ერთმანეთს აგნეშკა რადვანსკა და ანგელიკ კერბერი დაუპირისპირდებიან, ხოლო სერენა უილიამსის მეტოქე პეტრა კვიტოვა იქნება. თეთრ ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი შედგება, რომელშიც ნა ლი ელენა იანკოვიჩის დამარცხებას შეეცდება.