იტალია: 24-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 24-ე ტურის მიმოხილვას. 

 

იუვენტუსი – ატალანტა

ტურის პირველ შეხვედრაში “იუვენტუსმა” “ატალანტას” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური სხვაობიტ სძლია.

ანგარიში სტუმრება 29-ე წუთზე მიგლიაჩიოს გოლით გახსნეს, თუმცა ტურინელებმა გათანაბრება და წინ გასვლა პირველივე ტაიმში შეძლეს. 35-ე წუთზე ლიორენტემ გაათანაბრა, ტაიმის ბოლოს კი პირლოს ჯერიც დადგა. შესვენების შემდეგ მოედანზე არაფერი აღარ შეცვლილა და “იუვენტუსმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

 

ვერონა – რომა

კვლავ ვერ მოიგო “რომამ”, რომელიც გასულ ტურში ვერონას სტუმრობდა. მართალია, რომაელები კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის გოლით მატჩის 26-ე წუთზე დაიწუნარდნენ, მაგრამ მოპოვებული უპირატესობით შენარჩუნება ვერ შეძლეს. 38-ე წუთზე იანკოვიჩმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულ და “რომამ” კვლავ დაკარგა ქულები, რის შედეგადაც “იუვენტუსს” უკვე 9 ქულით ჩამორჩება.

 

ფიორენტინა – ტორინო

გამარჯვებული ვერც “არტემიო ფრანკიზე” გამართულმა ცენტრალურმა შეხვედრამ გამოავლინა. “ფიორენტინასა” და “ტორინოს” დაპირისპირებაში ყველაფერი ბოლო წუთებზე გადწყდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით ვითარდებოდა. ანგარიში მხოლოდ 85-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა დაწინაურება მოჰამედ სალაჰმა შეძლო, თუმცა სულ რაღაც ორ წუთში ტურინელებმა ვივესის გოლით გაათანაბრეს და შეხვედრაც ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ტურის ყველა მატჩი

20.02 23:45 იუვენტუსი იუვენტუსი 2:1 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
22.02 18:00 პარმა პარმა -:- უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
22.02 18:00 ვერონა ვერონა 1:1 რომა რომა დაწვრილებით
22.02 18:00 ლაციო ლაციო 2:1 პალერმო პალერმო დაწვრილებით
22.02 18:00 ემპოლი ემპოლი 3:0 კიევო კიევო დაწვრილებით
22.02 18:00 მილანი მილანი 2:0 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
22.02 23:45 ფიორენტინა ფიორენტინა 1:1 ტორინო ტორინო დაწვრილებით
23.02 22:00 ნაპოლი ნაპოლი 2:0 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
23.02 23:55 კალიარი კალიარი 1:2 ინტერი ინტერი დაწვრილებით
24.02 23:45 სამპდორია სამპდორია -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით

 

„პარმა“ – „უდინეზეს“ მატჩი, შესაძლოა, არ შედგეს

„პარმასა“ და „უდინეზეს“ შორის იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურის მატჩი, შესაძლოა, არ შედგეს. ამის შესახებ „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯარეტამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე გუნდის ხელმძღვანელებმა მათ წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ამის შესახებ აცნობეს.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ „პარმა“ ფეხბურთელებს ხელფასს დროულად არ გადაუხდის, კლუბს 5 ქულა ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ გუნდი ამჟამად 9 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

იტალია: 24-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 24-ე ტურის პრევიუს. 

 

იუვენტუსი – ატალანტა

ჩემპიონთა ლიგაში გასამართ მატჩამდე ტურინის “იუვენტუსი” საშინაო ჩემპიონატის მოახლოებულ ტურს “ატალანტასთან” შეხვედრით გახსნის.

გასულ ტურში “ჩეზენასთან” ფრის შემდეგ ალეგრის გუნდი დღევანდელ მატჩში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. მასპინძლებს მეტოქეც ისეთი ჰყავთ, რომ ამ მიზნის შესრულებას ხელს მინიმალურად შეუშლის.

“ატალანტა” გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ გათამაშების ლიდერს სტუმრად გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

ვერონა – რომა

“ფეინორდთან” მძიმე შეხვედრის შემდეგ და საპასუხო მატჩის მოლოდინში მყოფი “რომა” “ვერონას” ესტუმრება.

რომაელებს საშინაო ჩემპიონატში საქმე არც ისე კარგად აქვთ, რასაც უკანასკნელ ექვს ტურში მხოლოდ ერთი მოგებული მატჩი ადასტურებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის “ვერონასთვის” ძალიან წარუმატებელია და შარშანდელ კარგ თამაშთან მისი შედარება უბრალოდ არ შეიძლება.

ფიორენტინა – ტორინო

გასული ტურის შემდეგ ლიდერთა სამეულთა მიახლოვებული “ფიორენტინა” “ტორინოს” მიიღებს. ტურინელებს ჩემპიონატის ფარგლებში ფლორენციაში 1976 წლის შემდეგ არ მოუგიათ. თუმცა, მიმდინარე სეზონში “ტორინომ” უკანასკნელი სამი გასვლითი მატჩი მოიგო, საკუთარ მოედანზე კი 30 ნოემბრის შემდეგ არ აგებს.

ორივე გუნდი დაპირისპირებას მშვენიერ ფორმაში ხვდება და ტურის ცენტრალურ მატჩად სწორედ ფლორენციაში გასამართი შეხვედრა არის მიჩნეული.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

20.02 23:45 იუვენტუსი 1.20იუვენტუსი 6.75 ატალანტა14.60 ატალანტა დაწვრილებით
23.02 22:00 ნაპოლი 1.55ნაპოლი 4.40 სასუოლო6.00 სასუოლო დაწვრილებით
21.02 23:45 სამპდორია 2.45სამპდორია 3.20 ჯენოა3.05 ჯენოა დაწვრილებით
22.02 18:00 პარმა 2.95პარმა 3.10 უდინეზე2.60 უდინეზე დაწვრილებით
22.02 18:00 ვერონა 4.25ვერონა 3.65 რომა1.85 რომა დაწვრილებით
22.02 18:00 ლაციო 1.70ლაციო 3.75 პალერმო5.15 პალერმო დაწვრილებით
22.02 18:00 ემპოლი 2.12ემპოლი 3.15 კიევო3.85 კიევო დაწვრილებით
22.02 18:00 მილანი 1.48მილანი 4.20 ჩეზენა7.35 ჩეზენა დაწვრილებით
22.02 23:45 ფიორენტინა 1.88ფიორენტინა 3.40 ტორინო4.45 ტორინო დაწვრილებით
23.02 23:55 კალიარი 3.25კალიარი 3.30 ინტერი2.25 ინტერი დაწვრილებით

ინძაგი, შესაძლოა, „ჩეზენასთან“ მატჩის შემდეგ გაუშვან

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, შესაძლოა, პოსტიდან „ჩეზენასთან“ იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურის მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ, რასაც ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Gazzetta dello Sport“-ი ვარაუდობს.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „შავ-წითლები“ 30 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე გუნდს 12 ქულა აშორებს.

წყაროს ინფორმაციით, პიპოს იმ შემთხვევაში გაუვებენ, თუ მილანელები „ჩეზენას“ დამარცხებას ვერ შეძლებენ. ინძაგის გათავისუფლების შემთხვევაში „მილანის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს დროებით მისი ასისტენტი მაურო ტასოტი შეასრულებს.

იტალია: 23-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 23-ე ტურის მიმოხილვას.

 

მილანი – ემპოლი

„მილანსა“ და „ემპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი საკმაოდ დრამატულად მორჩა.

მე-8 წუთზე მასპინძლებს იძულებით ცვლილება მოუწია – ტრავმირებული ალექსი ბოკეტიმ შეცვალა. ანგარიში კი მე-40 წუთზე გაიხსნა, როდესაც მენეზმა მარცხენა ბონავენტურას მარცხენა ფლანგზე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის პასს კი დესტრო გამოეხმაურა, რომელმაც „მილანის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:0.

მეორე ნახევარში „შავ-წითლებმა„ უპირატესობის შენარჩნება ვერ შეძლეს – 68-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დახმარებით მასიმო მაკარონემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე მასპინძელთა მეკარე დიეგო ლოპესმა თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა – ბურთის თამაშში შეყვანინსას ესპანელმა კიპერმა იგი „ემპოლის“ მოთამაშეს გაარტყა, რის შემდეგაც საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მოუწია. შედეგად, ინძაგის ბოლო ცვლილების გამოყენება მოუწია, მოედანი კი გოლის ავტორმა მატია დესტრომ დატოვა – კარში აბიატი ჩადგა. რამდენიმე წუთში მილანელები 9 კაცითაც დარჩნენ – ტრავმა პალეტამ მიიღო, ცვლილების უფლება პიპოს აღარ ჰქონდა.

საბოლოოდ, 1:1 და „მილანმა“ 30 ქულა დააგროვა, ხოლო „ემპოლის“ მონაგარი ამჟამად 24 ქულას შეადგენს.

 

რომა – პარმა

მოულოდნელად დასრულდა რომში გამართული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება.

“რომას” ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი, “პარმა” ესტუმრა, რომელსაც უკანასკენლად ქულები 6 იანვარს ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და დედაქალაქიდან შინ ერთი ქულით დაბრუნდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა.

 

ჩეზენა – იუვენტუსი

კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა ტურინის “იუვენტუსმა”. მასიმილიანო ალგერის გუნდი “რომას” მსგავსად აუტსაიდერს ეთამაშებოდა, თუმცა “ჩეზენასთან” გამართული შეხვედრა რომაულისგან განსხვავებით, უხვგოლიანი გამოდგა.

ანგარიში მე-17 წუთზე დურიჩმა გახსნა და “ჩეზენაც” დაწინაურდა. “იუვენტუსმა” მალევე გაათანაბრა და ტაიმის დასრულებამდე წინ გასვლაც შეძლო. გოლები ალვარო მორატას და მარკიზიოს ანგარიშზეა.

საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე ბრიენცას გოლით დაფიქსირდა, რომელმაც “ჩეზენას” ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არტურო ვიდალმა შეხვედრის 82-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

 

ტურის ყველა მატჩი

14.01 23:45 პალერმო პალერმო 3:1 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
14.02 21:00 სასუოლო სასუოლო 1:3 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
15.02 15:30 მილანი მილანი 1:1 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
15.02 18:00 რომა რომა 0:0 პარმა პარმა დაწვრილებით
15.02 18:00 უდინეზე უდინეზე 0:1 ლაციო ლაციო დაწვრილებით
15.02 18:00 ატალანტა ატალანტა 1:4 ინტერი ინტერი დაწვრილებით
15.02 18:00 ჯენოა ჯენოა 5:2 ვერონა ვერონა დაწვრილებით
15.02 18:00 ტორინო ტორინო 1:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
15.02 21:00 კიევო კიევო 2:1 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
15.02 23:45 ჩეზენა ჩეზენა 2:2 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით

იტალია: 23-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 23-ე ტურის პრევიუს.

 

მილანი – ემპოლი

ტურინში განცდილი მარცხის შედმეგ “მილანი” საკუტარ მოედანზე “ემოპოლის” უმასპინძლებს. მილანელებისთვის და განსაკუთრებით მათი მწვრთნელისთვის ამ თამასის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პიპო ინძაგის ტანამდებობის შენარჩუნების მინიმალური შანსი დარჩა და ნებისმიერი წარუმატებელი შედეგი მისთვის, შესაძლოა, უკანასკნელი აღმჩნდეს.

ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” კი გასულ ტურში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ემპოლელებმა ერთ-ერთი კონკურენტი, “ჩეზენა” დაამარცხეს და პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამაჯრვება მოიპოვეს.

 

რომა – პარმა

გათამაშების ლიდერის მთავარი მდევარი სერიას გამოკვეთილ აუტსაიდერს უმასპინძლებს. ბუნებრივია, უკვე ხუთი ტურია მოუგებლად მოთამაშე “პარმას” შანსები “ოლიმპიკოზე” ბურუსითაა მოცული.

“რომა” აშკარა ფავორიტი რომ არის, გასულ ტურში ნაჩვენები თამაშითაც დამტკიცდა. გარსიას გუნდი მცირე ჩავარდნიდან გამოდის. ინტერესს იწვევს ახალგაზრდა ვერდეს თამაშიც, რომელიც “კალიარისთან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიდი ალბათობით, მას შანსი პარმელებთანაც მიცემა.

ჩეზენა – იუვენტუსი

მოახლოებულ ტურში რთული მატჩი არც გათამაშების ლიდერს აქვს. “იუვენტუსიც” “რომას” მსგავსად გათამაშების აუტსაიდერთან გაარკვევს ურთიერთობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ტურინელები საკუთარ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ.

ნათელია, რომ ამ შეხვედრაშიც აშკარა ფავორიტი “იუვეა” და მათი გამარჯვების შანსებიც საკმაოდ დიდია. მართალია, “ჩეზენამ” 2015 კარგად დაიწყო და “ლაციოს” დამარცხებაც კი შეძლო, თუმცა გასულ ტურში “ემპოლისთან” გამოჩნდა, რომ ტაბილურობა ამ გუნდის სუსტი წერტილია.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

14.01 23:45 პალერმო 3.85პალერმო 3.30 ნაპოლი2.06 ნაპოლი დაწვრილებით
14.02 21:00 სასუოლო 3.10სასუოლო 3.20 ფიორენტინა2.40 ფიორენტინა დაწვრილებით
15.02 15:30 მილანი 1.83მილანი 3.55 ემპოლი4.50 ემპოლი დაწვრილებით
15.02 18:00 რომა 1.30რომა 5.50 პარმა11.25 პარმა დაწვრილებით
15.02 18:00 უდინეზე 2.95უდინეზე 3.20 ლაციო2.50 ლაციო დაწვრილებით
15.02 18:00 ატალანტა 3.25ატალანტა 3.25 ინტერი2.30 ინტერი დაწვრილებით
15.02 18:00 ჯენოა 2.00ჯენოა 3.45 ვერონა3.80 ვერონა დაწვრილებით
15.02 18:00 ტორინო 1.87ტორინო 3.50 კალიარი4.35 კალიარი დაწვრილებით
15.02 21:00 კიევო 2.75კიევო 3.10 სამპდორია2.75 სამპდორია დაწვრილებით
15.02 23:45 ჩეზენა 12.75ჩეზენა 6.00 იუვენტუსი1.25 იუვენტუსი დაწვრილებით

იტალია: 22-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ. 

 

იუვენტუსი – მილანი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში მე-14 წუთზე კარლოს ტევესმა გახსნა, რომელმაც ტურინელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა აშკარა იყო. “მილანმა” 28-ე წუთზე ანტონელის გოლით გაათანაბრა, თუმცა სულ რაღაც სამ წუთში ბონუჩიმ მასპინძლები კვლავ დააწინაურა. წერტილი კი მეორე ნახევარში ალვარო მორატამ დასვა, რომელმაც 65-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

კალიარი – რომა

ზედიზედ 4 ფრის შემდეგ “რომამ” გამარჯვება იზეიმა. გარსიას გუნდი პირველ ტაიმში ლიაიჩის გოლით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი “კალიარის” კარი მეორედ პარედესმა დალაშქრა. 90-ე წუთზე “კალიარიმ” ანგირშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

ლაციო – ჯენოა

რომში გამართულ მატჩი “ჯენოამ” 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულება შეძლო. გენუელებმა გადამწყვეტი გოლი მატჩის 29-ე წუთზე გაიტანეს. პეროტიმ პენალტი ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტპიზოდში “ლაციო” გაძევებული მეკარის გარეშე დარჩა.

მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მარკეტისთვის მიცემული წითელი ბარათის გარდა მოთამაშეებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

ტურის ყველა მატჩი

07.02 21:00 ვერონა ვერონა 1:3 ტორინო ტორინო დაწვრილებით
07.02 23:45 იუვენტუსი იუვენტუსი 3:1 მილანი მილანი დაწვრილებით
08.02 15:30 ფიორენტინა ფიორენტინა 3:2 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
08.02 18:00 ნაპოლი ნაპოლი 3:1 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
08.02 18:00 სამპდორია სამპდორია 1:1 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
08.02 18:00 კალიარი კალიარი 1:2 რომა რომა დაწვრილებით
08.02 18:00 ემპოლი ემპოლი 2:0 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
08.02 23:45 ინტერი ინტერი 3:0 პალერმო პალერმო დაწვრილებით
09.02 23:45 ლაციო ლაციო 0:1 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
11.02 21:00 პარმა პარმა -:- კიევო კიევო დაწვრილებით

იტალია: 22-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ. 

 

იუვენტუსი – მილანი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება რამდენიმე საათში დაიწყება. გათამაშების ლიდერი საკუთარ მოედანზე “მილანს” მიიღებს. “იუვენტუსმა” გასულ ტურში უდინეში დაკარგა ქულები და დღეს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მაქსიმალურად ეცდება რეაბილიტირებას.

“მილანისთვის” კი წინა თამაში წარმატებული გამოდგა. “პარმას” ძლევით ინძაგის შეგირდებმა 2015 წლის პირველი შეხვედრა მოიგეს და 5-მატჩიან წარუმატებელ სერიასაც ბოლო მოუღეს. ამ გამარჯვებამ მილანელები ევროზონას მიაახლოვა, მაგრამ შანსის შესანარჩუნებლად წარმატებული თამაში დღესაც საჭიროა.

 

კალიარი – რომა

ტურინელთა მთავარი მდევარი ხვალ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს ესტუმრება და 4-ტურიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება. გარსიას გუნდმა უკანასკნელ 4 ტრუში 4 ფრე ითამაშა და “იუვენტუსთან” ჩამორჩენაც 7 ქულამდე გაიზარდა.

მოახლოებული ტური სხვაობის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსია. რომაელებისთვის კი მთავარი ამოცანა საკუთარი მატჩის მოგებაა, რაც წესით და რიგით ტოტის და კომპანიას არ უნდა გაუჭირდეთ.

 

ლაციო – ჯენოა

საინტერესო შეხვედრას გამართავს მეორე რომაული კლუბიც. “ლაციოს” “ოლიმპიკოზე” “ჯენოას” მიიღებს, რომელიც კარგი სტარტის შემდეგ მეორე წრეში ვეღარ ყოჩაღობს და ცუდი შედეგების გამო ლიდერთა ჯგუფიდან ცხრილის შუაში აღმოჩნდა. გენუელები უკვე 7 მატჩია ვერ იგებენ. გასული წლის 14 დეკემბრიდან მათ აქტივში მხოლოდ 3 მოპოვებული ქულაა.

სტაბილურობით არც “ლაციოს” გამოირჩევა, თუმცა რომაელები სამეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ. მაგრამ, გასულ ტურის მსგავსად, “ჩეზენას” დონის გუნდებთან წაგებები ამ საქმის განხორციელებაში მათ ხელს ძალიან უშლით.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

07.02 21:00 ვერონა 2.80ვერონა 3.20 ტორინო2.65 ტორინო დაწვრილებით
07.02 23:45 იუვენტუსი 1.42იუვენტუსი 4.65 მილანი7.70 მილანი დაწვრილებით
08.02 15:30 ფიორენტინა 1.55ფიორენტინა 4.00 ატალანტა6.45 ატალანტა დაწვრილებით
08.02 18:00 ემპოლი 1.60ემპოლი 3.80 ჩეზენა6.35 ჩეზენა დაწვრილებით
08.02 18:00 კალიარი 3.70კალიარი 3.35 რომა2.10 რომა დაწვრილებით
08.02 18:00 სამპდორია 1.90სამპდორია 3.35 სასუოლო4.35 სასუოლო დაწვრილებით
08.02 18:00 ნაპოლი 1.40ნაპოლი 4.80 უდინეზე7.40 უდინეზე დაწვრილებით
08.02 23:45 ინტერი 1.85ინტერი 3.55 პალერმო4.25 პალერმო დაწვრილებით
09.02 23:45 ლაციო 1.60ლაციო 4.05 ჯენოა5.75 ჯენოა დაწვრილებით
*შენიშვნა: დიდთოვლობის გამო პარმა-კიევო 11 მარტს გაიმართება

იტალია: 21-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com იტალიის სერია A-s 21-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.

 

რომა – ემპოლი

გასული სეზონის მსგავსად როგორც ჩანს “რომას” წელსაც დაეწყო “ფრეების ეპიდემია”. 21-ე ტურში დედაქალაქელები მსგავსი “ვირუსით” დაავადებულ კიდევ ერთ გუნდს, “ემპოლის” შეხვდნე და აღნიშნული მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში პენალთით მაკარონემ გახსნა და ტაიმიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. წონასწორობის აღდგენა “რომამ” 59-ე წუთზე, მაიკონის შეძლო, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

 

უდინეზე – იუვენტუსი

კონკურენტის მორიგი წაფორხილებით ვერ ისარგებლა “იუვენტუსმა”, რომელიც გასულ ტურში უდინეს სტუმრობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “იუვენტუსსა” და “რომას” შორის 7-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. “უდინეზესთვის” კი ქვეყნის ჩემპიონთან ქულის აღება მშვენიერი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით სტრამაჩონის გუნდისთვის ამ ქულას განსაკუთრებული წინსვლა არ მოუტანია.

 

მილანი – პარმა

“მილანმა“ აუტსაიდერი „პარმა“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი კრისტიან ძაკარდო თავით ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქეს ხელში გაარტყა. შედეგად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი ჯერემი მენეზი მივიდა, რომელმაც მირანტე უშანსოდ დატოვა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურნდნენ და „მილანის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. უკვე 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ანტონიო ნოჩერინომ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სათქმელია, რომ გატანილი გოლი ნახევარმცველმა არ აღნიშნა (მოგეხსენებათ, იგი „პარმაში“ იჯარით თამაშობს და მისი კონტრაქტი სწორედ „მილანს“ ეკუთვნის). პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმართა ორი ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, „როსონერის“ მეკარე დიეგო ლოპესმა გაიბრწყინა.

მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მენესი პასით მოამარაგეს, ფრანგი კი მეტოქის საჯარიმოში სწრაფად აღმოჩნდა და მირანტეს კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. საბოლოო ანგარიში კი ამ შეხვედრაში მილანელთა რიგებიდან ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოს გოლის შემდეგ დაფიქსირდა.

3:1 და ამ გამარჯვებით ინძაგის გუნდმა 2015 წელს იტალიის პირველობაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად „შავ-წითლები“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში ლომბარდიელები სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდებიან.

 

ტურის ყველა მატჩი

31.01 21:00 ჯენოა ჯენოა 1:1 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
31.01 23:45 რომა რომა 1:1 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
01.02 15:30 სასუოლო სასუოლო 3:1 ინტერი ინტერი დაწვრილებით
01.02 18:00 ატალანტა ატალანტა 2:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
01.02 18:00 ტორინო ტორინო 5:1 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
01.02 18:00 კიევო კიევო 1:2 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
01.02 18:00 ჩეზენა ჩეზენა 2:1 ლაციო ლაციო დაწვრილებით
01.02 18:00 უდინეზე უდინეზე 0:0 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
01.02 18:00 პალერმო პალერმო 2:1 ვერონა ვერონა დაწვრილებით
01.02 23:45 მილანი მილანი 3:1 პარმა პარმა დაწვრილებით

„მილანმა“ 2015 წელს სერია ა-ში პირველად მოიგო

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში „მილანმა“ აუტსაიდერი „პარმა“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი კრისტიან ძაკარდო თავით ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქეს ხელში გაარტყა. შედეგად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი ჯერემი მენეზი მივიდა, რომელმაც მირანტე უშანსოდ დატოვა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურნდნენ და „მილანის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. უკვე 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ანტონიო ნოჩერინომ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სათქმელია, რომ გატანილი გოლი ნახევარმცველმა არ აღნიშნა (მოგეხსენებათ, იგი „პარმაში“ იჯარით თამაშობს და მისი კონტრაქტი სწორედ „მილანს“ ეკუთვნის). პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმართა ორი ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, „როსონერის“ მეკარე დიეგო ლოპესმა გაიბრწყინა.

მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მენესი პასით მოამარაგეს, ფრანგი კი მეტოქის საჯარიმოში სწრაფად აღმოჩნდა და მირანტეს კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. საბოლოო ანგარიში კი ამ შეხვედრაში მილანელთა რიგებიდან ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოს გოლის შემდეგ დაფიქსირდა.

3:1 და ამ გამარჯვებით ინძაგის გუნდმა 2015 წელს იტალიის პირველობაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად „შავ-წითლები“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში ლომბარდიელები სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდებიან.

„მილანი“ – „პარმა“ 3:1
გოლები: მენეზი 17′ (პენ), 57′, ძაკარდო 76′ – ნოჩერინო 24′

„ინტერმა“ „სასუოლოსთან“ წააგო

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩში „ინტერი“ „სასუოლოსთან“ ჩავიდა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

29-ე წუთისთვის მასპინძლები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, გოლები სიმონე ძაძამ და ნიკოლა სანსონემ გაიტანეს. „ინტერმა“ სხვაობის შემცირება მხოლოდ 83-ე წუთზე შეძლო – გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი კომპენსირებული დროის მესამე წუთზე დაფიქსირდე, როდესაც პენალტით გოლი დომენიკო ბერარდიმ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „სასუოლომ“ 28 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე აიწია, ხოლო „ინტერი“ ამჟამად 26 ქულით მე-12 საფეხურს იკავებს.

იტალია: მე-20 ტურის პრევიუ

Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.

 

ლაციო – მილანი

მორიგი იტალიური ტურის პირველი დღის გამორჩეული მატჩი რომში შედგება, სადაც “ლაციოს” “მილანს” უმასპინძლებს.

მასპინძლებმა გასულ ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან წააგეს და გამარჯვების მოპოვება სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად არწივებს აუცილებლად სჭირდებათ. კიდევ უფრო მძიმე მდომარეობაშია “მილანი”, რომელიც უკვე ოთხი ტურია ვერ იგებს და კონკურენტებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა, თუმცა რომში გამარჯვების შემთხვევაში ინძაგის გუნდი ბრძოლაში დაბრუნდება.

 

იუვენტუსი – კიევო

გათამაშების ლიდერი მოახლოებულ ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს შეხვდება და დიდი ალბათობით იოლ გამარჯვებასაც მოიპოვებს.

ტურინელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და უკანასკნელ ტურებში უშუალო კონკურენტთან სხვაობაც გაზარდეს. “კიევო” კი გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ვერონრელებმა უკანასკელ 5 ტურში მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს

 

ფიორენტინა – რომა

საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს ფლორენცია, სადაც ადგილობრივ კლუბს “რომა” ესტუმრება. რომაელთა თამაში ბოლო ტურებში უკეთესის სურვილს ტოვებს. ფლორენციელებმა კი მდგომაროების გამოსწორება სწორედ ბოლო მატჩებში მოახერხეს. “პალერმოსთან” და “კიევოსთან” მოგებული შეხვედრების შემდეგ “ფიორე” ევროზონას მიუახლოვდა. “რომასთან” გამარჯვების შემთხვევაში კი მონტელას გუნდს სამეულში შეუძლია მოხვედრა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

24.01 21:00 კალიარი 2.40კალიარი 3.25 სასუოლო3.05 სასუოლო დაწვრილებით
24.01 23:45 ლაციო 2.00ლაციო 3.35 მილანი4.00 მილანი დაწვრილებით
25.01 18:00 ინტერი 1.90ინტერი 3.40 ტორინო4.35 ტორინო დაწვრილებით
25.01 18:00 სამპდორია 2.10სამპდორია 3.25 პალერმო3.75 პალერმო დაწვრილებით
25.01 18:00 იუვენტუსი 1.17იუვენტუსი 7.50 კიევო20.00 კიევო დაწვრილებით
25.01 18:00 პარმა 1.70პარმა 3.60 ჩეზენა5.40 ჩეზენა დაწვრილებით
25.01 18:00 ვერონა 2.60ვერონა 3.10 ატალანტა2.90 ატალანტა დაწვრილებით
25.01 23:45 ფიორენტინა 2.55ფიორენტინა 3.20 რომა3.00 რომა დაწვრილებით
26.01 22:00 ემპოლი 2.00ემპოლი 3.35 უდინეზე3.95 უდინეზე დაწვრილებით
26.01 23:55 ნაპოლი 1.40ნაპოლი 4.70 ჯენოა8.00 ჯენოა დაწვრილებით