გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” ლა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 42-ტურიანი ჩემპიონატი ორ ივნისს დასრულდა. ჩემპიონატმა უკვე გამოავლინა ის გუნდები, რომლებიც მომდევნო სეზონს ლა ლიგაში გაატარებენ – საუბარია “რაიო ვალენკანოსა” და “უესკაზე”.

მესამე გუნდის ვინაობის გასარკვევად, რომელიც ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში იქნება დაწინაურებული, “სარაგოსა”, “ხიხონი”, “ვალიადოლიდი” და “ნუმანცია” პლეი-ოფის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

6-10 ივნისს გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” “ნუმანსიას” დაუპირისპირდება, “ვალიადოლიდი” კი “სპორტინგთან” გამოცდის ძალებს. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი-ოფის ფინალში შეერკინებიან (13 და 16 ივნისს).

“ნუმანსიამ” ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა (65 ქულა) და 6 ქულით ჩამორჩა “სარაგოსას”. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო ორი მატჩიდან ორივე ქართველის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

“სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” დაამარცხა – პაპუნაშვილი სასტარტოში

დღეს ლა ლიგა 2-ში მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, “ხიხონმა” “სარაგოსას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0-1 დათმო შეხვედრა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა გუნდმა ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, თავი დელმასმა გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ “სარაგოსა” თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა (1:0).

ამ შეხვედრის შემდეგ პაპუნაშვილის “სარაგოსამ” 17 ტურში 20 ქულას მოუყარა თავი და მე-14 ადგილს იკავებს ცხრილში.

აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” “სარაგოსა” დაამარცხა და ლა ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ახლახან დასრულდა მატჩი ესპანურ “სარაგოსასა” და “ხიმნასტიკს” შორის, სადაც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია ასპარეზობს.

როგორც იცით, ესპანეთის რიგით მეორე დონის ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილში დიდი დაძაბულობაა, ამიტომაც ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა პირველი და ერთადერთი გოლის გატანა “ხიმნასტიკის” ფეხბურთელმა ნარანხომ მოახერხა, პენალტის მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიწურულს “სარაგოსას” ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ლანცაროტემ პენალტი ვერ გამოიყენა.

გიორგი აბურჯანიამ კი მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

დასს

ამ დროისთვის “ნასტიკი” მესამე ადგილზე იმყოფება 64 ქულით და ერთი ქულით ჩამორჩება “ლეგანესსა” და “ალავესს”. თუმცა, “ალავესს” რეზერვში კიდევ ერთი მატჩი აქვს, რომელსაც დღეს ჩაატარებს.

1-2 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ ლა ლიგის 2016-17 წლების საგზურს. მათ უკან მყოფი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გაარკვევენ ურთიერთობებს.

ესპანური კლუბის თავკაცმა წაგების შემდეგ დარბაზის კარი გატეხა (ფოტო)

სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში „სარაგოსასთან“ მარცხის შემდეგ „ალავესის“ მთავარმა მაწვრნელმა ხოსე ბორდალასმა კარი გატეხა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა ბორდალასმა თავის შეკავება ვერ შეძლო.

აღნიშნულ ფოტოს გამოცემა „მარკა“ ავრცელებს:

1

“ოლიმპიაკოსში” შერმადინის დებიუტი გადაიდო

ესპანური „სარაგოსადან“ ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გადასული გიორგი შერმადინის დებიუტი გადაიდო. 4 დღეა, ქართველი ცენტრი ბერძნულ გუნდშია და ვარჯიშობს, გუშინ კი საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა, თუმცა შერმადინს არ უთამაშია.

„ოლიმპიაკოსი“ სტუმრად „აპოლონ პატრასს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:67დაამარცხა. შერმადინი განაცხადში არ ყოფილა, მისი დებიუტი სავარაუდოდ ევროლიგის მატჩში, 6 მარტს, იტალიურ „ემპორიო არმანისთან“ შედგება.

GBF.GE

“სარაგოსამ” მადრიდში იმარჯვა – სანიკიძე საუკეთსოა

ესპანურ “სარაგოსაში” თანამემამულის გარეშე დარჩენილი ვიქტორ სანიკიძე წარმატებით ასპარეზობს. გიორგი შერმადინის ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაშვების შემდეგ სარაგოსელებმა პირველი მატჩი გამართეს და მათთან დარჩენილი მეორე ქართველის დიდი თანამონაწილეობით გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.

“სარაგოსა” ესპანეთის დედაქალაქში “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით – 81:72 დაამარცხა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფისირა. მან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) გაიფორმა.

 

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტ ხანს დაჰყო. 31,31 წუთში სანიკიძემ 4-დან 3ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულიასთან ერთად ვიქტორმა 7 მოხსნა და 3 პასიც მოიაგროვა დადამსახურებულად გახდა საუკეთესო.

“სარაგოსაში” სანიკიძის მსგავსად, 13 ქულა კიდევ 2-მა კალათბურთელმა – მაიკლ როლმა და იონ სტეფანსომა მოაგროვეს, ხოლო 14 ქულით ბომბრდირი შერმადინის შემცვლელი ჰენკ ნორელი გახდა. მადრიდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, ხოლო ენდი პანკომ 13 ქულა მიითვალა.

13 მოგებითა და 8 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ “უნიკახას” და “გრან კანარიას”. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი სწორედ გრანკანარიეოებთან გამართავს.

GBF.GE

შერმადინი ტრავმის გამო “სარაგოსას” ტენერიფეში მოგებულ მატჩში ვერ დაეხმარა

არაგონულმა “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს კუნძულ ტენერიფეში, სადაც ადგილობრივი”იბეროსტარი” 78:75 დაამარცხეს.

ეს იყო მატჩი, რომელშიც ქართველების წილი მინიმალურია. გიორგი შერმდინმა ვერ ითამაშა, ვიქტორ სანიკიძემ კი შეხვედრა უქულოდ დაასრულა. შერმადინს ტენერიფეში გამგზავრებამდე მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია და სარაგოსაში დარჩა.

 

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12,21 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3 ორქლიანი და 1 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, ამდენივე პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინის შემცვლელმა ჰენკ ნორელმა 16 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, 16 ქულით თავი გამთამაშებელმა პედრო ლომპარტმა გამოიჩინა.

11 მოგებითა და 8 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, “ვალენსიას” მასპინძლობს. გასულ ტურში მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელიც მალაგაში “უნიკახასთან” უშანსოდ იყო – 76:89. ქართველმა ფორვარდმა 1,17 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

 GBF.GE

შერმდინისა და სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მატჩი ზაგრებში მოიგო

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასზე მნიშვნელოვინი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. სარაგოსელებს ზაგრებში ხორვატულ “ცედევიტასთან” რომ წაეგოთ გასვლის შანს კარგავდნენ, თუმცა დაძაბული შეხვედრა 77:74 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, 22,21 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება სანიკიძეს, ის ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზეც მხოლოდ 13.15 წუთი გაატარა. სანიკიძემ შექვედრა უქულოდ, 2 მოხსნით დაასრულა.

“სარაგოსას” 2 მოგება და 3 წაგება აქვს და გავა თუ არა ჯგუფიდან, ბოლო ტურში გაირკვევა. ქართველების გუნდი 19თებერვალს თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს, თუმცა არანაკლებ დამოკიდებული იქნებ ჯგუფინ მეორე შეხვედრის შედეგზე, რომელშიც “ლიეტუვის რიტასი” “ცედევიტას” უმასპინძლებს.

ლიეტუვის რიტასი

3

2

416

418

-2

ბეშიქთაში

3

2

362

375

-13

ცედევიტა

2

3

359

354

5

სარაგოსა

2

3

376

366

10

gbf.ge

ფიბა-ევროპას ვებ-გვერდი სანიკიძის შესახებ წერს

გასულ კვირაში ქართველების წინამძღოლობით “სარაგოსა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. სარაგოსელები რომ თასის გათამაშებაში მოხვდნენ, ესეც ქართველების დამსახურება იყო, რომელთა შედეგიანი თამაშით არაგონული გუნდი პრიმერადივიზიონის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი შეგროვდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. “სარაგოსამ” პირველ რაუნდში მასპინძელთა გუნდი “უნიკახა” დაამარცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც “სარაგოსას” ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძეზე სტატია გამოაქვეყნა. გთვაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული:

ქართული კავშირი სარაგოსაში

იტალიურ “სიენასა” და “ვირტუსში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, სანიკიძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდი “სარაგოსას” ღირსებას წარმატებულად იცავს როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ისე ევროთასის გათამაშებაში.

სანიკიძე ესპანეთში 2006 წელს თამაშობდა, როცა ისტორიული გუნდის, მადრიდის “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა, თუმცა სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მხოლოდ წლეულს, “სარაგოსაში” მიეცა.

“ეხლა სულ სხვა გამოცდილებით ვთამაშობ ესპანეთში. ნამდვილად არ მოველოდი , თუკი თასზე თამაში ემოციურად ასე დატვირთული იქნებოდა. იტალიაში თასზე თამაშზე ასეთი მუხტი არ ჰქონია” – ამბობს სანიკიძე – ძალიან გახარებული ვარ, რომ მომიწია ესპანეთის სამეფო თასზე თამაში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით, რასაც არავინ არ ელოდა”.

“სარაგოსამ” მეოთხედფინალში 79:74 დაამარცხა თასის გათამაშების მასპინძელი “უნიკახა”. ამ მატჩში სანიკიძემ 12 ქულადა 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ “რეალთან” დამარცხდნენ.

“რეალის წინააღმდეგ თამაში ჩენთვის ძალიან რთული გამოდგა – იხსენებს სანიკიძე – ესაა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით მადრიდელების წინააღმდეგ თამაში არ გამოგვივიდა”.

ათლეტური აღნაგობის ქართველი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე აქვს მოხნის, შორი და ახლო სროლების, დაფარებების და სწრაფი გარღვევების ალღო, აპრილში 28 წლის ხდება.

ამბობენ, რომ სანიკიძე ახლა კარიერის პიკშია, რაზეც მოთამაშე გვპასუხობს:

“არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმას ვცდილობ, გავიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ჩვენმა გუნდმა სეზონში მაქსიმუმს მიაღწიოს. ვნახოთ, რამდენად კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუკი შედეგებს მივაღწევთ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ.

სანიკიძე არ იშურებს სანაქებო სიტყვებს “სარაგოსას” მეორე ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინზე, რომელიც მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს.

“ის შესნიშნავად თამაშობს და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მას ადრე არ უწევდა საკმარისი დროით თამაში, ახლა კი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და ესაა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს”

gbf.ge

სანიკიძისა და შერმადინის ერთობლივმა 31-მა ქულამ სარაგოსას ბონში ვერ უშველა

დასანანი მარცხი იწვნია ქართველების გუნდმა ევროთასზე. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი თამაშით “სარაგოსა” თითქმის მთელი თამაში ამარცხებდა ბონში ტელეკომს”, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა გამრჯვების მოპოვება მოახერხეს – 108:104.

სარაგოსელებს თითქმის იგივე რამ შეემთხვათ, რაც წინა ტურში ბერლინში, “ალბასთან”. მაშინაც მთელი თამაში ლიდერობდნენ არაგონელები, თუმცა ბოლო წუთებზე 3 ქულით წააგეს. წუხანდელ შეხვედრას ესპანური გუნდი პირველსავე წუთიდან იგებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. მასპინძელთა შეუპოვრობამ საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა.

 

სანიკიძეც და შერმადინიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში თითქმის თანაბარი დრო გაატარეს. ვიქტორმა 26:45 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგიმ – 26:32.  სანიკიძემ 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 6-დან 2ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება შერმადინს, ქართველმა  ცენტრმა თავი 15 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და1 დაფარებას მოუყარა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რაც დამიან რუდეჟთან ერთად სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი იყო.

1 გამარჯვებითა და 2 მარცხით “სარაგოსა” 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სარაგოსელები 6 ნოემბერს, შინ, რომის “ვირტუსთან” ჩაატარებენ.

ქართველებმა „სარაგოსას“ „კანარიასთან“ ვერ უშველეს

ქართველი კალათბურთელების “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მარცხი განიცადა. არაფონელებმა “კანარიასს” უმასპინძლეს და 60:66 დამარცხდნენ.

ისევე როგორც დანარჩენები, ქართველი  დიდად ვერ გამოირჩნენ. ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

შერმადინმა უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. 21:26 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სარაგოსელთგან 19 ქულით საუკეთესო ხორვატი, დამიან რუდეჟი გახდა.

“სარაგოსას” ესპანურ ლიაში 1 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. მორიგ ტურში, 27 ოქტომბერს სარაგოსელები სტუმრად “მონბუსს” შეხვდებიან.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

შერმადინმა და სანიკიძემ სარაგოსას ულებ-ის თასზეც მოაგებინეს

ქართველების „სარაგოსამ“ წარმატებით დაიწყო ევროთასის გათამაშება. ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირი ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის გუნდმა ბელგიურ „მონსთან“ საშინაო მატჩით დაიწყო. სარაგოსელებმა დებიუტში 2:11 ჩამორჩენის შემდეგ თამაში დაალაგეს, მეტოქე მალევე გატეხეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს – 73:56.

ესპანური გუნდის გამარჯვებაში მნისვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა. გიოგი შერმადინი სულაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – მან ჯონათან ტაბუსთან ერთად მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დაიმსახურა. შერმადინი გახლდათ ერთადერთი, რომელმაც სარაგოსელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა.

შერმადინი, ისევე როგორც სანიკიძე, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:34 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ესპანეთის პირველობაზე ჩატარებული პირველი მატჩის დარად, სანიკიძემ თანაგუნდელთაგან ამჯერადაც ყველაზე მეტი ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27 წუთში მან 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც სერმადინისა და ტაბუს შემდეგ „სარაგოსაში“ მე-3 სედეგი გახლდათ.

ევროთასის D ჯგუფში „სარაგოსა“ „მონსთან“, ფრანგულ „გრაველინთან“, გერმანულ „ალბასთან“, იტალიურ „რომთან’ და გერმანულ „ტელეკომთან“ ერთადაა. მორიგ შეხვედრას სარაგოსელები ბერლინში, 23 ოქტომბერს, გერმანულ „ალბასთან“ ჩაატარებენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი