ბლატერს და ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს და ცნობილ რუს მოდელს, ირინა შეიკს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 29 წლის მოდელს და 79 წლის მამაკაცს შორის სექსუალური ურთიერთობა 2004 წლიდან მიმდინარეობს. მათ ერთმანეთი პოლონელი ჩოგბურთელის, ილონა ბუგისკოის საშუალებით გაიცნეს.

ახლა, FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტის მეგობარი გოგონა 50 წლის ლინდა ბარასია, ხოლო ირინა შეიკი ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა.

მოედნის ცენტრში წყვილი სექსით დაკავდა

დანიის ჩემპიონატში „ბრონდბიუსა“ და „რანდერსს“ შორის გამართულ მატჩში დაფიქსირებული ნულები მოედნის ცენტრში მოწყობილმა სექსმა გადაფარა. უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ აღზნებული წყვილი მოედანზე შევიდა და სექსით დაკავდა. ამ მხიარული ინციდენტის შესახებ „ბრონდბიუს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიკელ დავიდსენმა საზოგადოებას თავისივე მიკრობლოგის მეშვეობით ამცნო.

აღსანიშნავია, რომ სქესობრივი აქტი დიდხანს არ გაგრძელებულია. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგნელბემა წყვილი არენიდან გააძევეს.