17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

შოთა არველაძე: “კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი უელსის ნაკრებს კარდიფში დაუპირისპირდება. აღსანიშნავაი, რომ ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1994 16 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ საქართველოში ჩვენებმა ბრიტანელებს, ანგარიშით, 5-0 მოუგეს. ბოლო გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

დღეს არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნახსენებ მატჩზე საუბრობს.

“1994 წელს თბილისში უელსის ნაკრებს ვეთამაშეთ და 5:0 დავამარცხეთ. მაშინ უელსის ნაკრებში, ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავები მარკ ჰიუზი და იან რაში თამაშობდნენ. მოგვიანებით ანდრეი კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო.
“ჩავედით საქართველოში, იქ ვიღაც 20 წლის ბავშვები დარბიან, ბრაზილიელებივით თამაშობენ.” კანჩელსკისმა აუხსნა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არის ქვეყანა, სადაც ტექნიკური, ფეხბურთი უყვართ. სხვათაშორის, უელსს სტუმრადაც მოვუგეთ.”

არველაძე: “ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა “

შოთა არველაძის “მაკაბი” ევროპის ლიგაზე “ზენიტს” დაუპირისპირდა. ქართველის გუნდი 70-ე წუთზე უკვე, ანგარიშით, 3:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ ოც წუთში 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ვუგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა და იმედი მაქვს აღარც მოხდება. ეს ჩემთვის ძალიან ცუდი დღე იყო. მიუხედავად ცუდი შედეგისა, ვფიქრობ ფეხბურთელები საკუთარ თამაშს აუმჯობესებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა შოთამ.

 

შოთა არველაძემ კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელ Twitter-ში თავისი კარიერის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

არველაძის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვან დერ სარი, რონალდ დე ბური და სხვები არიან.

მეკარე: ვან დერ სარი;

მცველები: დანი ბლინდი, ფრანკ დე ბური, კრისტიან კივუ.

ნახევარმცველები: მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ დე ბური, მიკელ არტეტა, გიორგი ქინქლაძე, ბრაიან ლაუდრუპი;

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შოთა არველაძე.

pitch

 

გაგამ ბალანსი გაანულა

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ნაკაბი, ანუ იგივე შუაწელი (მე-8 ტური) მიილია და ორთბძოლებიც ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში გადადის.

ლიდერთა ჯგუფს ორი სუმოისტი გამოეყო, რომლებიც რეალურად ბაშოს მოგების უმთავრესი კანდიდატები იყვნენ თავიდანვე და დღესაც მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან. ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად მიიწევს 27-ე საჩემპიონო ტიტულისკენ და ოძეკი კისენოსატო, რომელსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვს ჯერ-ჯერობით პასივში.

რაც შეეხება ჩვენს გაგამარუს, მან საკმაოდ რთული და მეტად მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა მოიგო გუშინ. გაგამ იაპონელთა ამომავალი ვარსკვლავი, მე-13 მაეგაშირად განთესილი, 23 წლის ენდო დაამარცხა, ოშიტაოშის ილეთით და ნულოვან ბალანსზე გავიდა.

ქართული სახელის (შოთა) მქონე იაპონელს, ჩვენმა გოლიათმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და აიძულა ნელ-ნელა უკან დაეხია. მალევე გაგამ დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია მეტოქე და მძლავრად მოქნეული მჯიღით დარბაზში გადაუშვა.

ეს უკვე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო გაგასთვის, სულ კი ქართველ გოლიათს 4 მოგება მოუგროვდა ბაშოზე, ამდენივე მარცხის საპირისპიროდ. სასიხარულოა, რომ ცუდად აღებული სტარტის შემდეგ, ჩვენი სეკიტორი ნელ-ნელა იუმჯობესებს მდგომარეობას.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ოსი სუმოისტი, არანი (იგივე ალან გაბარაევი) იქნება, რომელიც მე-7 მაეგაშირად გახლავთ განთესილი. გაგას მასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, დოჰიოს მიღმა, თუმცა დოჰიომ მეგობრობა არ იცის და შერკინებისას ყველა მეტოქე მეტოქეა. ამაზე მეტყველებს მათი ურთიერთშეხვედრათა უკომპრომისო დაპირისპირების ისტორიაც, სადაც ჩვენებურს მცირე უპირატესობა აქვს ალანიელთან – 4:3. სათქმელია ისიც, რომ გაბარაევი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება მიმდინარე ბაშოზე – მის ანგარიშზე ამ დროისათვის 3 მოგება და 5 მარცხია.

Gaga vs Wakanosato

 

OriginalGagamaru1

 

Day 9