კასილასის შეცდომა თუ უცნაური ტრაექტორია – გოლი ესპანელთა კარში

9 ოქტომბერს, სლოვაკეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში იკერ კასილასმა ასეთი გოლი გაუშვა:

კლაუდიო ბრავომ რეკორდი დაამყარა

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავომ 4 ოქტომბერს, “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის 21-ე წუთზე ახალი რეკორდი დაამყარა. ბრავომ საკუთარი გუნდის კარი ჩემპიონატის პირველი 561 წუთის განმავლობაში მშრალად შეინახა.

აქამდე, რეკორდი “ბარსელონას” ყოფილ კარის დარაჯს პედრო მარია არტოლას ეკუთვნოდა.

ელ ჰადადი: “ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნირ ელ ჰადადი აცხადებს, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში მისი ბავშობის ოცნება იყო.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, მაკედონიის ნაკრებთან გამართულ მატჩში ვისენტე დელ ბოსკემ 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე 77-ე წუთზე შეიყვანა.

“ყოველთვის მინდოდა, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, ეს ჩემი ბავშოვბის ოცნება იყო, რომელიც ახლა ავიხდინე”, – ამბობს ელ ჰადადი.

ესპანეთის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანეთის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. “ფურია როხამ” ვალენსიაში მაკედონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 5:1 გაანადგურა. ესპანელთაგან გოლები გაიტანეს: სერხიო რამოსი (15′, პენ), პაკო ალკასერი (17′), სერხიო ბუსკეტსი (45+3′), დავიდ სილვა (50′), პედრო როდრიგესი (90+1′).

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

“ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ახალი ეტაპი დავიწყეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე იმიჯი ოდნავ შევილახეთ. დაკარგული ნდობა უნდა აღვადგინოთ, კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და ქულები დავაგროვოთ, რათა ევრო-2016-ზე ვითამაშოთ”, – ციტირებს დელ ვოსკეს სიტყვებს Todomercado.

 

რამოსმა პანენკას სტილში გაიტანა

8 სექტემბერს ესპანეთისა და მაკედონიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (5:1) ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა.

პოლ პოგბამ კარვახალსა და კასორლას თავბრუ დაახვია

საფრნაგეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში პოლ პოგმამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არაერთხელ მოატყუა.

სერხიო ბუსკეტსი ნოკაუტში ჩააგდეს

საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში სერხიო ბუსკეტს სახეში ძლიერად დარტყმული ბურთი მოხვდა.

საფრანგეთი – ესპანეთი 1:0

ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, ლოიკ რემის მიერ 73-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

ტექნიკური სერხიო რამოსი

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე სერხიო რამოსმა ბურთით ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა.

რამოსი: “ესპანეთის ნაკრებს ჩავისა და ალონსოს შემცვლელები ჰყავს”

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ ესპანელებს ჩავისა და ალონსოს შემცვლელები ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ორივე ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულეს.

“ორივე, ჩავიც და ალონსოც ჩვენი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, მათ გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ ესპანელებს ამ ორი ფეხბურთელის შემცვლელები გვყავს”, – ამბობს რამოსი.

პაუ გასოლმა ბრაზილია გაანადგურა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი დღის ცენტრალურ მატჩში ტურნირის მასპინძლებმა ბრაზილია 19 ქულით დაამარცხეს.

A ჯგუფი:

ბრაზილია – ესპანეთი – 63:82 (14:30, 18:15, 15:21, 16:16)

ბრაზილია: უერტასი (8), ბარბოსა (11), ალექს გარსია (2), ნენე (7 + 5 მოხსნა), სპლიტერი (6) – სტარტი; ვარეჟაო (10), ვიეირა (7 ქ. + 5 მ.), ტეილორი (4 ქ.), მაჩადო (3 ქ.), ნეტუ (2 ქ.), ჰეტსჰმაიარი (0)

ესპანეთი: რუბიო (2), ნავარო (10 ქ. + 4მ.), რუდი ფერნანდესი (6 ქ.), მარკ გასოლი (8 ქ. + 5 მ.), პაუ გასოლი (26 ქ. + 9 მ.) – სტარტი; სერხიო როდრიგესი (12 ქ.), ლიული (7 ქ.), იბაკა (5 ქ. 5 მ.), კალდერონი (5 ქ.), რეიესი (1 ქ.), აბრინესი (0 ქ.), კლავერი (0 ქ.)

ესპანეთის მეოთხე დივიზიონის ერთ-ერთ მატჩში კუთხურიდან ჩაახვიეს

ესპანეთის მეოთხე დივიზიონში, “აროსასა” და “პორტონოვოს” შორის გამართულ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქის კარში კუთხურიდან ჩაახვია.