იტალია: 28-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია А-ს 28-ე ტურის მიმოხილვას. 

 

მილანი – კალიარი

გულშემატკივართა პროტესტით შეწუხებულმა “მილანმა” ნანატრი გამარჯვების მოპოვება შეძლო. გასულ ტურში სან სიროს “კალიერი” ესტუმრა და საკუთარ კარში მიღებულ 3 გოლს მხოლოდ ერთი შედეგიანი დარტყმით უპასუხა.

შეხვედრაში ანგარში 21-ე წუთზე გაიხსნა და ამის გაკეთება მასპნიძლებმა მენეზის გოლით მოახერხეს. მეორე ტაიმის ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც წონასწორობა დიეგო ფარიასმა აღადგინა, თუმცა სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 49-ე წუთზე მექსესმა სტატუს-ქვო აღადგინა და “მილანი” კვლავ დაწინაურდა.

საბოლოოდ ანგარიში 78-ე წუთზე ჟერემი მენეზმა დააფიქსირა, რომელმაც ზუსტად დარტყმული პენალტით დუბლი გაიფორმა და “მილანი” მე-8 პოზიციაზე ააღზევა.

 

ჩეზენა – რომა

მოგების გემო გაიხსენა “რომამ”, რომელიც აუტსაიდერ “ჩეზენას” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომლის ავტორიც დანიელე დე როსი გახდა. ამ გამარჯვებით რომაელებმა მეორე პოზიციის შენარჩუნება შეძლეს. ქულების დაკარგვის შემთხვევაში მათ მთავარი კონკურენტი, “ლაციო” გადაასწრებდა, რომელმაც “ვერონა” დამაჯერებლად დაამარცხა.

 

იუვენტუსი – ჯენოა

ჩემპიონთა ლიგაში მიღწეული წარმატების შემდეგ “იუვემ” საშინაო ასპარეზზეც მოიგო და გასულ ტურში “ჯენოას” სძლია.

ტურინელებმა ძალების დაზოგვით, მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლის ავტორი კარლოს ტევესი მატჩის 25-ე წუთზე გახდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ 62-ე წუთზე პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

ამრიგად, “იუვემ” ლიდერობა გაიმყარა, “ჯენოა” კი ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩის შემდეგ მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.

 

ტურის ყველა მატჩი

21.03 21:00 კიევო კიევო 1:0 პალერმო პალერმო დაწვრილებით
21.03 23:45 მილანი მილანი 3:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
22.03 15:30 ემპოლი ემპოლი 3:1 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
22.03 18:00 იუვენტუსი იუვენტუსი 1:0 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
22.03 23:45 ჩეზენა ჩეზენა 0:1 რომა რომა დაწვრილებით
22.03 23:45 სამპდორია სამპდორია 1:0 ინტერი ინტერი დაწვრილებით
22.03 23:45 ლაციო ლაციო 2:0 ვერონა ვერონა დაწვრილებით
22.03 23:45 უდინეზე უდინეზე 2:2 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
22.03 23:45 ნაპოლი ნაპოლი 1:1 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
22.03 23:45 პარმა პარმა 0:2 ტორინო ტორინო დაწვრილებით

ტევესი: „ჩემპიონები რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა „ჯენოასთან“ იტალიის სერია ა-ს ანგარიშით 1:0 მოგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სერია ა რაც შეიძლება მალე უნდა მოიგოს.

„რაც მთავარია, ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებით. ჩემპიონის ტიტული მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავინაღდოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქროთ.

ვერ შესრულებული პენალტი? „ნაპოლისთან“ მატჩში იგივე მომივიდა. ყველაზე მნიშვნალოვანი აქტივში სამი ქულის ჩაწერაა“, – განაცხადა არგენტინელმა.

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ – “მილანმა” მოიგო

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, ფილიპო ინძაგის გუნდი “კალიარიზე” ძლიერი აღმოჩნდა.

“მილანი” 3:1 “კალიარი”

გოლი: მექსესი ’21; ’78(პენალტი), მექსესი ’49 – ფარიასი ’47

იტალია: 28-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია А-ს 28-ე ტურის პრევიუს. 

 

მილანი – კალიარი

ფილიპო ინძაგისთვის მორიგი გადამწყვეტი მატჩი სან სიროზე შედგება, სადაც “მილანი” სერია ბ-ში დაქვეითების ერთ-ერთ კანდიდატს, “კალიარის” მიიღობს, რომელსაც მილანი 1998 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული. მაგრამ, ზდენეკ ზემანი ყოველთვის სახიფათოა და გასნაკუთრებით დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი “მილანისთვის”.

“როსონერის” ხელმძღვანელები ევროთასებზე მოხვედრაზე ჯერ კიდევ ოცნებობენ, მაგრამ რეალურად მილანისთვის ამ ეტაპზე მთავარი უარყოფითი სერიის შეწყვეტაა.

 

ჩეზენა – რომა

ფრეების სერიის წაგებით შეწყვეტის შემდეგ “რომა” ევროპის ლიგაზე “ფიორენტინასთან” საშინაო მატჩში განადგურდა, რის გამოც გულშემატკივრების დიდი კრიტიკა დაიმსახურეს. ფანებმა პროტესტის ნიშნად ტრიბუნებიც კი დატოვეს და ბოლო წუთზე საკუთარ ადგილებს სტვენით დაუბრუნდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავაი, რომ გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია დაიცვეს.

ნათელია, რომ “მგლები” ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებენ, თუმცა ტოტის და კომპანიას ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. “რომას” მიზანი მოახლოებული “ლაციოს” გადასწრება იქნება.

მოახლოებულ ტურში რომაელებს მონატრებული გამარჯების მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვთ. დედაქალაქელები გასავარდნ ზონაში მყოფ “ჩეზენას” ესტუმრებიან, რომელიც სხვათა შორის სამი ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობს.

იუვენტუსი – ჯენოა

პირველ წრეში “იუვენტუსმა” “ჯენოასთან” მოულოდნელად წააგო. იმ შეხვედრაში გრიფონებმა გამარჯვებას ლუკა ანტონინის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მიაღწიეს. ტურინში მოვლენათა ასეთი განვითარება რთული წარმოსადგენია, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” მარცხის შემთხვევაში მათი უპირატესობა კვლავ ძალიან შთამბეჭდავი დარჩება.

“იუვენტუსის” ფიქრები ახლა ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული. სკუდეტოს მფლობელმა “დორტმუნდი” შესანიშნავ სტილში დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “მონაკოს” დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსიც დიდია.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

21.03 21:00 კიევო 2.65კიევო 3.10 პალერმო2.85 პალერმო დაწვრილებით
21.03 23:45 მილანი 1.90მილანი 3.60 კალიარი4.05 კალიარი დაწვრილებით
22.03 15:30 ემპოლი 2.15ემპოლი 3.20 სასუოლო3.65 სასუოლო დაწვრილებით
22.03 18:00 იუვენტუსი 1.35იუვენტუსი 5.00 ჯენოა9.15 ჯენოა დაწვრილებით
22.03 23:45 ჩეზენა 5.00ჩეზენა 3.40 რომა1.80 რომა დაწვრილებით
22.03 23:45 სამპდორია 2.70სამპდორია 3.20 ინტერი2.75 ინტერი დაწვრილებით
22.03 23:45 ლაციო 1.45ლაციო 4.50 ვერონა7.25 ვერონა დაწვრილებით
22.03 23:45 უდინეზე 3.25უდინეზე 3.10 ფიორენტინა2.35 ფიორენტინა დაწვრილებით
22.03 23:45 ნაპოლი 1.50ნაპოლი 4.40 ატალანტა6.75 ატალანტა დაწვრილებით
22.03 23:45 პარმა 4.55პარმა 3.20 ტორინო1.95 ტორინო დაწვრილებით

იტალია: 27-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 27-ე ტურის მიმოხილვას. 

 

პალერმო – იუვენტუსი

იტალიური სერიას 27-ე ტური პალერმოში ჩატარებული მატჩით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “იუვენტუსს” უმაპსნიძლა.

მასპინძლებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი საშინაო მარცხი ჰქონდათ განცდილი და გათამაშების ლიდერთან შეხვედრაშიც მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც “იუვემ” 70-ე წუთზე, ალვარო მორატას ძალისხმევით გაიტანა. გოლამდე 10 წუთით ადრე შეცვლაზე შესელ ესპანელ ფორვარდს ასისტენტობა მარკიზიომ გაუწია.

 

ფიორენტინა – მილანი

ფლორენციაში ადგილობრივმა “ფიორენტინამ” “მილანს” უმასპინძლა და როსონერის კიდევ ერთი მარცხი აგემა.

არადა, ინძაგის შეგირდებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. “მილანმა” უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევრის დებიუტში ანგარიშის გახსნა შეძლო. 56-ე წუთზე ზუსტი დარტყმის ავტორი დესტრო გახდა. სტუმრები უპირატესობის შენარჩუნებას დიდხანს ახერხებდნენ, თუმცა 83-ე წუთზე “ფიორენტინამ” როდრიგესის გოლით გაათანაბრა, 6 წუთში კი ხოაკინმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

 

რომა – სამპდორია

ტურის დასკვნით შეხვედრას რომმა უმასპინძლა, სადაც “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომას” ფრეების სერია შეწყდა. რუდი გარსიას გუნდისთვის სამწუხაროდ სერია არა გამარჯვების, არამედ მარცხის გამო დასრულდა.

რომში სტუმრად ჩასულმა “სამპდორიამ” პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახა, შესვენების შემდეგ კი შეტევაზე გადავიდა და მე-60 წუთზე დაწინაურებაც მოახერხა. გენუელები წინ დე სილვესტრიმ გაიყვანა. 78-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი მურიელმა გახადა. ზუსტად 3 წუთში კი სეიდუ კეიტამ მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა და “რომას” შანსებსაც ამ შეხვედრაში წერტილი აქ დაესვა. ისევე როგორც გარსიას გუნდის საჩემპიონო შანსებს – 27 ტურის შემდეგ “მგელბი” “ტურინელებს” უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან.

 

ტურის ყველა მატჩი 

14.03 21:00 პალერმო პალერმო 0:1 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
14.03 23:45 კალიარი კალიარი 1:1 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
15.03 18:00 ჯენოა ჯენოა 0:2 კიევო კიევო დაწვრილებით
15.03 18:00 სასუოლო სასუოლო 4:1 პარმა პარმა დაწვრილებით
15.03 18:00 ატალანტა ატალანტა 0:0 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
15.03 21:00 ვერონა ვერონა 2:0 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
15.03 23:45 ინტერი ინტერი 1:1 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
16.03 22:00 ტორინო ტორინო 0:2 ლაციო ლაციო დაწვრილებით
16.03 22:00 ფიორენტინა ფიორენტინა 2:1 მილანი მილანი დაწვრილებით
16.03 23:55 რომა რომა 0:2 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით

იტალია: 27-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 27-ე ტურის პრევიუს. 

 

პალერმო – იუვენტუსი

მიმდინარე სეზონში “პალერმომ” მხოლოდ ერთი საშინაო შეხვედრა წააგო და ისიც 29 სექტემბერს, მე-5 ტურში, როცა რენცო ბარბერაზე სამი ქულა რომის “ლაციომ” მოიპოვა. ამის შემდეგ ქულების უმეტესობა სიცილიელებმა საშინაო კედლებში მოიპოვეს, რაც სტუმრად სუსტ თამაშს ასე თუ ისე აბალანსებს.

თუმცა, მოახლოებულ შეხვედრაში ჯუზეპე იაკინის გუნდს წარმატება გარანტირებული ნამდვილად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკელი გასვლითი გამარჯვება “იუვემ” 11 იანვარს მოიპოვა, ბებერი ქალბატონი მაინც ფავორიტია. ისე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურინელებს “დორტმუნდთან” საპასუხო მატჩი ელით და არ არის გამორიცხული ალეგრიმ ძალები დაზოგოს.

რომა – სამპდორია

“რომას” მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მეორე პოზიციის შენარჩუნებაა. ტურინელთა დაწევის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის პერსპექტივები გარსიას გუნდისთვის ბურუსითაა მოცული, აი დაკავებული პოზიციის დაკარგვა კი ნამდვილად რეალურია.

მოახლოებულ ტურში რომაელები “სამპდორიას” უმასპინძებენ, რომელიც მიმდინარე სეზონში ასევე საკმაოდ ამბიციურია და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ კვლავ ევროსაგზურისთვის იბრძვის.

შეძლებენ თუ არა ტოტი და კომპანია ფრეების სერიის შეწყეტას ორშაბათს გასამართ ტურის დასკვნით მატში გახდება ცნობილი.

ფიორენტინა – მილანი

ტურის ცენტრალურ მატჩს ფლორენცია უმასპნიძებს, სადაც ადგილობრივ “ფიორენტინას” “მილანი” ესტუმრება.

მასპინძლებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყონ “ლაციოსთან” განცდილი რომაული ფიასკო და შემდეგ მატჩებზე იფიქრონ. “ფიორემ” რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგაზე “რომასთან” საკამოდ ნორმალური მატჩი ჩაატარა, ახლა კი “მილანის” ჯერია, რომელიც სტუმრად შემოდგომის შემდეგ ვეღარ იგებს. თუმცა, მილანელები ბოლო დროს სტუმრად კი არა, საშინაო შეხვედრებშიც იშვიათად იგებენ.

ფილიპო ინძაგის გათავისუფლება გასული ტურის შემდეგ ძალზედ რეალური იყო, მაგრამ ადრიანო გალიანიმ სილვიო ბერლუსკონის დარწმუნება შეძლო და პიპოს კიდევ ერთ შანსი ფლორენციულ შეხვედრაში მისცეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები 

14.03 21:00 პალერმო 3.75პალერმო 3.30 იუვენტუსი2.10 იუვენტუსი დაწვრილებით
14.03 23:45 კალიარი 2.50კალიარი 3.15 ემპოლი3.00 ემპოლი დაწვრილებით
15.03 18:00 ჯენოა 1.95ჯენოა 3.30 კიევო4.25 კიევო დაწვრილებით
15.03 18:00 სასუოლო 1.65სასუოლო 3.80 პარმა5.50 პარმა დაწვრილებით
15.03 21:00 ვერონა 4.10ვერონა 3.50 ნაპოლი1.95 ნაპოლი დაწვრილებით
15.03 23:45 ინტერი 1.40ინტერი 4.75 ჩეზენა8.00 ჩეზენა დაწვრილებით
16.03 22:00 ტორინო 2.95ტორინო 3.10 ლაციო2.60 ლაციო დაწვრილებით
16.03 22:00 ფიორენტინა 2.00ფიორენტინა 3.50 მილანი3.80 მილანი დაწვრილებით
16.03 23:55 რომა 1.70რომა 3.75 სამპდორია5.30 სამპდორია დაწვრილებით

იტალია: 26-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 26-ე სათამაშო დღის მიმოხილვას. 

 

მილანი – ვერონა

მორიგი წარუმატებელი ტურის მილანისთვის. ინძაგის შეგირდები ქულები კვლავ დაკარგეს. ამჯერად, როსონერიმ სან სიროზე “ვერონას” ვერ სძლია.

ანგარიში აღნიშნულ შეხვედრაში სწორედ ვერონელებმა, მე-18 წუთზე გამოცდილი ლუკა ტონის ზუსტად შესრულებული პენალტით გახნეს. “მილანმა” ტაიმის ბოლოს გაათანაბრა. გოლის ავტორი კი ჟერემი მენეზი გახდა, რომელმაც ტონის მსგავსად შედეგიანი დარტყმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან შეასრულა.

მეორე ნახევარი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც “მილანმა” დაწინაურება მოახერხა. ამ ეპიზოდში ბურთი საკუთარ კარში ტაჩციდისმა ჩაჭრა. მასპინძლებისთბის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მატჩის უკანასკნელ წუთზე ლოპესმა გათანაბრება შეძლო და საბოლოო 2:2 დააფიქსირა.

 

ნაპოლი – ინტერი

საინტერესო გამოდგა ნეაპოლში ჩატარებული მატჩი, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მილანის “ინტერი” მიიღო.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრის ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. ანგარიში 51-ე წუთზე მარეკ ჰამშიკმა გახსნა, 63-ზე კი გონსალო იგუაინმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. “ინტერმა” სხვაობის შემცირება 9 წუთში პალასიოის გოლით მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი მილანელებს პენალტის შესრულების უფლება მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში “ნაპოლი” კაცნაკლული დარჩა, მეორე ყვითელი ენრიკემ მიიღო. იკარდიმ კი ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა. 

 

ლაციო – ფიორენტინა

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ტუის ცენტრალური დაპირისპირება, რომელსაც რომის სტადიო ოლიმპიკომ უმასპინძლა. ადგილობრივმა “ლაციომ” შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქის განადგურება შეძლო. რომაელებმა ფლორენციელებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში საკმაოდ სწრაფად, მე-6 წუთზე ბილიას დარტყმით გაიხნა და ტაიმიც მასპინძელთა მოკრძალებული უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარში კი “ლაციომ” კიდევ სამჯერ გაიტანა. 65-ე წუთზე კანდევამ პენალტი ზუსტად შეასრულა, ზუსტად 10 წუთში კლოზემ გაიტანა, რომელმაც 85-ზე დუბლის შესრულებაც შეძლო და საბოლოო 4:0 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

07.03 21:00 სამპდორია სამპდორია 2:0 კალიარი კალიარი დაწვრილებით
07.03 23:45 მილანი მილანი 2:2 ვერონა ვერონა დაწვრილებით
08.03 15:30 ჩეზენა ჩეზენა 0:0 პალერმო პალერმო დაწვრილებით
08.03 18:00 უდინეზე უდინეზე 3:2 ტორინო ტორინო დაწვრილებით
08.03 18:00 კიევო კიევო 0:0 რომა რომა დაწვრილებით
08.03 18:00 ემპოლი ემპოლი 1:1 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
08.03 18:00 პარმა პარმა 0:0 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
08.03 23:45 ნაპოლი ნაპოლი 2:2 ინტერი ინტერი დაწვრილებით
09.03 22:00 ლაციო ლაციო 4:0 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
09.03 23:55 იუვენტუსი იუვენტუსი 1:0 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით

 

 

ნაპოლი – ინტერი 2:2

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნაპოლისა” და “ინტერს” შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.

ნაპოლი 2-2 ინტერი

გოლები: ჰამშიკი 51′ (1:0): იგუაინი 63′ (2:0); პალასიო 72′ (2:1); იკარდი 87′ (2:2

იტალია: 26-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 26-ე სათამაშო დღის პრევიუს. 

 

მილანი – ვერონა

მოახლოებულ ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა “მილანის” შეხვედრაა, რომელიც პიპო ინძაგისთვის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს.

“როსონერის” სან-სიროზე “ვერონა” ესტუმრება. გუნდი, რომელიც წელს საუკეთესო სეზონს ვერ ატარებს და გასულ ტურამდე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. “მილანს” შედარებით უკეთესი შედეგები აქვს. ინძაგის შეგირდებმა უკანასკნელ 5 ტურში მხოლოდ ერთხელ, “იუვენტუსთან” წააგეს, მაგრამ საშუალო დონის გუნდებთან დაკარგული ქულები გუნდს საკადრის პოზიციებზე აღზევეაში ხელს უშლის. სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა სპეციალისტის მომავალი მილანურ კლუბში ბურუსით არის მოცული და დღევანდელ შეხვედრას ამ თვალსაზრისით მისთვის დიდი მნიშვენლობა აქვს.

ნაპოლი – ინტერი

არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორე მილანური კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ესტუმრება. “ინტერის” აქტივში “მილანზე” მხოლოდ ერთი ქულით მეტია.

“ნაპოლი” გასულ ტურში “ტორინოსთან” დამარცხდა და ლიდერთა დუეტთა მიახლოვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა “ფიორენტინასთან” “ინტერის” მარცხმა ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება დაძაბა და ნეაპოლეტანელთა მხრიდან ქულების მორიგი დაკარგვა, შესაძლოა, მესამე პოზიციის დაკარგვას ნიშნავდეს.

ლაციო – ფიორენტინა

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას გასული სათამშო დღის მსგავსაც ამჯერადაც რომის სტადიო ოლიმპიკო მიიღებს. მაგრამ, ამჯერად მასპინძელი არა “რომა”, არამედ “ლაციო” იქნება, რომელსაც მთავარი კონკურენტი, “ფიორენტინა” ესტუმრება. გუნებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, სანუკვარ მესამე პოზიციის მოსაპოვებლად კი, შესაძლოა, ერთი გამარჯვებაც საკმარისი იყოს.

პირველი წრის შეხვედრაში რომაელებმა ფლორენციაში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეძლეს, მაგრამ ახლა “ფიორენტინა” საუცხოო ფორმაშია და 2015-ში ფაქტობრივად დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუ “პარმასთან” მოულოდნელ წაგებას არ ჩავთვლით. შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ახალწვეული მოჰამედ სალაჰი, რომელიც ფლორენციელთა ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. ასე რომ, მოახლოებულ დაპირისპირებაში შეგვიძია “ფიორენტინას” მცირე უპირატესობაც მივანიჭოთ.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

07.03 21:00 სამპდორია 1.90სამპდორია 3.40 კალიარი4.35 კალიარი დაწვრილებით
07.03 23:45 მილანი 1.68მილანი 3.70 ვერონა5.50 ვერონა დაწვრილებით
08.03 15:30 ჩეზენა 3.05ჩეზენა 3.20 პალერმო2.45 პალერმო დაწვრილებით
08.03 18:00 უდინეზე 2.70უდინეზე 3.10 ტორინო2.80 ტორინო დაწვრილებით
08.03 18:00 კიევო 4.55კიევო 3.25 რომა1.91 რომა დაწვრილებით
08.03 18:00 ემპოლი 2.30ემპოლი 3.20 ჯენოა3.30 ჯენოა დაწვრილებით
08.03 18:00 პარმა 3.60პარმა 3.05 ატალანტა2.25 ატალანტა დაწვრილებით
08.03 23:45 ნაპოლი 2.02ნაპოლი 3.40 ინტერი3.85 ინტერი დაწვრილებით
09.03 22:00 ლაციო 2.05ლაციო 3.40 ფიორენტინა3.80 ფიორენტინა დაწვრილებით
09.03 23:55 იუვენტუსი 1.22იუვენტუსი 6.50 სასუოლო13.50 სასუოლო დაწვრილებით

იტალია: 25-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის მიმოხილვას.

 

კიევო – მილანი

იტალიური სერიას გასული ტური ვერონაში, “კიევოსა” და “მილანის” მატჩით დაიწყო. ინძაგის შეგირდებმა კვლავ ვერ მოიგეს და მეათე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერთან დაკარგული ქულები მილანელთა ხელმძღვანელობისთვის საგანგაშო აღმჩნდა. ვრცდელდება ინფორმაცია, რომ ინძაგისთვის შემდეგი მატჩი გადმწყვეტი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ “მილანი” ვერ მოიგებს, პიპო საკუთარ თანამდებობას დაემშვიდობება.

 

ინტერი – ფიორენტინა

დადებით შედეგს ვერც მეორე მილანურმა კლუბმა მიაღწია, თუმცა ბოლო დროინდელი შედეგების გათვალისწინებით, “ინტერის” მდგომარეობა შედარებით უკეთესია. შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ფიორენტინასთან” მინიმალური მარცხიც ტრაგედია ნამდვილად არ არის. შეხვედრის ბედი 55-ე წუთზე გატანილი გოლით მოჰამედ სალაჰმა გადაწყვიტა. ეგვიპტელი ფლორენციულ კლუბს შესანიშნავად შეეწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ამ გამარჯვებით “ფიორემ” თავი 42 ქულას მოუყარა და მესამეზე მყოფ “ნაპოლის” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

 

რომა – ფიორენტინა

ტური ორშაბათს, რომში გამართული ცენტრალური დაპირისპირებით დასრულდა. “რომა” წაგების შემთხვევაში საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად ეთიშებოდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა და ცხრილშიც არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა – მთავარა არბიტრმა, დანიელე ორსატომ 11 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. აღსანიშნავია, რომ წითელი რომაელმა ტოროსიდისმა 62-ე წუთზე მიიღო, ამ მომენტიდან 2 წუთში კი “იუვემ” კარლოს ტევესის გოლით ანგარიში გახსნა. უმცირესობაში დარჩენილი “რომა” არ დანებდა და 78-ე წუთზე კეიტას ძალისხმევით გათანაბრება და საბოლოოდ ანგარიშიც დაფიქსირება შეძლო.

 

ტურის ყველა მატჩი

28.02 23:45 კიევო კიევო 0:0 მილანი მილანი დაწვრილებით
01.03 15:30 კალიარი კალიარი 1:2 ვერონა ვერონა დაწვრილებით
01.03 18:00 ჩეზენა ჩეზენა 1:0 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
01.03 18:00 ატალანტა ატალანტა 1:2 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
01.03 18:00 ჯენოა ჯენოა PSTP პარმა პარმა დაწვრილებით
01.03 18:00 სასუოლო სასუოლო 0:3 ლაციო ლაციო დაწვრილებით
01.03 18:00 პალერმო პალერმო 0:0 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
01.03 21:00 ინტერი ინტერი 0:1 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
01.03 23:45 ტორინო ტორინო 1:0 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
02.03 23:45 რომა რომა 1:1 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით

იტალია: 25-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის პრევიუს.

 

კიევო – მილანი

იტალიური ლიგის მორიგი ტური შაბათს გასამართი ერთი შეხვედრით აიღებს სტარტს. ვერონში “კიევოს” “მილანი” ესტუმრება, რომელიც ბოლო დროს კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა, მაგრამ გასულ ტურში “ჩეზენას” დამარცხებით მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა. “კიევოზე” მსგავს რამეს ვერ ვიტყვით… “ემპოლისთან” მარცხის შემდეგ გუნდი გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა და მე-18 პოზიციას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. ამრიგად, შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ინტერი – ფიორენტინა

ბოლო დროს მილანელებმა მდგომარეობა გამოისწორეს და ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ პირველად შეძლეს ზედიზედ სამი მატჩის მოგება. კარგ ფორმაში “ფიორენტინაც”, რომელმაც ევროპის ლიგაზე “ტოტენჰემი” საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა ჩემპიონატში კი სამეულში მოსახვედრად იბრძვის.

პირველ წრეში ფლორენციელებმა “ინტერს” დამაჯერებლად, სამ ბურთიანი სხვაობით სძლიეს. ამჯერად კი მსგავსი სცენარის განმეორება ალბათ წარმოუდგენელიც კი არის და გუნდებისგან უფრო დაძაბულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.

რომა – ფიორენტინა

ტური ორშაბათს, რომში გასამართი მეორე წრის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრით დასრულდება. ამ გუნდების მიმდიანრე სეზონსი პირველი შემდეგ რომაელები მსაჯობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და მარცხსაც სწორედ ამ ფაქტორს აბრალებდნენ. ამასთან ერთად, რომაელები იმედებს სეზონის მეორე ნაწილს უკავშირებდნენ. ვითარება ნამდვილად შეიცვალა, თუმცა “რომასთვის” ის უკეთესი არ გამხდარა.

24 ტურის შემდეგ “მგლები” ლიდერ “იუვენტუსს” 9 ქულით ჩამორჩებიან. ფაქტობრივად, ორშაბათს გასამართი მატჩი გარსიას გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩასაბმელად უკანასკნელი შანსია. თუმცა, “რომას” წარმატების შანსი, მისი ბოლო დროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ მცირეა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები 

28.02 23:45 კიევო 2.85კიევო 3.10 მილანი2.70 მილანი დაწვრილებით
01.03 15:30 კალიარი 2.15კალიარი 3.20 ვერონა3.70 ვერონა დაწვრილებით
01.03 18:00 ჩეზენა 3.00ჩეზენა 3.10 უდინეზე2.55 უდინეზე დაწვრილებით
01.03 18:00 ატალანტა 2.60ატალანტა 3.05 სამპდორია2.95 სამპდორია დაწვრილებით
01.03 18:00 ჯენოა ჯენოა გადაიდო პარმა პარმა დაწვრილებით
01.03 18:00 სასუოლო 3.30სასუოლო 3.15 ლაციო2.32 ლაციო დაწვრილებით
01.03 18:00 პალერმო 2.35პალერმო 3.10 ემპოლი3.30 ემპოლი დაწვრილებით
01.03 21:00 ინტერი 2.30ინტერი 3.20 ფიორენტინა3.35 ფიორენტინა დაწვრილებით
01.03 23:45 ტორინო 3.15ტორინო 3.15 ნაპოლი2.40 ნაპოლი დაწვრილებით
02.03 23:45 რომა 3.00რომა 3.20 იუვენტუსი2.55 იუვენტუსი დაწვრილებით

სერია A-ს „ფეისბუქის“ გვერდმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა

დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს 37 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე ქართველ ექს-ფეხბურთელს იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმაც მიულოცა.

Kaladze

შეგახსენებთ, რომ 2001 წელს კალაძე კიევის „დინამოდან“ „მილანში“ გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაში 2010 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა „როსონერისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.