იტალია: 33-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის პრევიუს. 

 

უდინეზე – ინტერი

გასული ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩის ტრიუმფატორი ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას უდინეში გააგრძელებს, სადაც “უდინზეს” ესტუმრება.

მილანელებმა “რომასთან” მოპოვებული გამარჯვებით ხუთეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს და მის გამოსაყენებლად ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება აუცილებლობას წარმოადგენს. მანჩინის გუნდს მეტოქეს ისეთი ჰყავს, რომ 3 ქულის აღება შეუსრულებელ მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, გასულ ტურამდე ანალოგიურად ფიქრობდა მეორე მილანური კლუბი, რომელიც სწორედ “უდინეზესთან” დამარცხდა.

 

სასუოლო – რომა

განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდების შანსები მოალხოებულ ტურში თანაბარია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ “რომაც” და “სასუოლოც” ბოლო ტურებში საშინელ შედეგებს აჩვენებენ და ორივე გუნდს ქულები ჰაერივით ესაჭიროება.

ორივე გუნდის მოუგებელი სერია სამ მატჩს ითვლის, რა პერიოდშიც “რომამ” მეორე პოზიცია “ლაციოს” დაუთმო, რასაც დედაქალაქურ კლუბს სეზონის ბოლოს ფანები ნამდვილად არ აპატიებენ. “სასუოლო” კი გასავარდნ ზონასთან არის, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სერია ბ-ში კლუბს მხოლოდ სასწაული თუ დააქვეითებს.

იუვენტუსი – ფიორენტინა

ცენტრალურ მატჩს ტურინი უმასპინძლებს, სადაც “იუვენტუსს” “ფიორენტინა” ესტუმრება.

გასული ტური ორივე გუნდისთვის წარუამტებელი გამოდგა. თუმცა, თუ “იუვენტუსისთვის” მარცხი იშვიათი შემთხვევაა, ფლორენციელებზე მათი უკანასკნელი შედეგებიდან გამომდინარე იგივეს ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს, სეზონის დასკვნით ნაწილში მონტელას გუნდმა რამდენიმე ფრონზე ბრძოლას ვერ გაუძლო, მარამ მიუხედავად ამისა “ფიორე” სეზონის ევროთასების ზონაში დასრულების კარგ შანსებს ჯერჯერობით ინარჩუნებს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

28.04 22:45 უდინეზე უდინეზე -:- ინტერი ინტერი დაწვრილებით
29.04 22:45 პალერმო პალერმო -:- ტორინო ტორინო დაწვრილებით
29.04 22:45 სასუოლო სასუოლო -:- რომა რომა დაწვრილებით
29.04 22:45 ლაციო ლაციო -:- პარმა პარმა დაწვრილებით
29.04 22:45 სამპდორია სამპდორია -:- ვერონა ვერონა დაწვრილებით
29.04 22:45 მილანი მილანი -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
29.04 22:45 იუვენტუსი იუვენტუსი -:- ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
29.04 22:45 კიევო კიევო -:- კალიარი კალიარი დაწვრილებით
29.04 22:45 ჩეზენა ჩეზენა -:- ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
30.04 22:45 ემპოლი ემპოლი -:- ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით

იტალია: 32-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 32-ე ტურის მიმოხილვას.

 

ინტერი – რომა 

ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის “ინტერმა” “რომას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში ხსენებულ შეხვედრაში მე-15 წუთზე ერნანესმა გახსნა და “ინტერმა” ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში სტუმრებმა ნაინგოლანის გოლით გაათანაბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მილანელები კვალვ დაწინაურდნენ. “ინტერისთვის” გამარჯვების გოლი იკარდიმ გაიტანა.

ამ გამაჯრვებით რობერტო მანჩინის გუნდმა ევროპა ლიგაზე გამსვლელ მე-5 პოზიციასთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, “რომას” კი მესამე ადგილის დაკარგვის საშიშროება ემუქრება.

 

ტორინო – იუვენტუსი

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ტურინული დერბი გახლდათ, რომელშიც “ტორინომ” “იუვენტუსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტურინულ დერბიში “ტორინომ” პირველად იმარჯვა.

35-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ანდრეა პირლომ გახნა და “იუვეც” დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე მატეო დარმიანიმ გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ გამარჯვების გოლი გაიტანა

მიუხედავად მარცხისა, “იუვენტუსი” 73 ქულით სატურნირო ცხრილში დამაჯერებელი ლიდერობა შეინარჩუნა. “ტორინოს” 47 ქულით მერვე პოზიცია უკავია და ევროპა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის.

 

ნაპოლი – სამპდორია

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ცენტრალურ შეხვედრას ნეაპოლმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ გუნდს “სამპდორია” ეწვია.

მოლოდინისამბერ შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანიც გამოდგა. დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვება მასპინძებმა მოიპოვეს, რომელიც ჩემპიონატში ზედიზედ მესამე იყო და “ნაპოლის” მესამე ადგილზე მყოფ “რომასთან” მიახლოების საშუალება მისცა. “სამპამ” კი ზედიზედ მეოთხე მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა, რაც მიჰალოვიჩის გუნდს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

აღნიშნულ მატჩი ანგარიში მე-12 წუთზე, რაულ ალბიოლის ავტოგოლით გაიხსნა, თუმცა ამის შემდეგ “ნაპოლის” ფეხბურთელებმა 4 გოლი სწორი მიმართულებით გაიტანეს. “სამპდორიას” კარი გაბიადინი, ინსინემ და იგუაინმა (2) დალაშქრეს. ბოლო წუთზე მურიელმა საბოლოო ანგარიში, 4:2 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

25.04 20:00 უდინეზე უდინეზე 2:1 მილანი მილანი დაწვრილებით
25.04 22:45 ინტერი ინტერი 2:1 რომა რომა დაწვრილებით
26.04 14:30 ატალანტა ატალანტა 2:2 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
26.04 17:00 ვერონა ვერონა 3:2 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
26.04 17:00 პარმა პარმა 1:0 პალერმო პალერმო დაწვრილებით
26.04 17:00 ტორინო ტორინო 2:1 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
26.04 17:00 ლაციო ლაციო 1:1 კიევო კიევო დაწვრილებით
26.04 17:00 ჯენოა ჯენოა 3:1 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
26.04 20:00 ფიორენტინა ფიორენტინა 1:3 კალიარი კალიარი დაწვრილებით
26.04 22:45 ნაპოლი ნაპოლი 4:2 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით

“ინტერმა” “რომა” დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში მილანში “ინტერმა” “რომას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში ხსენებულ შეხვედრაში მე-15 წუთზე ერნანესმა გახსნა და “ინტერმა” ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში სტუმრებმა ნაინგოლანის გოლით გაათანაბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მილანელები კვალვ დაწინაურდნენ. “ინტერისთვის” გამარჯვების გოლი იკარდიმ გაიტანა.

ინტერი 2-1 რომა

გოლები: ერნანესი 15′ (1:0); ნაინგოლანი 63′ (1:1); იკარდი 88′ (2:1);

იტალია: 32-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 32-ე ტურის პრევიუს.

 

ინტერი – რომა 

მოახლოებული ტურის ყველაზე ხმამაღალი აფიშა სწორედ მილანში გასამართ მატჩია. ორივე გუნდი ახლა ცუდი დროება უდგას. “ინტერმა” უკანასკნელ 7 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, “რომამ” კი ცხრაში – ორი. სწორედ ამიტომ, გამარჯვების მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუმცა, რომაელებისთვის კარგი ამბებიც არის. “მგლების” სასტარტო შემადგენლობას ჟერვინიო უბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი ძალაა. აი რობერტო მანჩინის კი ძველი კადრების იმედი აქვს. სახელებით “ინტერის” შემადგენლობა საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საქმით ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებს.

საინტერესოა, რომ “ინტერი” “რომას” დამარხებას 2011 წლიდან ვერ ახერხებს. უკვე 10 თამაშია მილანურ კლუბს დედაქალაქელებთან 3 ქულა არ მოუპოვებია.

 

ტორინო – იუვენტუსი

ტურინში ადგილობრივი დერბი გაიმართება, რომელშიც “იუვენტუსს” ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვების შანსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ალეგრის გუნდი მოიგებს, ხოლო რომაული კლუბები დამარცხებიან, “იუვე” ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს უკვე ხვალ იზეიმებს.

მართალია, მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ ამაზე “იუვენტუსში” ნაკლებად ფიქრობენ. “ბებერი ქალბატონის” ჩემპიონობის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.

“ტორინომ” უკანასკნელად “იუვენტუსი” 1995 წელს დაამარცხა. უკანასკნელი 7 მატჩიდან კი ყველა წააგო.

ნაპოლი – სამპდორია

რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა. მარტში ჩავარდნის შემდეგ ნეაპოლში ესპანელი მწვრთნელის გათავისუფლებაზეც კი საუბრობდნენ, თუმცა ახლა გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ორივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის. სეზონის ბოლომდე ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსიც ექნება. თუმცა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვება ბენიტესის გუნდს ევროპის ლიგის მოხვედრის შემთხვევაშიც აქვს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.

მოახლოებულ ტურში ნეაპოლს ადგილობრივი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “სამპდორია” ეწვევა. ეტო’ომ და კომპანიამ უკანასკელ ტურებში წარუამტებლად ითამაშეს, თუმცა “ფიორენტინამ” გენუელებს წაფორხილება ჯერჯერობით აპატია. მორიგი წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში კი მეხუთე პოზიცისთვის ბრძოლა კი, შესაძლოა, ძალიან დაიძაბოს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

25.04 20:00 უდინეზე უდინეზე -:- მილანი მილანი დაწვრილებით
25.04 22:45 ინტერი ინტერი -:- რომა რომა დაწვრილებით
26.04 14:30 ატალანტა ატალანტა -:- ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
26.04 17:00 ვერონა ვერონა -:- სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
26.04 17:00 პარმა პარმა -:- პალერმო პალერმო დაწვრილებით
26.04 17:00 ტორინო ტორინო -:- იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
26.04 17:00 ლაციო ლაციო -:- კიევო კიევო დაწვრილებით
26.04 17:00 ჯენოა ჯენოა -:- ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
26.04 20:00 ფიორენტინა ფიორენტინა -:- კალიარი კალიარი დაწვრილებით
26.04 22:45 ნაპოლი ნაპოლი -:- სამპდორია სამპდორია დაწვრილებით

იტალია: 31-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მიმოხილვას. 

 

იუვენტუსი – ლაციო

“ლაციოს” ტურინში მოგების შემთხვევაში ახალ საკლუბო რეკორდს დაამაყარებდა, თუმცა რომაელებისთვის ეს შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. 31-ე ტურის ერთ-ერთი ცენრალური შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობეს და გატანილი ორი უპასუხო გოლით მორიგი სამი ქულა მიითვალეს.

ტურინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც ჯერ ტევესმა დააწინაურა საკუთარი გუნდი, შემდეგ კი ბონუჩიმაც შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

 

რომა – ატალანტა

ტურინში “ლაციოს” მარცხით ვერ ისარგებლა “რომამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ატალანტას” მასპინძლობდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება და მეორე საფეხურზე გადასვლა ვერ შეძლო.

ბერგამოელებთან მატჩი რომაელებისთვის კარგად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე მასპინძლები ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ფრანჩესკო ტოტიმ ზუსტი პენალტით დააწინაურა, თუმცა 23-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ანალოგიური ხერხით შეძლეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

ინტერი – მილანი

იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძელი „ინტერი“ „მილანს“ შეხვდა.თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პირველ ნახევარში უპირატესობას „ნერაძური“ ფლობდა, თუმცა რამდენიმე მომენტით „მილანიც“ გამოირჩა. პირველ 45 წუთში „როსონერის“ საჯარიმოს შესრულების შემდეგ გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს – თამაშგარე მდგომარეობაში ალექსი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში „ინტერი“ კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა, რაც შექმნილ მომენტებზეც აისახა. ერთ-ერთ ეპიზოდში ერნანესის დარტყმის შემდეგ ლუკა ანტონელის ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ლუკა ბანტიმ თერთმეტმეტრიანის ნაცვლად მხოლოდ კუთხური დანიშნა. მოგვიანებით ფილიპ მექსესმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა, „ინტერი“ კი ანგარიშის გახსნასაც აღნიშნავდა, თუმცა გვერდითა მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ლუკა ბანტიმ როდრიგო პალასიოს მხრიდან ლუკა ანტონელიზე თამაშის წესის დარღვევისთვის გოლი არ ჩათვალა. დარჩენილ დროში მანჩინის გუნდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. შეხვედრის ბოლოს იკარდის დარტყმის აღნიშვნა შეიძლება, რომელიც ლოპესის კარს დიდი მანძილის ასცდა. მატია დესტროს დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მეორე 45 წუთში „მილანს“ მომენტები არც ჰქონია.

 

ტურის ყველა მატჩი

18.04 20:00 სამპდორია სამპდორია 0:0 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
18.04 22:45 იუვენტუსი იუვენტუსი 2:0 ლაციო ლაციო დაწვრილებით
19.04 14:30 სასუოლო სასუოლო 1:1 ტორინო ტორინო დაწვრილებით
19.04 17:00 კიევო კიევო 1:1 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
19.04 17:00 ემპოლი ემპოლი 2:2 პარმა პარმა დაწვრილებით
19.04 17:00 პალერმო პალერმო 2:1 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
19.04 17:00 რომა რომა 1:1 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
19.04 20:00 კალიარი კალიარი 0:3 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
19.04 22:45 ინტერი ინტერი 0:0 მილანი მილანი დაწვრილებით
20.04 22:45 ფიორენტინა ფიორენტინა -:- ვერონა ვერონა დაწვრილებით

 

იტალია: 31-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის პრევიუს. 

 

იუვენტუსი – ლაციო

ჩემპიონატის უკანასკნელ 8 ტურში “ლაციომ”, რომელიც 15 თებერვლიდან მოყოლებული დაუმარცხებლად ასპარეზობს, 24 ქულა მოიპოვა. კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში სტეფანო პიოლის გუნდი ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებს. “ლაციოს” ფორმის გათვალისწინებით ეს წარმოუდგენელი არ არის, თუმცა რომაელები მოახლოებულ ტურში “იუვენტუსს” სტუმრობენ, რაც მათ შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

წყვილში ფავორიტი რა თქმა უნდა “იუვენტუსია”, რომელიც ბოლო წლებში იტალიაში უალტერნატივოა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ რთული შეხვედრა გადაიტანეს, რაც შესაძლოა მათ კონდიციებზე აისახოს უახლოეს შეხვედრაში.

რომა – ატალანტა

იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ამ ეტაპზე “რომას” და “ლაციოს” შორის მეორე საფეხბურისთვის გამართული ბრძოლაა. “რომას” გასულ ტურში დაკარგული პოზიციის დაბურუნების შანსი ხვალ ექნება. “ლაციოსთვის” ტურინში გასამართი რთული შეხვედრის ფონზე, რუდი გარსიას გუნდი “ატალანტას” მასპინძლობს, რომლის დამარცხებაც ცუდ ფორმაში მყოფი “რომასთვისაც” შეუსრულებელი ამოცანა არ უნდა იყოს.

მოსალოდნელია, რომ რომაელებს ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდებათ, თუმცა მასპინძლებს დისკალიფიკაციის გამო დანიელე დე როსი და კოსტას მანოლასი დააკლდებიან.

ინტერი – მილანი

ტრადიციულად, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მილანური დერბი, მაგრამ გასული სეზონის მსგავსად, როდესაც გუნდები ერთმანეთს მაისში შეხვდნენ, წელსაც გუნდები ჩემპიონთა ლიგის ზონისგან საკმაოდ შორს არიან. თუმცა, 2013/14 წლების სეზონის შედეგებით ნერაძურიმ ევროთასების საგზური მაინც მოიპოვა, ახლა კი მსგავსი შედეგის განმეორება გაცილებით რთული იქნება. მეექვსე საფეხურს რობერტო მანჩინის გუნდი 8 ქულით ჩამორჩება. “მილანის” ყულაბაში ერთი ქულით მეტია და კლუბში მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და დარჩენილ “რვა ფინალზე” საუბრობენ.

მართალია, გუნდები საუკეთესო ფორმაში არ არიან და ბოლო წლებში მათთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდია, მაგრამ დერბი დელა მადონინა ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ბრძოლას გვპირდება.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

18.04 20:00 სამპდორია სამპდორია -:- ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
18.04 22:45 იუვენტუსი იუვენტუსი -:- ლაციო ლაციო დაწვრილებით
19.04 14:30 სასუოლო სასუოლო -:- ტორინო ტორინო დაწვრილებით
19.04 17:00 კიევო კიევო -:- უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
19.04 17:00 ემპოლი ემპოლი -:- პარმა პარმა დაწვრილებით
19.04 17:00 პალერმო პალერმო -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
19.04 17:00 რომა რომა -:- ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
19.04 20:00 კალიარი კალიარი -:- ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
19.04 22:45 ინტერი ინტერი -:- მილანი მილანი დაწვრილებით
20.04 22:45 ფიორენტინა ფიორენტინა -:- ვერონა ვერონა დაწვრილებით

იტალია: 30-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ. 

 

ტორინო – რომა

ტურინში “რომას” სტუმრობა დედაქალაქური კლუბისთვის ცუდად დამთავრდა. რომაელებმა “ტორინოსთან” ქულები დაკარგეს და მეორე პოზიციაზე მთავარი კონკურენტი, “ლაციო” გაუშვეს.

ტურინული მატჩის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი “რომა” 57-ე წუთზე, ფლორენცის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლეს და 64-ე წუთზე მაქსი ლოპესმა წონასწორობის აღდგენასთან ერთად საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.

 

მილანი – სამპდორია

ძალია საჭირო ქულები დაკარგა “მილანმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სამპდორიას” უმასპნიძლა.

სან სიროზე გამართული შეხვედრაც ტურინული მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. მშრალი პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიშის გასხნა სტუმრებმა 58-ე წუთზე შეძლეს. ეტოოს ეფექტური პასის შემდეგ გოლი სორიანომ შეაგდო. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე, ნაიჯელ დე იონგმა დააფიქსირა.

 

ნაპოლი – ფიორენტინა

ნეაპოლში ჩატარებულ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.

ბენიტესის შეგირდებმა ფლორენციელთა კარი სამჯერ – 23-ე, 71-ე და 89-ე წუთებზე დალაშქრეს. გოლების ავტორები კი მერტენსი, ჰამშიკი და კალიეხონი გახდნენ. აღსანიშნავაი, რომ ამ გამარჯვებით “ნაპოლიმ” მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამელისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. “ფიორენტინამ” კი ასეთ ანგარიშით ზედიზედ მეორედ წააგო.

 

ტურის ყველა მატჩი

11.04 20:00 ჯენოა ჯენოა 2:0 კალიარი კალიარი დაწვრილებით
11.04 20:00 პარმა პარმა 1:0 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
11.04 22:45 ვერონა ვერონა 0:3 ინტერი ინტერი დაწვრილებით
12.04 14:30 ჩეზენა ჩეზენა 0:1 კიევო კიევო დაწვრილებით
12.04 17:00 ატალანტა ატალანტა 2:1 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
12.04 17:00 ტორინო ტორინო 1:1 რომა რომა დაწვრილებით
12.04 17:00 უდინეზე უდინეზე 1:3 პალერმო პალერმო დაწვრილებით
12.04 17:00 ნაპოლი ნაპოლი 3:0 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
12.04 17:00 ლაციო ლაციო 4:0 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
12.04 22:45 მილანი მილანი 1:1 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით

იტალია: 30-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ. 

 

ტორინო – რომა

ტურინში “რომას” სტუმრობას მოუთმენლად “ტორინო” ელის. “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი კონკურენტი ამჟამად მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძვის, რისთვისაც მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება.

საკუთარი მიზნები “ტორინოსაც” აქვს გადასაწყვეტი, რომელიც გამარჯვების შემთხვებაში ევროსაგზურისთვსი ბრძოლაში ჩაერთვება, რაც საკმაოდ ძლიერი მოტივაცია უნდა იყოს.

ბოლო პერიოდში გუნდები დაახლოებით თანაბარი გრაფიკით მიდიან. განსაკუთრებით ეს ორ უკანასკნელ ტურს ეხება, რომლებშიც “რომამაც” და “ტორინომაც” გამარჯვებები მინიმალური სხვაობით მოიპოვეს.

მილანი – სამპდორია

ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ “მილანი” ხუთეულისთვის ბრძოლაში ჩართვას უშუალო კონკურენტთან, “სამპდორიასთან” შეხვედრაში შეეცდებიან.

ამ შეხვედრის რეზულტატის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. “სამპა” გამარჯვების შემთხვევაში “მილანის” სახით ერთ-ერთ კონკურენტს უბრალოდ ჩამოიცილებს, რის დაშვებასაც “როსონერი” მაქსიმალურად შეუშლის ხელს. ამიტომ, სან სიროზე ინძაგის გუნდისთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. პირდაპირ რომ ვთქვათ, მილანური კლუბისთვის წარუმატებელი წლის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ ევროსაგზურის მოპოვებაა.

ნაპოლი – ფიორენტინა

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ნეაპოლი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი კლუბი “ფიორენტინას” მიიღებს.

მასპინძელთა მდგომარეობა რბილად რომ ვთქვარ საკმაოდ რთულია. უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში ბენიტესის შეგირდებმა ერთხელაც ვერ მოიგეს და ხუთეულსაც კი დაემშვიდობნენ. კითხის ნიშნის ქვეშაა თავად ესპანელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხიც.

გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება “ფიორენტინა”, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფლორენციელები თასის გათამაშებაში “იუვენტუსთან” განადგურდნენ. შესაძლოა, ეს სამ ფრონტზე თამაშით იყოს გამოწვეული, რისთვისაც მონტელას საკმაოდ სიმპათიური გუნდი მზად არ აღმოჩნდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

11.04 20:00 ჯენოა 2.05ჯენოა 3.60 კალიარი3.30 კალიარი დაწვრილებით
11.04 20:00 პარმა 7.15პარმა 4.80 იუვენტუსი1.40 იუვენტუსი დაწვრილებით
11.04 22:45 ვერონა 3.25ვერონა 3.30 ინტერი2.25 ინტერი დაწვრილებით
12.04 14:30 ჩეზენა 2.70ჩეზენა 3.05 კიევო2.80 კიევო დაწვრილებით
12.04 17:00 ლაციო 1.55ლაციო 4.00 ემპოლი6.45 ემპოლი დაწვრილებით
12.04 17:00 ნაპოლი 2.10ნაპოლი 3.40 ფიორენტინა3.55 ფიორენტინა დაწვრილებით
12.04 17:00 უდინეზე 2.40უდინეზე 3.15 პალერმო3.15 პალერმო დაწვრილებით
12.04 17:00 ტორინო 2.80ტორინო 3.15 რომა2.70 რომა დაწვრილებით
12.04 17:00 ატალანტა 2.20ატალანტა 3.15 სასუოლო3.60 სასუოლო დაწვრილებით

იტალია: 29-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 29-ე ტურის მიმოხილვა. 

 

რომა – ნაპოლი

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რომამ” “ნაპოლი” მიიღო. შეხვვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. მატჩის ბედი პიანიჩის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.

ამრიგად, “რომა” 56 ქულით მეორე საფეხურზე გამყარდა, “ნაპოლი” კი მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.

 

ფიორენტინა – სამპდორია

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ფიორენტინამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, “სამპდორიას” მასპინძლობდა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი მეორე ნახევრის 4-წუთიანი მონაკვეთი გახდა, რომელშიც ფლორენციელებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა და კომფორტული უპირატესობის შექმნა.

ანგარიში 61-ე წუთზე დიამანტიმ გახსნა, 64-ზე კი “ფიორენტინას” ახალმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. ამ გამარჯვებით “ფიროემ” 49 ქულა მოაგროვა და “სამპდორიას” 1 ქულით გადაასწრო.

 

იუვენტუსი – ემპოლი

ტურის უკანაკსნელი შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” ლევან მჭედლიძის ემპოლის უმაპსინძა.

შეხვედრა პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა და ტურინელებმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს. მასპინძლებმა გოლები ორივე ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ტაბლოზე საკუთარი გვარები კარლოს ტევესმა და პერეირამ დააფიქსირეს.

 

ტურის ყველა მატჩი

04.04 14:30 რომა რომა 1:0 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
04.04 17:00 ჯენოა ჯენოა 1:1 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
04.04 17:00 ატალანტა ატალანტა 1:2 ტორინო ტორინო დაწვრილებით
04.04 17:00 ინტერი ინტერი 1:1 პარმა პარმა დაწვრილებით
04.04 17:00 პალერმო პალერმო 1:2 მილანი მილანი დაწვრილებით
04.04 17:00 კალიარი კალიარი 1:3 ლაციო ლაციო დაწვრილებით
04.04 17:00 სასუოლო სასუოლო 1:0 კიევო კიევო დაწვრილებით
04.04 17:00 ვერონა ვერონა 3:3 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
04.04 20:30 ფიორენტინა ფიორენტინა 2:0 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
04.04 23:00 იუვენტუსი იუვენტუსი 2:0 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით

“მილანმა” გასვლითი მატჩი ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო

სერია ა-ს 29-ე ტურში, ფილიპო ინძაგის შეგირდებმა საჭირო სამი ქულის მოპოვება შეძლეს.

“პალერმო” 1:2 “მილანი”

გოლი” დიბალა ’72(პ) – ჩერჩი ’37, მენეზი ’83

“ინტერმა” კრიზისშიმყოფი “პარმა” ვერ დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურში, “ინტერმა” დაშლისპირასმყოფ “პარმასთან” ქულები დაკარგა.

“ინტერი” 1-1 “პარმა”

გოლი: გუარინი 25′ – ლილა ’44

იტალია: 29-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 29-ე ტურის პრევიუს. 

 

რომა – ნაპოლი

ტურის საკმაოდ უჩვეულო დროს, თბილისის დროით 14:30-ზე აიღებს სტარტს. რომში, ერთმანეთის წინააღმდეგ “რომა” და “ნაპოლი” წარსდგებიან, რაც ამ მატჩს ცენტრალურის სტატუსს ანიჭებს.

რომაელებმა წარუმატებელი სერია გასულ ტურში, ჩეზენაში შეწყვიტეს და მეორე პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს. უკანასკნელი პერიოდი არც “ნაპოლისთვის” ყოფილა წარმატებული. ასე რომ, ბენიტესის გუნდს სამეულში დასაბრუნებლად დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. თუმცა, ნეაპოლში პოზიტიური ამბებიც არის, რაც პირველ რიგში ევროპა ლიგაზე ასპარეზობას ეხება, სადაც გუნდი 1/4 ფინალშ გავიდა. რომაელები მსგავსი წარმატება მიმდინარე სეზონში არ აქვთ.

ფიორენტინა – სამპდორია

ევროპა ლიგის კიდევ ერთ 1/4-ფინალისტი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მიიღებს. “ფიორენტინასა” და “სამპდორიას” დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება.

გენუელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, რაზეც მათი 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია მეტყველებს. “ფიორე” კი რომში, “ლაციოსგან” მიღებული 0:4-ის მერე შოკიდან ბოლომდე ვერ გამოვიდა და გასულ ტურში ქულები “უდინეზესთან” დაკარგა. თუმცა, შესაძლოა ეს დაღლილობასაც დავაბრალოთ, ვინაიდან მონტელას გუნდს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა.

იუვენტუსი – ემპოლი

ტური ტურინში გასამართი დაპირისპირებით დასრულდება, სადაც ადგილობრივ “იუვენტუსს” ლევან მჭედლიძე და მისი “ემპოლი” ესტუმრება.

ქართველი შემტევის გუნდი უკვე 8 ტურია არ აგებს, თუმცა ხსენებული 8 შეხვედრიდან 6 ფრედ დასრულდა, რაც “ემპოლის” მთავარი პრობლემაა. შეტევაში სუსტი თამაშის გამო გუნდი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. თუმცა, მოახლოებულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრონ. “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდისთვის საშიში მეტოქეა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

04.04 14:30 რომა 2.35რომა 3.30 ნაპოლი3.00 ნაპოლი დაწვრილებით
04.04 17:00 ჯენოა 2.05ჯენოა 3.30 უდინეზე3.85 უდინეზე დაწვრილებით
04.04 17:00 ატალანტა 2.80ატალანტა 3.10 ტორინო3.70 ტორინო დაწვრილებით
04.04 17:00 ინტერი 1.25ინტერი 6.50 პარმა9.40 პარმა დაწვრილებით
04.04 17:00 პალერმო 2.65პალერმო 3.20 მილანი2.70 მილანი დაწვრილებით
04.04 17:00 კალიარი 3.85კალიარი 3.60 ლაციო1.92 ლაციო დაწვრილებით
04.04 17:00 სასუოლო 2.35სასუოლო 3.00 კიევო3.45 კიევო დაწვრილებით
04.04 17:00 ვერონა 1.95ვერონა 3.40 ჩეზენა4.00 ჩეზენა დაწვრილებით
04.04 20:30 ფიორენტინა 1.80ფიორენტინა 3.60 სამპდორია4.70 სამპდორია დაწვრილებით
04.04 23:00 იუვენტუსი 1.80იუვენტუსი 3.60 ემპოლი7.25 ემპოლი დაწვრილებით