ტიურამის შვილს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა

გუშინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ლილიან ტიურამის შვილ მარკუს ტიურამს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა.

“სოშოს” 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, საფრანგეთის მეორე ლიგის 29-ე ტურში “შატორუს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) შეცვლაზე შევიდა და მოედანზე 7 წუთი დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ ლილიან ტიურამმა ფეხბურთელის კარიერა 2008 წელს დაასრულა. იგი საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია (142 მატჩი). ტიურამის თავის დროზე “მონაკოს”, “პარმას”, ტურინის “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

 

გულშემატკივარმა მეტიუ ვალბუენას თოჯინა ესროლა

29 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “სოშოსა” და “მარსელს” შორის გამართულ მატჩში, გულშემატკივარმა მარსელელთა ნახევარმცველ მეტიუ ვალბუენას თოჯინა ესროლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის სასწაულებრივად ძლიერი დარტყმა

7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “სოშო” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა საჯარიმო დარტყმით მოახერხა.

საშინელი ტრავმა: “სოშოს” ფეხბურთელს ფეხი მოტეხეს

2 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “სოშომ” საკუთარ მოედანზე “სენტ-ეტიენი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “სოშოს” ნახევარმცველს, ტომას გუბერტს ფეხი მოტეხეს.