უილიამსმა რადვანსკას სძლია, აზარენკა იანკოვიჩთან დამარცხდა

გუშინ, სტამბულის შემაჯამებელი ქალთა ტურნირის წითელ ჯგუფში მეორე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მსოფიოს პირვლეი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი და პლანეტის მეოთხე ჩოგანი, პოლონელი აგნეშკა რადვანსკა შეხვდნენ. მატჩი სერენას გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა.

თეთრი ჯგუფის მეორე ტურის მატჩებში გამარჯვება ნა ლიმ და ელენა იანკოვიჩმა მოიპოვეს. ჩინელმა ჩოგბურთელმა იტალიელი სარა ერანი 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო სერბმა მსოფლიოს მეორე ჩოგანს ვიქტორია აზარენკას 6:4, 6:3 სძლია.

დღეს, წითელი ჯგუფში ერთმანეთს აგნეშკა რადვანსკა და ანგელიკ კერბერი დაუპირისპირდებიან, ხოლო სერენა უილიამსის მეტოქე პეტრა კვიტოვა იქნება. თეთრ ჯგუფში  მხოლოდ ერთი მატჩი შედგება, რომელშიც ნა ლი ელენა იანკოვიჩის დამარცხებას შეეცდება.