სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი იოჰანესბურგში მოკლეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი, მეკარე სენზო მეივა იოჰანესბურგში მოკლული იპოვეს.

როგორც ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური წერს, მეივა მეგობარი გოგონას სახლში იმყოფებოდა, როცა მას ორი უცნობი პირი ესტუმრა და შელაპარაკების შედეგად, იარაღი გამოიყენა. ამავდროულად, ინციდენტის დროს გარეთ კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ სამივე პირი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

მეკარე, რომელსაც სექტემბერში 27 წელი შეუსრულდა, „ორლანდო პაირეტსის“ ღირსებას იცავდა.

აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ და „ორლანდო პაირეტსმა“ უკვე დაადასტურეს და დაზარალებულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა

სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იზეიმა. და აი, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ფურია როხა“ ამ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩის 56-ე წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს. შეტევა პარკერის დარტყმით დასრულდა – ბურთის კარის ხაზიდან გამოტანას ნაჩო მონრეალი ცდილობდა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მაოხერხა.

სხვა მომენტებიდან აღსანიშნავია ვიქტორ ვალდესის ტრავმა, რომელიც „ბარსელონას“ მეკარემ მეორე ნახევარში მოედანზე გასვლის შემდგომ მიიღო. ვალდესი პეპე რეინამ შეცვალა, რითაც სამხრეთ აფრიკელთა სათადარიგოთა სკამი უკმაყოფილო დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, მატჩამდე მხარეები მაქსიმუმ ექვსი ცვლილების გაკეთებაზე შეთანხმდნენ, ესპანელებს კი ექვსივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდათ.

შესანიშნავი მომენტების მიუხედავად, დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს, რითაც ბოლო მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

სამხრეთ აფრიკა – ესპანეთი 1:0
გოლი: პარკერი 56′
სამხრეთ აფრიკა: ხუნი, გნონგკა, ხუმალო (ხულუ 46′), ნტეტე, მატლაბა, ფურმანი, ჯალი (მოკოტჟო 49′), კლაასენი (ჩაბალალა 46′), მანიზა (სუნგუ 61′), პარკერი (პატოსი 90+3), რანტი
ესპანეთი: კასილიასი (ვალდესი 46′, რეინა 78′), არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, მონრეალი, ბუსკეტსი, ხაბი ალონსო (მატა 61′), ინიესტა (კოკე 74′), პედრო (ესუს ნავასი 61′), ვილია (ნეგრედო 56′), ლორენტე (კასორლა 46′)
გაფრთხილება: ჩაბალალა
ალექსანდრე მატევოსოვი