ედუარდოს პრემიერლიგაში დაბრუნების იმედი აქვს

დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელ ედუარდოს პრემიერლიგაში სურს დაბრუნებას. “არსენალის” ყოფილ მოთამაშეს, დონეცკელებთან კონტაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

“ძალიან მიყვარს ინგლისი ჩემპიონატი. ახლაც მაქვს ახლო კონტაქტი როსიცკისტან და სანიასთან. ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე “ხორავატიის” ნაკრების შემადგენლობაში თუ კარგად წარმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები. ინგლისში დაბრუნების შანსი აუცილებლად მომეცემა” – განაცხადა ედუარდომ.

“მანჩესტერს” ტეიშეირა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, დევი მოიესი დონეცკის “შახტარის” 23 წლის ნახევარმცველით, ალექს ტეიშეირას გადაბირებით არის დაინტერესებული. თუმცა, ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მანჩესტერმა “რომადან” კანადელი კევინ სტოტმანის წამოყვანა ვერ შესძლეს. ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება, თანაც იმასაც აღნიშნავს, რომ ბრაზილიელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჩემპიონათა ლიგის უკანასკნელ ტურში “მანჩესტერს” წინააღმდეგ.

ტეიშეირას სატრანსფერო ფასი 25 მილიონ გირვანქას შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გატანილ გოლს 1 საგოლე გადაცემაც მიამატა.

ბესო ჩიხრაძე: “ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის”

საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრეზიდენტი, ბესო ჩიხრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას დონეცკის “შახტარში” გაივლის.

“ოქრიაშვილი ახალბედა ფეხბურთელია, ამავე დროს ფანტასტიურად ნიჭიერი. მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხმებს ყოველთვის გაიგებთ, მის იმართ ინტერესს მუდამ იჩენენ რუსული და ესპანური კლუბები. მაგრამ ახლა მისთვის უმთავრესი „შახტარში“ მოხვედრაა. მას კარგად ესმის თუ რამდენად დიდი კონკურენციაა გუნდში, მაგრამ საბრძოლველად მზადაა. თორნიკე ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის, მას დონეცკელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს”, – ციტირებს ჩიხრაძის სიტყვებს “გაგრას” ოფიციალური ვებ-გვერდი FCGagra.GE.

*FCGagra.GE-ს ფოტო

გიგზმა რეკორდი დაამაყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა. დღეს, 3 ოქტომბერს, 39 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რიგით 145-ე შეხვედრა ჩაატარა. გიგზი დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

მეორე ადგილს მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული იკავებს, რომელსაც აქტივში 144 ჩატარებული შეხვედრა აქვს. მესამე ადგილზე „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინია – 140 მატჩით.

სათქმელია ისიც, რომ გიგზს ჩემპიონთა ლიგაზე 29 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება უშუალოდ „შახტარსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს, შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი

“შახტარი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (სასტარტო შემადგენლობები)

2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, A ჯგუფში ერთმანეთს დონეცკის “შახტარი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“შახტარი”: პიატოვი, სრნა, კუჩერი, შევჩუკი, რაკიტსკი, ჰიუბშმანი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოსტა, ფერნანდო, ლუის ადრიანო, ტაისონი.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, ფელაინი, კლევერლი, ვან პერსი, უელბეკი.