კაგავა კიოლნთან ითამაშებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ იაპონიის ნაკრებში მიღებული ტრავმა მოიშუშა. ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაადასტურა.

“კაგავა ჯანმრთელადაა. მას მიკროტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის და ის “კიოლნთან” გასამართი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება” – განაცხადა იურგენ კლოპმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში კაგავას ანგარიშზე ხუთ ჩატარებულ შეხვერაში ერთი გატანილი გოლია.

კაგავა დორტმუნდში დაბრუნდა

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი შინჯი კაგავა “მანჩსტერ იუნაიტედიდან” დორტმუნდის “ბორუსიაში” დაბრუნდა. გერმანული პრესის ცნობით, ტრასნფერი საბოლოოდ დღეს გადაწყდა. დორტმუნდელებმა ყოფილ მოთამაშეში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს და იაპონელს კონტრაქტი 2018 წლამდე გაუფორმეს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერში” კაგავა 2012 წელს 17 მილიონ გირვანქად გადავიდა. თუმცა, ინგლისური კლუბის ძირითადში ფეხბურთელმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა. საერთო ჯამში 25 წლის კაგავამ “იუნაიტედის” შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა.

შინჯი კაგავა: “საკუთარ თავთან დავმარცხდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, შინჯი კაგავას იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი შეხვედრა 2-1 დათმო კოტ დ’ივუარის ნაკრების წინააღმდეგ. იაპონელთა ერთ-ერთი ლიდერი, შინჯი კაგავა აცხადებს, რომ “საკუთარ თავთან დამარცხადა”.

“სამწუხაროდ იმ დღეს ბრძოლა საკუთარ თავთან წავაგე. ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდი და ვნერვიულობდი, რაც მატჩის დებიუტში გამოჩნდა, რომელშიც ბევრ შეცდომას ვუშვებდი. სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად დავმარცხდი და ღირსეული თამაში ვერ ვაჩვენე”

“ამ მატჩს სასურველი შედეგის მიღწევის უნარის შეგრძნებით შევხვდით. მაგრამ ვერც მე და ვერც ჩემმა პარტნიორებმა ვერ გავაკეთეთ საკმარისი იმისთვის, რომ შეხვედრა გამარჯვებამდე მიგვეყვანა. ამასთან ერთად მოწინააღმდეგე ძალიან კომპაქტურად მოქმედებდა და მოქმედებისთვის საკმარის სივრცეს არ გვაძლევდა.” – აცხადებს კაგავა manchestereveningnews – თან ინტერვიუში.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

კაგავა 55 იაპონელი ბავშვის წინააღმდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნიუბერგის” ფეხბურთელებმა – შინჯი კაგავამ და ჰიროში კიოტაკემ ერთ-ერთ იაპონურ გასართობ შოუში მიიღეს მონაწილეობა. პროფესიონალ ფეხბურთელებს დაპირისპირება 55 ბავშვის წინააღმდეგ მოუხდათ. აღსანიშნავია, რომ ბავშვების გუნდს ხუთი მეკარე და 50 მინდვრის ფეხბურთელი ჰყავდა.

შინჯი კაგავა იმდენად ბევრს ჭამს, რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს

შინჯი კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში არ შეიყვანეს. გაინტერესებთ მიზეზი? მან ზედმეტად ბევრი ჭამა, მუცელი გაებერა და ცუდად გახდა. დიახ, ასე ბრძანა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

„შინჯი „ევერტონთან“ (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ცუდად გახდა, პარასკევს ცოტა ივარჯიშა, თუმცა არ გავრისკეთ და ტრავმა რომ არ მიეღო, ის არ ვათამაშეთ.
შინჯი ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც გაებერა მუცელი. ვფიქრობ, ის უკვე კარგად არის“, – აღნიშნა მოიესმა.

გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას, კაგავას ავტოგრაფი სთხოვეს. იაპონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს ხელმოწერილი ფურცელი ისე დაუბრუნა, რომ მისკენ თავიც არ მიატრიალა. საინტერესოა, ამაშიც გაბერილმა მუცელმა შეუშალა მას ხელი?!

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002 წლის შემდეგ, მიჯრით პირველად დამარცხდა სახლში. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რობინ ვან პერსიმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ახლა კი, შინჯკი კაგავა ზედმეტად ბევრს ჭამსო. საინტერესოა, რა ხდება მოიესის თავს.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „კაგავას ვირუსი აქვს“

დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა „ნიუკასლთან“ ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა.

„კაგავას გრიპის ვირუსი აქვს. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა იგი შაბათამდე გამოჯანმრთელებას, თუმცა, ოთხშაბათს, „ევერტონთან“ თამაშის შემდეგ, იგი შეუძლოდ იყო“, – აღნიშნა ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ამასთან ერთად, მოიესმა აღნიშნა, რომ მისი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურებს:

„კლუბი შემადგენლობის გაძლიერებაზე ყოველთვის ფიქრობს. გამონაკლისი არც უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა იქნება“.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ „ნიუკასლთან“ ზემოხსენებულ თამაშს უეინ რუნი გამოტოვებს, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაგავამ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

25 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში, “მანჩესტერის” იაპონელმა ფეხბურთელმა, შინჯი კაგავამ “ლივერპულის” ნახევარმცველს, სტივენ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.