დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 ივლისი)

“შევროლეს” მინიშნება

“მანჩესტერ იუნაიტედის” სპონსორი, “შევროლე” ინსტაგრამზე პოგბას ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ უფრო ახლოს არის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებასთან.

ედი ჰაუ არსენ ვენგერის სანაცვლოდ?

Daily Star საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერთან გამომშვიდობებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ჩანაცვლების პასუხისმგებლობა კი სავარაუდოდ “ბორნმუთის” თავკაცს, ედი ჰაუს დაეკისრება.

გვარდიოლას გუნდში სანესა და სტოუნზის მოტყვანა სურს

“სანე “შალკეს” ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ის ჩვენს კლუბში გადმოვა. მაგრამ, თუ დარჩენას გადაწყვეტს, ამით “შალკეს” ფანებს გაახარებს.

იგივე სიტუაციაა სტოუნზის შემთხვევაში. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ვეცდებით ის გადმოვიბიროთ.”

კარგი ამბავი “სპურსის” ფანებისთვის !

ლონდოსნი “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კლუბი უახლოეს მომავალში რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს – “მომავალ კვირეებში რამოდენიმე ტრანსფერი უნდა განხორციელდეს.”

13327612_1249881881724938_8743442513609883502_n

სიმეონემ ინგლისურ და იტალიურ კლუბებში გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა

“ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვთვლის, რომ შესაძლებელია კარიერა სხვა ქვეყანაშიც გავაგრძელო. ბევრია ისეთი ჩემპიონატი, რომელიც უამრავ გამოწვევას გვთავაზობს. მაგრამ, მათგან გამოსარჩევია ინგლისური და იტალიური ჩემპიონატები.”

რობსონ-კანუ “სევილიაში” … თუ “ატლეტიკოში”?

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური “სევილიასა” და “ატლეტიკო მადრიდის” წარმომადგენლები ინგლისში გაფრინდნენ, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ჰალ რობსონ-კანუს აგენტთან.

“ტოტენჰემი” “ინტერის” ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს

La Repubblica-ს ცნობით, “ინტერის” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ორი ინგლისური კლუბი ჩაერთო. 23 წლის მარსელო ბროზოვიჩი “ინტერს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალი” და “ლივერპული”
მზადაა 7 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადონ.

“ევერტონმა” სტოუნზის ჩამნაცვლებელი იპოვა

The Sun-მა გვამცნო, რომ “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი მზადაა კლუბის დატოვების საშუალება მისცეს ჯონ სტოუნზს, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. მის შემცვლელად კი კუმანი ლამინე კონეს მოყვანას აპირებს, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 15 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

სიმეონე: “გრიზმანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისურით 32 გოლის გატანა მოახერხა.

“გრიზმანი ძალიან ბევრს შრომობს, ამიტომაც ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ვფიქრობ, საუკეთესო გზა პროგრესისაკენ მოსმენის უნარია. ჩემი აზრით, დღესდღეისობით, ანტუანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”
, – თქვა გრიზმანმა.

სიმეონე: ” მადრიდულ დერბიში ბიუჯეტი არაფერს წყვეტს”

მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე, “როხიბლანკოს” თავკაცმა, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

” შეიძლება ტურნირში ბიუჯეტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ “რეალს”. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.”

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ დაპირისპირებაში, რომელიც შაბათს, თბილისის დროით 19:00-ზე გაიმართება მონაწილეობას ვერ მიიღებს გარეთ ბეილი და მარსელო.

TOP 7: დიდი ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული მწვრთნელები გახდნენ

შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა კარგ მწვრთნელობასთან არ ასოცირდება. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამონაკლისიც გვაქვს. დღეს წარმოგიდგენთ 7 ადამიანს, რომლებმაც როგორც სათამაშო, ასევე სამწვრთნელო საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

იოჰან კრიუფი

Johan Cruyff of Barcelona

ლეგენდალურმა ჰოლანდიელმა სახელი ”აიაქსში” თამაშით გაითქვა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში კრიუფი 1964-1973 წლებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 190 გოლის ავტორი გახდა. სამშობლოში ასპარეზობის პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო. იგი ამის შემდეგ ”ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც 5 წელი ითამაშა. მფრინავი ჰოლანდიელი სამჯერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამწვრთნელო საქმიაობაში დიდ წარმატებას მან სწორედ კატალონიელთა მესაჭის როლში მიაღწია. ”ბარსელონაში” კრიუფმა   ახალი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა, თანამედროვე ფეხბურთში კი მის მიმდევრად პეპ გვარდიოლა სახელდება. კრიუფი დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელადაა მიჩნეული.

კენი დალგლიში

Blackburn Rovers Manager Kenny Dalglish

”მეფე კენი”, როგორც მას ”ლივერპულის” გულშემატკივრები ეძახიან, მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1977-1990 წლებში ასპარეზობდა. იქამდე კი შოტლანდიელი ფორვარდი გლაზგოს ”სელტიკის” ღირსებას იცავდა. დალგლიში ”ლივერპულის” ლიდერი იყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო კარიერა მან სწორედ ”ენფილდზე” დაიწყო. 1985-91 წლებში შოტლანდიელმა მერსისაიდელებს 11 ტიტული მოაპოვებინა. იგი ”ლივერპულს” მწვრთნელის რანგში 2011-12 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და თანამდეობაც მალევე დატოვა. სხვა და სხვა დროს ასევე ”მეფე კენი” ”ბლექბერნს” და ”ნიუკასლს” ედგა სათავეში.

ანტონიო კონტე

Italy v Romania - International Friendly

იტალიელმა საფეხბურთო კარიერა ”ლეჩეში” დაიწყო, თუმცა მისი წარმატება ”იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება. კონტე ტურინელთა მაისურით 1991-2004 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 296 მატჩში 29 გოლის ავტორი გახდა. ყოფილ ნახევარმცველს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერია ა ხუთჯერ აქვს მოგებული. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც კონტემ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. იტალიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს ”არეცოში” დაიწყო. 2011 წელს კი მან ”იუვენტუსი” ჩაიბარა. ”ბებერმა ქალბატონმა” მისი მესაჭეობით სამჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ამჟამად კონტე იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაწვრთნის

დიეგო სიმეონე

FBL-ESP-LIGA-ATLETICO-ESPANYOL

“არგენტინელ ჯარისკაცს”, როგორც მას ეძახდნენ, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ”ჩოლოს” კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მან მსაჯს დევიდ ბექჰემი გააძევებინა. ამის გამო სიმეონეს ”ცუდი ბიჭი” შეარქვეს. არგენტინელ ნახევარმცველს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. ამჟამად სიმეონე მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ლორან ბლანი

Real Madrid CF v Paris Saint-Germain - UEFA Champions League

ყოფილმა ფრანგმა მცველმა საფეხბურთო კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია. 1998 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2000 წელს კი ბლანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ირგუნა. საკლუბო კარიერაში გამოსარჩევი მისი ”ბარსელონაში”, ”ინტერსა” და ”მანჩესტერში” გატარებული პერიოდია. ფრანგმა სამწვრთნელო კარიერაში სახელი ”ბორდოში” გაითქვა, როდესაც ჟირონდელებთან ერთად 2008-09 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ბლანმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშა. ამჯამად იგი ”პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელია.

კარლო ანჩელოტი

FBL-ESP-LIGA-REALMADRID-ALMERIA

ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა ”პარმაში” დაიწყო, პირველი ტიტული კი ”რომაში” ასპარეზობის პერიოდში მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ”მილანი” სადაც 56 წლის დამრიგებელი 8 ტიტულის მფლობელი გახდა.  სამწვრთნელო საქმიანობაში მისი თავდაპირველი წარმატება სწორედ ”როსონერის” უკავშირდება. ”ლომბარდიელებს” მან ყველა საკლუბო ტიტული მოაპოვებინა. შემდეგ კი ”ჩელსი”, ”პსჟ” და მადრიდის ”რეალი” იყო. ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მან ასევე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იგი მომავალი სეზონიდან სათავეში მიუნხენის ”ბაიერნს” ჩაუდგება და შეეცდება, თავის შესანიშნავ კარიერას კიდევ არაერთი ტიტული შემატოს.

პეპ გვარდიოლა

FBL-GER-BUNDESLIGA-HANNOVER-BAYERN MUNICH

”ბარსელონას” ლეგენდამ სახელი სწორედ ამ გუნდში ასპარეზობით გაითქვა. ყოფილი მცველი ”კატალონიელთა” მაისურით არა ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იგი ”ბლაუგრანას” ღირსებას 1990-2001 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 263 შეხვედრა ჩაატარა. გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. მან გუნდში ახალი სათამაშო ფილისოფია დაამკვიდრა, რითაც ”კამპ ნოუს” ბინადრები მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქცია. გვარდიოლა ამჟამად მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელია, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სათავეში მანჩესტერ ”სიტის” ჩაუდგება.

დიეგო სიმეონემ ლუსიანო ვიეტოს ვარჯიშზე დასცინა (ვიდეო)

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ მადრიდის “ატლეტიკომ” “ვილიარეალიდან” ლუსიანო ვიეტო დაიმატა. 21 წლის ნახევარმცველმა ახალ გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და როგორც აღმოჩნდა, ვარჯიშები მისთვის ძალიან დამღლელიც იყო.

დიეგო სიმეონე “ლევერკუზენის” მწვრთნელის წინააღმდეგ (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლევერკუზენის “ბაიერისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

დიეგო სიმეონეს შვილმა არგენტინის ნაკრებში გაიბრწყინა (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონე შვილმა, 19 წლის ჯოვანი სიმეონემ სუდამერიკანას თასზე, 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ ტურნირზე გაიბრწყინა.

ჯოვანი სიმეონემ ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

მწვრთნელები, რომლებიც თავის ყოფილ გუნდებს წვრთნიან

გთავაზობთ იმ მწვრთნელთა ჩამონათვალს, რომლებიც ამჟამად იმ გუნდებს წვრთნიან, რომლებშიც თავად თამაშობდნენ.

ლუის ენრიკე – “ბარსელონა”

ruea2da6ac3f6

დიეგო სიმეონე – მადრიდის “ატლეტიკო”

rue1b66b0e23f

გასიკა გარიტანო – “ეიბარი”

rueac6ec90139

ედუარდო ბერიცო – “სელტა”

ruea1a5b0e1fd

სერხიო გონსალესი – “ესპანიოლი”

rue005a359d9e

პაკო ხამესი – “რაიო ვალეკანო”

ruea37e48b976

ერნესტო ვალვერდე – ბილბაოს “ატლეტიკი”

ruec19ed9485a

სინიშა მიხაილოვიჩი – “სამპდორია”

rue2accac1520

ფილიპო ინძაგი – “მილანი”

rue8b0859482e

ჯუზეპე იაკინი – “პალერმო”

rueac0471e62c

როლანდო მარანი – “კიევო”

ruef1e551ddba

ჯანფრანკო ძოლა – “კალიარი”

rue3279a0b493

ვიქტორ სკრიპნიკი – “ვერდერი”

ruecab0292291

კრისტიან შტრაიხი – “ფრაიბურგი”

rue8086083737

გარი მონკი – “სუონსი”

rue4d0607f2e0

ალან პარდიუ – “კრისტალ პალასი”

rue47b4bc1051

ორი მწვრთნელის დუელი

დღეს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” მეტოქის ვინაობა გაირკვევა.

მოურინიოს საკუთარი და გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვის სჭირდება რაიმე სერიოზული გამაღიზიანებელი. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთის პორტულაიელი მწვრთნელი ასეთად მეტოქე გუნდის თავკაცს ან მის მოთამაშეებს აღიქვამს.

“ჩელსის” უპირატესობას დღეს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გამარჯვებულის ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა მოთამაშეთა დიდი გამოცდილებაა. ტერი, ლამპარდი, ეშლი კოული  დონეზე თამაშს დიდი ხანია მიჩვეულნი არიან. ასეთი მდიდარი საფეხბურთო ბიოგრაფიის მქონე მოთამაშეები “ატლეტიკოს” არ ყავს. მადრიდელთა შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დავიდ ვილიაა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 46 მატჩი აქვს ჩატარებული. შედარებისთვის ტერის – 97, ლამპარდს – 102, ეშლი კოულს კი – 104.

დიდი ალბათობით სიმეონემ რამდენიმე უძილო ღამე გაატარა “ჩელსისთან” საგანგებო ტაქტიკაზე მუშაობისას. “ატლეტიკოს” ოპონენტთა უმრავლესობა მადრიდელებს შემტევი ფეხბურთით უპირისპირდებოდა, რაც “ატლეტიკოსთვის” საკმაოდ მოსახერხებელი იყო. “ჩელსი” პირველ შეხვედრაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო და სავსებით ლოგიკურიც გახლდათ, რომ მადრიდელებმა არც თუ ისე ბევრი მომენტი შექმნეს.

მოურინიოს რომ საზოგადოების აზრი დიდად არ აინტერესებს ახალი ამბავი არ არის. პორტუგალიელმა შესაძლოა “სტემფორდ ბრიჯზეც” ჩაკეტოს თამაში და მისთვის დამახასიათებელი, ფრთხილი ფეხბურთი ითამაშოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელებმა ყველა საშინაო მატჩი პირველ ნომრად ჩაატარეს.

არის თუ არა სიმეონეს და მოურინიოს არსენალში რაიმე ისეთი, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს გააკვირვებს ეს დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ერთი კი ფაქტია, “ჩელსის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე ორი ქარიზმატული მწვრთნელის დუელად იქცა, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებულობისა ბევრი საერთოც აქვთ.

მოურინიო: “სიმეონე ჩემზე უკეთესი მწვრთნელი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მასსა და მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცის დიეგო სიმეონეს შედარებაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიმეონე მასზე უკეთესი მწვრთნელი არ არის.

“არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ სიმეონე ჩემზე უკეთესი მწვრთნელია. თუ ერთს თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მეორეს გაცილებით ნაკლები, მაშინ მათი ერთმანეთთან შედარება უადგილოა”, – ამბობს მოურინიო.

სიმეონე: “ხავისა და ინიესტას ფიქრის დრო არ მივეცით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ ისინი ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, “ატლეტიკომ” “ბარსელონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, თუმცა ისეთი პრესინგი განვახორციელეთ, რომ ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ ვაძლევდით”, – ამბობს სიმეონე.

სიმეონე: “ატლეტიკოს საბოლოო შედეგით შეაფასებენ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონებ “გრანადასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“პირველ ტაიმში უფრო კომფორტული უპირატეობის მოპოვების შანსი გვქონდა, თუმცა მოწინააღმდეგემ მათი გამოყენების შანსი არ მოგვცა. მინდა ავღნიშნო, რომ დაცვის ხაზმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

მთლიანობაში შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, მაგრამ “ატლეტიკოს” გამოსვლას საბოლოო შედეგით შეაფასებენ. ჩემპმიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე უპირატესობას უკეთესად მომზადებული გუნდი მოიპოვებს.

მადრიდი და ბარსელონო ბოლომდე იბრძოლებენ და მათ უამრავი პლიუსი აქვთ. მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ ამ მძიმე ბრძოლაში ჩვენ ბოლომდე გვეყოფა ძალები” – განაცხადა სიმეონემ.