შერმადინი საუკეთესოა, სანიკიძე – თბილისშია

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანური პრიმერადივიზიონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. სარაგოსელები “გიპუზკოა ბასკეტს” შეხვდნენ და 67:83 წააგეს.

ვიქტორ სანიკიძემ არ ითამაშა, ის საქართველოში იმყოფება და ესპანურ ვიზას ელის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სწორედ ვიზის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში და ხვალ უკვე ესპანეთში დაბრუნდება.

“სარაგოსას” მეორე ქართველი, გიორგი შერმადინი, “გიპუზკოასთან” საუკეთეო იყო. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, 12 ოქტომბერს, “სარაგოსა” სტუმრად “ბილბაოს” შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

სანიკიძემ და შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშეს

წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩების ბოლოსწინა შეხვედრა გამართა ესპანურმა „სარაგოსამ“, რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ. სარაგოსელები „მანრესას“ შეხვდნენ და 71:76 წააგეს, თუმც ქართველ კალათბურთელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც „სარაგოსას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, შერმადინმა და სანიკიძემ ტრავმების გამო არ ითამაშეს, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ თემაზე მეტი არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, ქართველ კალათბურთელებს მცირე ტრავმა აწუხებთ და მწვრთნელები მოსამზადებელ მატჩში მათ დატვირთვას მოერიდნენ.

საქართველოს კალთბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

შერმადინი და სანიკიძე სარაგოსაში საუკეთესონი არიან

გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ თავი კვლავ გამოიჩინეს. ქართველების გუნდმა „სარაგოსამ“ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. არაგონელებმა ქალაქ სარაგოსას თასი „კუტხა ლაბორალთან“ გაითამაშეს. ეს გუნდი გასული სეზონიდან „კახა ლაბორალით“ ემახსოვრება ქომაგს.

მატჩი ლაბორალელებმა 81:67 მოიგეს. სარაგოსელთაგან საუეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სასტარტო იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, თავისიანთაგან ყველაზე მაღალი (17) მარგი ქმედების კოეფიციენტი ეჩვენებინა.

სანიკიძემაც 12 ქულა მოაგროვა, ოღონდ 27 წუთში. ვიქტორმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად სანიკიძის ანგარიშზე 4 მოხსნაც იყო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.

მორიგ საკონტროლო მატჩს სარაგოსელები 2 ოქტომბერს, „მანრესასთან“ გამართავენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი