ისიმულიანტა თუ არა უეინ რუნიმ “ბაიერნთან” მატჩში?

1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ შეხვედრაში, მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო, მსაჯმა მოედნიდან ბასტიან შვაინშტაიგერი გააძევა.

შვაინშტაიგერმა თავი ტოტისა და გიგზს შეადარა

მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ მისი რაიან გიგზთან და ფრანჩესკო ტოტისთან შედარება სრულებით შესაძლებელია.

“შეიძლება თუ არა ჩემი ტოტისთან და გიგზთან შედარება? რა თქმა უნდა, შეიძლება. ისინი გასაოცარი ფეხბურთელები არიან. 40 წლის ასაკში, გიგზი უმაღლეს დონეზე თამაშს აგრძელებს.

სიმართლე გითხრათ, ვამაყობ იმით, რომ ამდენი ხანია, ერთ კლუბში ვასპარეზობ. დავასრულებ თუ არა კარიერას “ბაიერნში”? ჯერ-ჯერობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეუძლებელია”, – ამბობს შვაინშტაიგერი.

შვაინშტაიგერი: “საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვიმყოფები”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ ის თავის საუკეთესო ფორმაში ჯერ არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ მოთამაშეს ტრავმის გამო სამი თვე გაუცდა, ხოლო მოედანს თებერვალში დაუბრუნდა.

“ტრავმის გამო, საკმაოდ დიდი პერიოდი გამიცდა, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ძალიან მიხარია, რომ ტკივილი აღარ მაწუხებს. რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო ფორმამდე ბევრი მიკლია. ახლა, მთავარია, ვიშრომო – შრომა შედეგს გამოიღებს”, – ამბობს შვაინშტაიგერი.

შვაინშტაიგერის ლამაზი საჯარიმო ლევერკუზენის “ბაიერის” კარში

15 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.



შვაინშტაიგერი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცელი ბასტიან შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდა და 5 თბერვლიდან გუნდთან ერთად შეუდგა ვარჯიშს.

უკანაკსნელი ვარჯიში ბასტიანმა გუნდთან ერთად ერთი თვის წინ, ყატარში გამართულ შეკრებაზე გამართა. რის შემდეგაც ტრავმის გამო პაუზის აღება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 29 წლის შვაინშტაიგერმა მონაწილეობა ბუნდესლიგის 10 შეხვედრაში მიიღო და ერთ გოლი გაიტანა.

შვაინშტაიგერი: “ბაიერნი” ყველაფრისთვის მზადაა”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რო მისი გუნდი ნებისმიერ მეტოქესთან შესახვედრად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა გასულ სეზონში ყველა ტიტულის მოგება შეძლეს და მათ იგივეს გაკეთება ახლაც სურთ.

“რა თქმა უნდა, სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ წინასწარ საუბარი არ მსურს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფრისათვის მზად ვართ. ძალიან მინდა, ყველა ტიტული ისევ ჩვენ მოვიგოთ”, – ამბობს შვაინშტაიგერი.

დანტემ შვაინშტაიგერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაუძვრინა დანტემ შვაინშტაიგერს ფეხებს შორის ბურთი “ბაიერნის” ვარჯიშზე.

ბასტიან შვაინშტაიგერი და კალათბურთის ბურთი…

როგორც ჩანს, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ბასტიან შვაინშტაიგერს კალათბურთის ბურთთან მოპყრობაც კარგად გამოსდის. ამის დასტური კი ის ვიდეოა, რომელიც YouTube-ში, “ბაიერნის” ოფიციალურმა არხმა განათავსა.

 

რატომ არ გააძევეს ბასტიან შვაინშტაიგერი მოედნიდან?

28 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მატჩში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას, მიუნხენელთა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, დიეგოს კისერში ხელები ჩაარტყა. მსაჯმა გერმანიელი მოთამაშე მოედნიდან არც გააძევა.