სასუოლო 0-1 ნაპოლი

დღეს, თბილისის დროით 14:30 საათზე, გიმართა იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩი, სადაც ”ნაპოლიმ” სტუმრად ”სასუოლოს” მინიმალური ანგარიშით დამარცხება მოახერხა.

გოლი: ხოსე კალეხონი 0-1 28′.

ინძაგი: ”შეეშვით ჩემს ფეხბურთელებს”

მსოფლიო პრესა ”როსონერის” ხშირად აკრიტიკებს. ”ჩეზენასთან” გასამართ მატჩამდე, ”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, პრესკონფერენციაზე თავისი შეგირდები დაიცვა და პასუხისმგებლობა, მთლიანად თავის თავზე აიღო.

”პირველ რიგში ჟურნალისტებს მივმართავ. თქვენ რამდენიმე ფეხბურთელი ამოიჩემეთ და სისტემატიურად აკრიტიკებთ მათ, შედეგებში ადანაშაულებთ და კლუბისადმი გაწეულ სამუშაოს უკარგავთ. ძალიან გთხოვთ, შეეშვით მათ. თუ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, მე მომმართეთ, ყოველთვის მზად ვიქნები რომ გიპასუხოთ. ფეხბურთელებს რთული სეზონი ელით და მიეცით მათ წესიერად თამაშის საშუალება, თქვენი უაზრო კრიტიკა უარყოფითად მოქმედებს. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე უაზროდ ეძებს მიზეზს.” – განაცხადა ინძაგიმ.

იტალია: მეხუთე ტურის პრევიუ

იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში “რომა” “ვერონას” უმასპინძლებს, “იუვენტუსი” “ატალანტას” ესტუმრება, ხოლო მილანის “ინტერი” ურთიერთობას “კალიარისთან” გაარკვევს.

რომა – ვერონა

შესანიშნავი ფორმაში მყოფი “რომა”, რომლის აქტივშიც ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულაა, მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე “ვერონას” უმასპინძლებს. მეორე სეზონის სინდრომი ანდრეა მანდორლინის გუნდს ჯერჯერობით არ აწუხებს. მიუხედავად რამდენიმე ლიდერის წასვლისა, ვერონელებმა გუნდურობა არ დაკარგეს. თუმცა, “რომას” საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება წესით არ უნდა გაუჭირდეს. ამაზე გასული სეზნის სტატისტიკაც მეტყველებს.

ატალანტა – იუვენტუსი

მორიგ გამარჯვებას, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის კიდევ ერთ ლიდერსაც მოიპოვებს. “იუვენტუსში” ალგრის დანიშვნის შემდეგ ტურინული კლუბისგან ფეხბურტის სპეციალისტები ჩავარდნას ელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ვითარება საპირისპიროა. “ბებერმა ქალბატონმა” სასტარტო ტურებში ყველა შეხვედრის მოგება შესძლო.

მომავალ მეტოქესთან “იუვენტუსს” ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. ტურინელებმა “ატალანტას” ბოლო 8 შეხვედრა მოუგეს.

ინტერი – კალიარი

“ინტერი” “კალიარი” დამარცხებას უკვე 5 თამაშია ვერ ახერხებს. არასასიამოვნო სტატისტიკაა, თუმცა სტუმრები დღეს არსებული მდგომარეობით მაცარის გუნდს წინააღმდეგობას ალბათ ვერ გაუწევენ.

მილანელებმა სეზონი ნორმალურად დაიწყეს და ყოველ ტურში პროგრესირებენ. მაცარისგან ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ითხოვს. შესაბამისად, “კალიარის” დონის გუნდებთან ქულების დაკარგვა “ინტერის” გეგმებში არ შედის.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

27/09/14

რომა – ვერონა
1         X         2
1.42   4.90    8.00

ატალანტა – იუვენტუსი
1           X          2
6.55    3.65      1.63

28/09/14

სასუოლო – ნაპოლი
1          X          2
4.30    3.50      1.85

ჩეზენა – მილანი
1          X          2
5.35   3.65     1.67

ინტერი – კალიარი
1          X          2
1.47    4.20     7.05

კიევო – ემპოლი
1          X          2
2.30    3.20    3.30

ტორინო – ფიორენტინა
1          X          2
2.75    3.20      2.65

ჯენოა – სამპდორია
1          X          2
2.85    3.20     2.60

29/09/14

უდინეზე – პარმა
1          X          2
2.20    3.30     3.40

პალერმო – ლაციო
1          X          2
3.10    3.25     2.35

 

იტალია: მეოთხე ტურის პრევიუ

იტალიური სერიას მეოთხე ტური სტარტს დღეს აიღებს, თუმცა მატჩების დიდი და ყველაზე ნაწილი ხვალ გაიმართება.

ემპოლი – მილანი

ტურის პირველი შეხვედრა ემპოლიში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “მილანს” უმასპინძლებს.

ქართველი ფორვარდების გუნდმა გასულ ტურში პირველი ქულა მოიპოვა. ტრავმირებულ მჭედლიძეს და შეყრილაძეს იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა “მილანთან” მჭედლიძის გამოჩენას უნდა ველოდოთ.

მილანელებმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” იწვნიეს მარცხი და არც თუ ისე წარამტებულად მოთამაშე “ემპოლისთან” მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადიან.

პარმა – რომა

სასტარტო ორ ტურში განცდილი ორი დასანანი მარცხის შემდეგ უკანასკნელ შეხვედრაში “პარმამ” ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო. დონადონის შეგირდებმა უხვგოლიან მატჩში “კიევო” სტუმრად დაამარცხეს. ახლა კი საკუთარ მოედანზე “რომას” დასახვედრად ემზადებიან.

შედეგიანობის მხრივ “პარმას” პრობლემები ნამდვილად არ აქვს. პარმელებმა საწყის სამ შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა საკუთარ კარში 8 მიიღეს.

რომაელები დამდეგ ტურს ლიდერის სტატუსში ხვდებიან. გარსიას გუნდს ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

იუვენტუსი – ჩეზენა

მოქმედ ჩემპიონს მეოთხე ტურში იოლი შეხვედრა ელის. “იუვენტუსი” საკუთარ მოედაზნე “ჩეზენას” უმასპინძლებს და სავარაუდოდ მორიგ სამ ქულას უპრობლემოდ მოიპოვებს.

ბუფონის კარის დალაშქვრა ჯერჯერობით ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ამის გაკეთბა მოკრძალებულ “ჩეზენასაც” უნდა გაუჭირდეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

23/09/14

ემპოლი – მილანი
1            X            2
3.85     3.40        2.00

24/09/14

ფიორენტინა – სასუოლო
1            X            2
1.45     4.50        7.20

იუვენტუსი – ჩეზენა
1            X            2
1.13    8.60        19.50

პარმა – რომა
1            X            2
3.60    3.40        2.10

კალიარი – ტორინო
1            X            2
2.50     3.35        2.85

ვერონა – ჯენოა
1            X            2
2.10     3.35       3.65

სამპდორია – კიევო
1            X            2
1.90      3.35       4.35

ინტერი – ატალანტა
1            X            2
1.45     4.40       7.30

ნაპოლი – პალერმო
1            X            2
1.40      4.60      7.30

25/09/15

ლაციო – უდინეზე
1           X           2
1.85    3.50      4.45

იტალია: მესამე ტურის მიმოხილვა

იტალიურმა ტურმა ტრადიციულად თავი არც თუ ისე შედეგიანი, მაგრამ დაძაბული მატჩებით დაგვამახსოვრა. გთავაზობთ მესამე სათამაშო კვირის მიმოხილვას.

მილანი – იუვენტუსი

მილანში გამართული ცენტრალური დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. “სან სიროზე” “იუვენტუსის” სტუმრობამ დიდი აჟიოტაჯი გამოიწვია. ტრიბუნები ფაქტობრივად ბოლომდე შეივსო, თუმცა მილანელი ფანები სახლებში დამწუხრებულები დაბრუნდნენ.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 71-ე წუთზე გავიდა. პოგბა-ტევესის ეფექტური კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი, სამ ქულიანი დარტყმით დასრულდა.

რომა – კალიარი

პროგნოზირებადი გამარჯვება და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვა “რომამ”. რუდი გარსიას გუნდს “ოლიმპიკოზე” “კალიარი” სტუმრობდა.

მასპინძლებმა დებიუტშივე მოაგვარეს საქმე და მე 10 და მე-13 წუთზე გატანილი გოლებით ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. შედეგიანი თამაშით თავი დესტრომ და ფლორენციმ გამოიჩინეს.

უდინეზე – ნაპოლი

საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “უდინეზემ”. სტრამაჩიონის შეგირდებმა “ნაპოლის” მინიმალური ანგარიშით სძლიეს და სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს.

მართალია, მესამე ტურისთვის ცხრილს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა მე-5 პოზიციაზე ყოფნა, ალბათ, სასიამოვნო უნდა იყოს.

ბენიტესის გუდს კი მარცხი ძვირად დაუჯდა. “ნაპოლიმ” რამდენიმე პოზიცია დაკარგა და მე-15 ადგილზე ჩამოქვეითდა. ნეაპოლეტანელთა აქტივში მხოლოდ სამი ქულაა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

20/09/14

ჩეზენა 2-2 ემპოლი
გოლები: მარილუნგო 30′ (1:0); დეფრელი 32′ (2:0); ტავანო 55′ (2:1); რუგანი 72′ (2:2)
1          X           2
2.80     3.10      2.75

მილანი 0-1 იუვენტუსი
გოლი: ტევესი 71′
1          X           2
3.05    3.20      2.50

21/09/14

კიევო 2-3 პარმა
გოლები: იზკო 4′ (1:0); კასანო 65′ ; კოდა 75′ ; კასანო 77′ (1:3); პალოსკი 82′ (2:3)
1          X           2
2.85     3.00     2.70

ჯენოა 1-0 ლაციო
გოლი: პინილა 87′
1          X           2
2.85    3.10       2.60

რომა 2-0 კალიარი
გოლები: დესტრო 10′ ; ფლორენცი 13′
1          X           2
1.33     5.20     10.00

სასუოლო 0-0 სამპდორია
1          X           2
2.65    3.25      2.70

ატალანტა 0-1 ფიორენტინა
გოლი: კურტიჩი 58′
1            X            2
3.10       3.20       2.35

უდინეზე 1-0 ნაპოლი
გოლი: დანილო 70′
1          X           2

3.15    3.25      2.30

პალერმო 1-1 ინტერი
გოლები: ვასკესი 3′ (1:0); კოვაჩიჩი 42′ (1:1)
1          X           2
3.80    3.30      2.05

ტორინო 0-1 ვერონა
გოლი: იონიცა 66′
1          X           2
1.95     3.35      4.05

სინიშა მიხაელოვიჩს თავს დაესხნენ

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, უსიამოვნო შემთხვევა მოხდა ჯენოაში, სადაც “სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაელოვიჩს უცნობი პირი თავს დაესხა.

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი გუნდის ავტობუსში ადიოდა, როდესაც მასთან უცხო პიროვნება მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა კიდეც და მზის სათვალე გაუტეხა. მიხაელოვიჩი შეეცადა, ხულიგნისთვის პასუხი გაეცა, თუმცა ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი დააკავეს. კლუბმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

“სამპდორია” დღეს “სასუოლოს” ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

ტევესი: “დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმცა მაინც გავიტანე”

იტალიის სერია A-ს III ტურის ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო. შეხვედრა “ბებერმა სინიორას” გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩის 71-ე წუთზე ტურინელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ველოდით, რომ თამაში სწორედ ასე განვითარდებოდა. “მილანმა” სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს. ახლა უფრო ხშირად სიღრმიდან ვთამაშობ და მომწონს ეს ახალი პოზიცია, მაგრამ დღეს გოლი გატანის ბევრი შანსი არ მომცემია. ნაიჯელ დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმც გოლი მაინც გავიტანე”, – ციტირებს ტევესის სტყვებს Sky Sport Italia.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, ტრუსიდან საწოვარა ამოიღო.

“ეს ჩემს შვილს მივუძღვენი”, – აღნიშნა ტევესმა.

 

იტალია: მესამე ტურის პრევიუ

იტალიური ტური ორ დღეზეა განაწილებული, მთავარი შეხვედრა კი დღეს მილანში გაიმართება, სადაც ინძაგის გუნდს “იუვენტუსი” ეწვევა.

მილანი – იუვენტუსი

ცენტრალური მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. ორი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგის მქონე გუნდების დაპირისპირება უკომპრომისო ბრძოლას გვპირდება. შეიძელბა ითქვას, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის საუკეთესო შეტევის და დაცვის მქონე გუნდები ხვდებიან. მილანელებმა სასტარტო ორ ტურში 8 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა საკუთარში 5 მიიღეს. “იუვეს” კარის დალაშქვრა კი ჯერჯერობით ვერავინ შესძლო. თავის მხრივ ალეგრის შეგირდებმა მეტოქეები სამჯერ დაამწუხრეს, რაც ორი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. “იუვემ” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და “მალმიო” ტევესის დუბლით დაამარცხა.

რომა – კალიარი

გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი საკუთარ მოედანზე “კალიარის” მიიღებს. სტუმრების აქტივში მესამე ტურის წინ მხოლოდ ერთი ქულაა. წესით და რიგით რომაელებს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება არ უდნა გაუჭირდეთ, რაც შესაძლოა ერთპიროვნულად გალიდერების წინაპირობაც კი გახდეს.

გასულ სეზონში “რომამ” “კალიარის” დამარცხება მხოლოდ სტუმრად მოახერხა. სტადიო ოლიმპიკოზე ჩატარებული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ესეც დამატებითი მოტივატორი რუდი გარსიას შეგირდებისთვის.

უდინეზე – ნაპოლი

ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც საინტერესო ბრძოლას გვპირდება უდინეში ჩასატარებელი შეხვედრაა, სადაც “ნაპოლის” ელიან. გუნდებს ფაქტობრივად ერთნაირი სტარტი გამოუვიდათ და სატურნირო ცხრილშიც ისინი ერთმანეთის მახლობლად არიან განლაგებულნი.

მესამე ტურის შეხვედრამდე “ნაპოლი” ევროთასებზე მოასწრო ასპარეზობა. ბენიტესის შეგირდებმა პრაღის “სპარტას” უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.

გასულ სეზონშ “უდინეზე” და “ნაპოლი” ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოახერხეს. ნეაპოლში გუნდებმა ნამდვილი სანახაობა დადგეს – 3:3, ხოლო უდინეში შედარებით მოკრძალებული შედეგი დაფიქსირდა – 1:1.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

20/09/14

ჩეზენა – ემპოლი
1          X           2
2.80     3.10      2.75

მილანი – იუვენტუსი
1          X           2
3.05    3.20      2.50

21/09/14

კიევო – პარმა
1          X           2
2.85     3.00     2.70

ჯენოა – ლაციო
1          X           2
2.85    3.10       2.60

რომა – კალიარი
1          X           2
1.33     5.20     10.00

სასუოლო – სამპდორია
1          X           2
2.65    3.25      2.70

ატალანტა – ფიორენტინა
1            X            2
3.10       3.20       2.35

უდინეზე – ნაპოლი
1          X           2

3.15    3.25      2.30

პალერმო – ინტერი
1          X           2
3.80    3.30      2.05

ტორინო – ვერონა
1          X           2
1.95     3.35      4.05

იტალია: მეორე ტურის პრევიუ

იტალიური ჩემპიონატში მორიგი ტურის დრო დადგა, რომელიც ტრადიციულად რამდენიმე მეტად საინტერესო შეხვედრას გვთავაზობს.

ემპოლი – რომა

იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული “ემპოლი” საკუთარ მოედანზე პირველ შეხვედრას გამართავს და “რომას” უმასპინძლებს.

სასტარტო ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მჭედლიძე და კომპანია ქულათა მარაგის შევსება საშინაო კელდების დახმარებით აპირებენ.

მეტოქისგან განსხვავებით გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორებმა ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყეს. “რომამ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” უმასპინძლა და მეტოქე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებიც რომაელთა უპირატესობაზე მიგვითითებს.

იუვენტუსი – უდინეზე

მოქმედი ჩემპიონი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართავს. პირველ ტურში ორივე გუნდმა შესძლო სამი ქულის მოპოვება და ახლა ურთიერთობას ერთმანეთის წინააღმდეგ გაარკვევენ.

გასული სეზონის ორივე მატჩი “იუვენტუსის” გამარჯვებით დასრულდა. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაშიც ფავორიტები სწორედ მასპინძლები არიან. თუმცა ტურინულ კლუბში მომხდარი სამწვრთნელო ცვლილებების გათვალისწინებით უშანსოდ არც “უდინეზეა”.

პარმა – მილანი

პირველი ტურის შემდეგ ცხრილის სათავაში მყოფი “მილანი” პარმას ეწვევა. “ლაციოსთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ინძაგის გუნდს ფერნანდო ტორესიც დაემატა, რაც შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

წარუმატებელი გამოდგა “პარმას” დებიუტი. დონადონის გუნდი სასტარტო ტურში “ჩეზენასთან” გასვლით მატჩში დამარცხა.

გასულ სეზონში აღნიშნული გუნდების შეხვედრები სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. გამარჯვება ორივე შემთხვევაში “პარმას” დარჩა.

ტურის მატჩები და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები:

13/04/15

ემპოლი – რომა
1         X         2
5.45    3.75     1.65

იუვენტუსი – უდინეზე 
1           X          2
1.46     4.50      6.50

14/09/14

სამპდორია – ტორინო
1          X          2
2.55     3.15     2.85

ნაპოლი – კიევო
1          X          2
1.40    4.50     8.10

კალიარი – ატალანტა
1          X          2
2.35   3.30      3.00

ფიორენტინა – ჯენოა
1           X             2
1.60     3.80       6.00

ინტერი – სასუოლო
1           X            2
1.53    4.00        6.40

ლაციო – ჩეზენა 
1        X          2
1.37   4.70    8.70

პარმა – მილანი
1           X          2
2.80    3.20      2.60

15/09/14

ვერონა – პალერმო
1           X           2
2.20    3.30       3.45

ბენიტესი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს იტალიის სერია A-ში მომუშავე მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.

ნეაპოლიტანური კლუბი ესპანელ სპეციალისტს წელიწადში 3,5 მილიონ ევროს უხდის. 3,3 მილიონს „ინტერის“ თავკაცის ვალტერ მაცარის ხელფაში შეადგენს, ხოლო „რომას“ დამრიგებლის წლიური შემოსავალი 2,8 მილიონ ევროს უდრის.

რაც შეეხება „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მწვრთნელთა ხელფასებს, მასიმილიანო ალეგრის ჰონორარი 2,4 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ფილიპო ინძაგის – 1,5 მილიონს.

სერია A-ს მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი „ემპოლის“ დამრიგებელს მაურიციო სარის აქვს (წელიწადში 300 ათასი ევრო).

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე, კონტრაქტის მიხედვით, ყოველწლიურად 3,65 მილიონ ევეოს მიიღებს.

იტალია: პირველი ტურის პრევიუ

იტალიური ჩემპიონატი სტარტს დღეს აიღებს. პირველ ტურში გულშემატკივრებს რამდენიმე გამორჩეული მატჩის ხილვის საშუალება ექნებათ.

რომა – ფიორეტინა

პირველი ტურის პირველივე დღეს რომში საკმაოდ პრინციპული მატჩი შედგება. “ოლიმპიკოზე” “რომა” “ფიორენტინას” უმასპინძლებს.

მოსამზადებელ ეტაპზე ორივე გუნდმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. თუმცა, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა რომაელთა უპირატესობაზე მეტყველებს. “ფიორენტინამ” “რომასთან” ჩატარებული უკანასკნელი ხუთივე შეხვედრა წააგო. საქმეს ისიც ართულებს, რომ რომში საკუთარ გუნდს ჯუზეპე როსი ვერ დაეხამრება.

მილანი – ლაციო

საინტერესო უნდა გამოდგეს მილანში გასამართი მატჩი, სადაც “სან-სიროზე” “მილანი” რომის “ლაციოს” მიიღებს. მილანელები აღნიშნულ მატჩს შეტევის ხაზში პრობლემებით ხვდებიან. მოსალოდნელია, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჟერემი მენეზი დადგება. ძირითადში მოსალოდნელია ელ-შაარავის გამოჩენაც, რომელიც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

“მილანის” ახალ მეკარეს, დიეგო ლოპესს კოლზე და კანდრევა შეუტევენ.

უდინეზე – ემპოლი

სერია ა-ში ქართველი ფეხბურთელები ბრუნდებიან. “ემპოლი” რომლის ღირსებას ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იცავენ სასტარტო ტურის შეხვედრაში “უდინეზეს” ესტუმრება.

შეყრილაძისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება ლევან მჭედლიძე, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარა და რამდენიმე გოლის გატანაც შესძლო. სეზონის სტარტზე ქართველი ფორვარდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, შესაძლოა, საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო წელიწადიც გამოუვიდეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

30/08/14

კიევო – იუვენტუსი
1         X          2
6.50    3.65     1.60

რომა – ფიორენტინა
1         X          2
1.80    3.55     4.75

31/08/14

ატალანტა – ვერონა
1         X          2
2.16   3.25     3.45

მილანი – ლაციო
1         X          2
2.10    3.30     3.65

ტორინო – ინტერი
1         X          2
2.98   3.20     2.45

უდინეზე – ემპოლი
1         X          2
1.87   3.40     4.35

ჩეზენა – პარმა
1         X          2
2.95   3.15      2.45

ჯენოა – ნაპოლი
1         X          2
3.55   3.30     2.10

პალერმო – სამპდორია
1         X          2
2.34   3.20     3.10

სასუოლო – კალიარი
1         X          2
2.40    3.25     3.00

ბენიტესი: „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ნეაპოლიტანურ კლუბს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არ თვლის.

„ყველა ამბობს, რომ „ნაპოლი“ ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ „იუვენტუსი“ და „რომა“, რომლებმაც წინა სეზონში გვაჯობეს. აქვეა „მილანი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მეტოქეებს პატივს ვცემთ და მხოლოდ ჩვენი გუნდის თამაშზე ვფიქრობთ“, – ციტირებს რაფა ბენიტესის სიტყვებს „ტუტომერკატო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა წინა სეზონში იტალიის თასი მოიგო.