ესპანეთის ნაკრებს სტადიონზე გენერატორი აუფეთქდა

ესპანეთის ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე სტადიონის გენერატორი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

კუნძულ მალიორკაზე მდებარე ქალაქ პალმას სტადიონ „იბეროსტარზე“, დღეს ესპანელებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში ბელორუსის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ.

უცხოური პრესის ცნობით, სტადიონზე სარეზერვო გენერატორი ჩართეს და ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგა. სწორედ ასეთ პირობებში მოუწიათ „ფურია როხას“ ფეხბურთელებს საღამოს ვარჯიშის ჩატარება.

ფიფას დელეგატი თვლის, რომ მატჩის გადადების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის.

ამასვე ამტკიცებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე ხორხე კარეტერო, რომლის თქმითაც, ესპანეთისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი დაგეგმილ დროს დაიწყება.

შეხვედრა „იბეროსტარზე“, ჩვენი დროით 00:00 საათზე უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს, ის ქალაქ ალბასეტეში მდებარე „კარლოს ბელმონტეზე“, 15 ოქტომბერს შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ბექა დოგრაშვილი

ესპანელები: ჩვიდმეტი სამის წინააღმდეგ

საინტერესო ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების 17 მინდვრის მოთამაშე გოლი გაუტანოს გუნდის სამ მეკარეს.

ყველაზე ცუდი ფორმა მსოფლიოში?!

ინტერნეტ-სივრცეში ესპანეთის მესამე დივიზიონის ერთ-ერთი კლუბის მაისურის ფოტოები გავრცელდა, რომელმაც ბევრი ადამიანი გააოცა. ქალაქ მურსიის კლუბ “ლა ოია ლორკას” ესპანური ბოსტნეულის გუნდსაც კი უწოდებენ.

ფორმა 2

 

2013/14 – საუკეთესო გოლის აღნიშვნები ესპანეთის ჩემპიონატში

გთავაზობთ საუკეთესო გოლის აღნიშვნებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013/14 წლების სეზონში.

საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გავიდა

დასრულდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით – 72:75 დასრულდა.

პირველი მეოთხედი ესპანელთა ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მეოთხედში თავისი უპირატესობა ესპანეთმა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 34:20 დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ფრანგებმა თამაშის სცენარის თავიდან ბოლომდე შეცვლა მოახერხეს. მესამე მეოთხედი მათ 15:23 მოიგეს, ხოლო ძირითადი დროის ბოლო ათ წუთში 16:22 იმარჯვეს. შედეგად, თამაშის ძირითადი დრო ანგარიშით 65:65 დასრულდა.

დამატებით დროში კი როგორც უკვე გითხარით უკეთესად საფრანგეთმა ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 3 ქულით აჯობა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ტონი პარკეტი გახდა, რომლის მონაგარმაც 32 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა.

ესპანეთი – საფრანგეთი 72:75 ოვერ ტაიმი (18:14, 16:6, 15:23, 16:22, 7:10)

ესპანეთი: რუბიო (2 ქ. 4 მ.), კალდერონი (4 ქ.), ფერნანდესი (17 ქ.), კლავერი (3 ქ.), გასოლი (19 ქ. 9 მ. 3 ბ. 6 დ.) – სტარტი; როდრიგესი (11 ქ. 6 მ. 9 გ.), ლიული (6 ქ.), სან ემეტერიო (5 ქ.), აგილარი (3 ქ.), რეი (2 ქ.), მუმბრუ (0)

საფრანგეთი: პარკერი (32 ქ. 5 მ. 5 დ.), ჟელაბალი (7 ქ. 5 მ.), ბატუმი (3 ქ.), დიაო (8 ქ. 8 მ.), აჟინკა (3 ქ. 6 მ.) – სტარტი; დიო (10 ქ.), პიეტრუსი (5 ქ. 8 მ.), დე კოლო (3 ქ.), პეტრო (2 ქ.), ლოვერნი (2 ქ.), კიუდი (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 16/36 (44,4%) – 17/43 (39,5%)

სროლები შორი დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 9/21 (42,9%)

მოხსნები: 36-40. გადაცემები: 16-11. დაკარგვები: 18-15

ალექსანდრე მატევოსოვი

საქართველო – ესპანეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთვის ბოლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად 19 წლის ბექა ბურჯანაძე მივიდა. ეპანელთა მხარე მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ და ხერმან გაბრიელმა წარმოადგინეს.

ბექა ბურჯანაძე:
„პირველ ნახევარში ესპანეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა და ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გადაღლილი იყო გუნდის ბირთვი და ასეთ სიტუაციაში ძნელია ძლიერ მეტოქესთან თამაში. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა ახალგაზრდებს და მათ შორის მეც თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა, რითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს აჩვენებს“.

ხერმან გაბრიელი:
„თამაში თავიდან არ წაგვივიდა, საქართველოს ნაკრებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაგვიწია. შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ინიციატივას დავეუფლეთ. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

იგორ კოკოშკოვი:
„ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და მატჩის დაწყებიდან კარგა ხანს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მერე კი ესპანეთმა თავისი ძალა გამოაჩინა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ლიდერები გადაღლილები იყვნენ, შანსი ახალგაზრდებს მივეცით და მათ ღირსეულად ითამაშეს“.

ხუან ორენგა:
„ქართველებმა მატჩი ზონური დაცვით დაიწყეს, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა. თავდაპირველად ვერ ვახერხებდით დაცვის გარღვევას, თუმცა შემდეგ სწრაფმა თამაშმა და სათადარიგო კალათბურთელების აქტიურობამ უპირატესობა მოგვიტანა. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ“.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონთან ღირსეული თამაშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ევრობასკეტის დასკვნით მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს შეხვდნენ. ქართველებმა ესპანეთთან შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის – მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარეს. ამავდროულად, კოკოშკოვმა სლოვენიაში გამართული მატჩებიდან სწორედ ესპანეთთან მისცა ყველაზე მეტი დრო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.

საქართველომ მძლავრად ითამაშა მატჩის პირველი მეოთხედი, რომლის მოგებამდეც მცირედი დააკლდა, თუმც სერხიო როდრიგესის საჯარიმოების წყალობით ესპანელებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს და პერიოდი 17:17 დასრულდა. ქართველები არც მეორე მეოთხედში გატყდნენ და პერიოდის უმეტესი დრო ლიდერობდნენ. ესპანელებმა გარდატეხა პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეიტანეს, როცა 27:28 ჩამორჩენილებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და საბოლოო დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:29.

მესამე პერიოდში ევროპის ჩემპიონებმა შორი სამიზნე გაისწორეს – სერხიო როდრიგესმა, რუდი ფერნანდესმა, სერხიო ლულმა არაერთი შორი სროლა ჩააგდეს და ესპანელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. სათადარიგოები მანამდეც გამოდიოდნენ ხოლმე მოედანზე პერიოდულად, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულიდან კოკოშკოვმა ახალგაზრდებს მეტი გაქანება მისცა, ხოლო ბოლო პერიოდის უმეტესი დრო მოედანზე სათადარიგოები იყვნენ.

შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი დუდა სანაძემ, ბესო ლეჟავამ, ნიკა მეტრეველმა, ოთო ფხაკაძემ, ბექა ბურჯანაძემ. ყველა მათგანმა იბრძოლა, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და პლანეტის რჩეული კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. სათადარიგოებით მოთამაშე ქართველებმა ბოლო პერიოდი 1 ქულით დათმეს და მატჩი მთლიანობაში 59:83 წააგეს.

საქართველო ღირსეულად ემშვიდობება ევროპის ჩემპიონატს, სადაც პოლონეთის განადგურებისა და ხორვატია-სლოვენიასთან დასანანი წაგებებით გადაღლილი ჩეხებთან დამარცხდა, ბოლოს კი ახალგაზრდა მოთამაშეების ხარჯზე ესპანეთთან იმედიმომცემი შეხვედრა ჩაატარა.

სლოვენია ქართველებისთვის დასრულდა, წინ კი უკრაინაა – 2015 წლის ევროპირველობა.

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23829&lng=en

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

დელ ბოსკე: „გვინდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ყველას მივცეთ“

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თავის ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ ჩილესთან გასამართ მატჩს სერიოზულად მიუდგნენ. ცნობისთვის, შეხვედრა ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ხვალ, შვეიცარიაში შედგება. „ფურია როხას“ თავკაცი ამბობს, რომ წინა მატჩთან შედარებით, გუნდი გადასხვაფერებული შემადგენლობით ითამაშებს.

„ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებთან მომდევნო თვეში გასამართი მატჩებისთვის ყველა სათანადოდ მოემზადოს. გვინდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ყველას მივცეთ. თუ ჩილეს ნაკრებს სერიოზულად არ მივუდგებით, პრობლემები გვექნება. ჩვენი მეტოქე მაღალ დონეზე თამაშობს და ყოველთვის უტევს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელმაც ნაკრებისთვის ბევრი რამ გააკეთა და კიდევ გააკეთებს, თუმცა ეროვნული გუნდის კარს არავის ვუკეტავთ“, – დელ ბოსკეს სიტყვები  AS-მა გამოაქვეყნა.

ამხანაგური მატჩი ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი