Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის პრევიუს.
კალიარი – იუვენტუსი
სერია A-ს მორიგი ტური ოთხ დღეზეა განაწილებული და სტარტს დღეს კალიარიში გასამართი შეხვედრით აიღებს, სადაც ადგილობრივ კლუბს გათამასების ლიდერი ესტუმრება.
“იუვენტუსმა” გასულ ტურში ქულები კვლავ დაკარგა და უახლოეს მდევარს მიახლოების საშუალება მაქსიმალურად მისცა. თუმცა, ამჯერად რთული წარმოსადგენია, რომ ტურინელებმა გამოკვეთელ აუტსაიდერთან დაკარგონ ქულები. “კალიარი” უკვე ზედიზედ 7 ტურის ვერ იგებს და წარუამტებელ სერიას დიდი ალბათობით ვერ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონათან შეხვედრაში შეწყვეტს.
რომა – მილანი
ტურინელთა მთავარ კონკურენტს მოალოებულ ტურში საკმაოდ რთული შეხვედრა ელის. ფრანჩსკო ტოტის და კომპანიას “მილანი” ესტუმრება, რომელმაც გასულ ტურში “ნაპოლის” დამარცხება შეძლო და ლიდერთა ჯგუფსაც მიუახლოვდა. თუმცა, ისიც აღსანშნავია, რომ ინძაგის გუნდმა მიმდინარე სეზონში სტუმრად მხოლოდ ორჯერ მოიგო ისიც “რომასთან” შედარებთი გაცილებით მოკრძალებულ “პარმასა” და “ვერონასთან”.
გარსიას გუნდი კი სერიას მიმდინარე სეზონში საშინაო კედლებში დაუმარცხებელია. ბოლო რომაული გამარჯვება კი მილანელებმა 2011 წელს იზეიმეს.
ინტერი – ლაციო
ტურის კიდევ ერთი მილანურ-რომაული დაუპირისპირება “სან-სიროზე” შედგება, სადაც “ინტერი” “ლაციოს” მიიღებს.
მილანელებმა წარუმატებელი სერიის, რომელიც ზედიზედ 5 შეხვედრას მოიცავდა, შეწყვეტა გასულ ტურში შეძლეს. “ინტერმა” სტუმრად “კიევოს” დამაჯერებლად სძლია, თუმცა სატურნირო ცხრილში მანჩინის გუნდი კვლავ ათეულს მიღმაა.
გასული ტური “ლაციოსთვისაც” წარმატებული გამოდგა. რომალებმა მორიგი მატჩის მოგებით და კონკურენტთა წაფორხილებით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
თუმცა, აღსანიშნავაი, რომ მე-3 და მე-11 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 6 ქულაა, ამიტომ მილანალებს გამარჯვების შემთხვევაში ახალ წლამდე ლიდერებთან მიახლოების პერსპექტივა უჩნდებათ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
18.12 | 22:00 | კალიარი | 8.00 | 4.45 | 1.45 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
18.12 | 23:58 | ნაპოლი | 1.36 | 5.25 | 8.10 | პარმა | დაწვრილებით | |
20.12 | 21:00 | სასუოლო | 1.55 | 3.85 | 6.75 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
20.12 | 23:45 | რომა | 1.80 | 3.65 | 4.65 | მილანი | დაწვრილებით | |
21.12 | 15:30 | ვერონა | 2.30 | 3.30 | 3.25 | კიევო | დაწვრილებით | |
21.12 | 18:00 | ტორინო | 2.05 | 3.25 | 3.95 | ჯენოა | დაწვრილებით | |
21.12 | 18:00 | სამპდორია | 1.85 | 3.35 | 4.60 | უდინეზე | დაწვრილებით | |
21.12 | 18:00 | ფიორენტინა | 1.50 | 4.50 | 6.75 | ემპოლი | დაწვრილებით | |
21.12 | 18:00 | ატალანტა | 2.35 | 3.25 | 3.20 | პალერმო | დაწვრილებით | |
21.12 | 23:45 | ინტერი | 2.15 | 3.35 | 3.55 | ლაციო | დაწვრილებით |