Fanebi.com წარმოგიდგენთ სერია A-ს მეათე ტურის მიმოხილვას.
ნაპოლი – რომა
ნეაპოლში ჩატარებული ტურის სასტარტო შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ბენიტესის შეგირდებმა მეტოქეს ორი გოლი მატჩის სასტარტო და ბოლო წუთებზე გაუტანეს.
ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან სამ წუთში გონსალო იგუაინმა გახსნა, ხოლო საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრეა კალიეხონმა მეორეც გაიტანა და “რომას” მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი აგემა. გარსიას შეგირები უშუალო კონკურენტს კვალვ ჩამორჩნენ.
პარმა – ინტერი
კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა მილანის “ინტერმა”, რომელიც გასულ ტურში გამოკვეთილ აუტსაიდერთან, “პარმასთან” დამარცხდა.
აღნიშნული მატჩიც ნეაპოლში გამართული შეხვედრის მსგავსი სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ორივე გოლის ავტორი ერთი ფეხბურთელი, მცველი პაოლო დე სელიე გახდა.
“იუვენტუსის” ყოფილმა მოთამაშემ პირველი გოლი მე-5 წუთზე გაიტანა, ხოლოს აბოლოო ანგარიში 76-ზე დააფიქსირა.
ემპოლი – იუვენტუსი
“ჯენოასტან” წარუმატებელი მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსმა” გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობაც დაიბრუნდა.
ალგერის შეგირდები ემპოლის სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი გუნდი მეორე ტაიმის შუაში, პირლოს და მორატას მიერ გატანილი გოლებით გატეხეს.
აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ლევან მჭედლძემაც მიიღო. ქართველმ შემტევს მაურისიო სარიმ ბოლო 10 წუთი დაუთმო.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
01/11/14
ნაპოლი 2-0 რომა
გოლები: იგუაინი 3′ ; კალიეხონი 85′
1 X 2
2.50 3.25 3.00
ემპოლი 0-2 იუვენტუსი
გოლები: პირლო 61′ ; მორატა 72′
1 X 2
7.60 4.00 1.50
პარმა 2-0 ინტერი
გოლები: დე სელიე 5′ ; 76′
1 X 2
3.15 3.25 2.35
02/11/14
ტორინო 0-0 ატალანტა
1 X 2
1.95 3.35 4.20
უდინეზე 2-4 ჯენოა
გოლები: დი ნატალე 1′ (1:0); მარჩეზე 21′ (1:1); ფალკე 24′ (1:2); ვიდმერი 41′ (2:2); მატრი 54′ (2:3); კუჩკა 87′ (2:4)
1 X 2
2.15 3.25 3.60
კიევო 0-0 სასუოლო
1 X 2
2.55 3.10 3.00
სამპდორია 3-1 ფიორენტინა
გოლები: პალომბო 27′ (1:0); რიცო 43′ (2:0); სავიჩი 45′ (2:1); ედერი 78′ (3:1)
1 X 2
2.85 3.15 2.60
მილანი 0-2 პალერმო
გოლები: საპატა 23′ (ს.კ.) ; დიბალა 26′
1 X 2
1.55 4.00 6.50
03/11/14
ჩეზენა – ვერონა
1 X 2
2.95 3.25 2.50
ლაციო – კალიარი
1 X 2
1.55 4.05 6.10