მოურინიო: “ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან, ვინ იყო ის – 40 წლის შემდეგ რონალდუზეც ასე იტყვიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან ვინ იყო ის. 40 წლის შემდეგ მათ ბავშვებს ეცოდინებათ, ვინ იყო რონალდუ. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.”

პორტუგალიელები ერთად მუშაობდნენ მადრიდის “რეალში”. თუმცა, ჟოზეს მიერ “ბლანკოსის” დატოვების შემდეგ, მათ შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. “წითელი ეშმაკების” მწვრთნელს ამაზეც ჰკითხეს.

“ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილია და ამ თემაზე ხალხში საუბარი არ მსურს. ბევრი რამე დაიწერა ჩემზე და რონალდუზე, თუმცა უმეტესობა მართალი არ იყო. რაც მთავარია, მასთან პირადული პრობლემები არ მაქვს. ვფიქრობ, ისიც იმავეს გრძნობს ჩემთან დაკავშირებით,” – აცხადებს მოურინიო.

რონალდუ: “შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი მინდა”

დღეს კრიშტიანუ რონალდუმ რიგით მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო.

პარიზში გამართული დაჯილდოვების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი კარიერის ფანტასტიკური მომენტია. მეხუთე ოქროს ბურთის მოგების იმედი დიდი ხნის მანძილზე მქონდა. საბოლოოდ, ის გამართლდა. ეს წელი, მართლაც, საოცარი იყო. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, თანაც, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გავხდი. სწორედ ეს ტიტულები დამეხმარა, რომ ინდივიდუალური ჯილდო მომეგო.”

“მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ და აქ დარჩენა მინდა. სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას “რეალში”, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. მინდა შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი. ვიმედოვნებ, ამ დონეზე თამაშს რამდენიმე წლის მანძილზე გავაგრძელებდა მესისთან ბრძოლაც გაგრძელდება,” – აცხადებს რონალდუ.

ზიდანი: “დავიღალე, ერთი და იმავე რამის განმეორებით!”

ხვალ მადრიდის “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექსვე ტურის დაპირისპირებას გამართავს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მინდა, კრიშიტიანუ რონალდუს თემას შევეხო. ვფიქრობ, ის მეტ პატივისცემას იმსახურებს. ის იმდენად კარგია, რომ როცა მცირედი რაღაცაც კი არ მისდის კარგად, ხალხს ეს მაშინვე აოცებს. მათ, ვისაც კრიშტიანუ და კლუბი მართლა უყვართ, იციან, როგორ დააფასონ ის. სულ მცირე ხნის წინ, წინა სეზონში, მას შესანიშნავი პერიოდი ედგა. ახლა კი მხოლოდ ნახევარია გასული, წინ კიდევ ექვსი თვეა.”

“კრიტიკა? ეს საერთოდ არ მაღიზიანებს – ვიცი, რომ ჩემი საქმის ნაწილია. საჭიროა, სიმშვიდე. დარწმუნებული ვარ, წინ წინსვლას შევძლებთ. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს. მძულს, როცა ერთ რამეს ბევრჯერ ვიმეორებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის თამაში მომწონს. მართალია, საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გაგვაქვს, თუმცა სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებ. იცით რატომ? რაღაც ფაქტორები ახლა ამაში ხელს გვიშლიან და ვიცი, ეს ბარიერები აღმოიფხვრება, სრულიად დარწმუნებული ვარ! მთავარია, მომენტის შექმნა არ გვიჭირს.  ამიტომ, არ მაინტერესებს, რას ამბობენ კლუბის გარეთ.”

“ხალხმა არ იცის, რა ხდება შიდა სამზარეულოში. ამიტომ არაადეკვატური შეფასებებისგან თავის შეკავება შესანიშნავი იქნებოდა,” – აცხადებს “ზიზუ”.

ისკო: “რეალს” ისეთივე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორც – შარშან”

გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.

“როცა შედეგი აგვიანებს, მაშინვე იტყვიან, რომ შემადგენლობა შესუსტდა. თუმცა, ჩვენი გუნდი წინა სეზონის მსგავსად, წელსაც ძალიან ძლიერია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრავმების გამო, სრული კოლექტივის გამოყენება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. შეგვიძლა, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.”

“დღევანდელი დღე იყო იმის მაგალითი, რომ გოლების ნაკლებობას განვიცდით. მომენტებს ვქმნით, თუმცა ბოლო ფაზა გვიჭირს. შარშან, რამდენიმე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გავიტანეთ და წელს იღბალი არ გვწყალობს. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია. ნურც მსოფლიო ჩემპიონატი დაგვავიწყდება, რომელზე წარმატების მიღწევაც თავდაჯერებულობის განმტკიცებაში დაგვეხმარება,” – ამბობს ისკო.

რამდენს იღებს რონალდუ ინსტაგრამის ერთი პოსტიდან?

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცია. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს ძალიან ბევრი შემოსავლის წყარო გააჩნია.

საინტერესოა, რომ პორტუგალიელი შემტევი ფულს სოციალურ ქსელში, ინსტაგრამში პოსტის განთავსებითაც შოულობს. იგი სხვადასხვა პროდუქტს უკეთებს რეკლამას. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს თავისი საქონლის რონალდუს გვერდზე მოხვედრა, კრიშტიანუსთვის 308.000 ფუნტის გადახდა უწევს. ნუ დაგვავიწყდება, რომ 32 წლის ფეხბურთელს 116 მილიონი ფოლოვერი ჰყავს.

ამ მხრივ ლიდერობს სელენა გომესი, რომელსაც 424.000 ფუნტს უხდიან. მესამე ადგილზე კიმ კარდაშიანია 385.000 მილიონი ფუნტით.

მასკერანო: “ბარსაში” საუკეთესო წლები უკვე მქონდა, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის”

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ ესპანურ გრანდში მისი დრო, ფაქტობრივად, ამოიწურა.

“ვფიქრობ, ჩემი დრო აქ ამოიწურა. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამდენი დროის შემდეგ, კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება აღარ შემიძლია. შესაბამისად, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის. ამას დამძიმებული გულით არ ვამბობ. აქ ჩემი კარიერის საუკეთესო წლები მქონდა, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.”

“ვფიქრობ იმ ერთ-ერთი ადამიანთაგანი ვარ, რომლებმაც იციან, როდის გამოვდიდნენ სცენიდან. ვხვდები, როდის აღარ შევეფერები კოლექტივს. მინდა, სცენიდნა სწორ დროს გამოვიდე. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ პერიოდს, რა თქმა უნდა “ლივერპულისას” ვერ შევადარებ. მაშინ იქ არსებული მდგომარეობა არ მომწონდა და სწორედ ამიტომ დავტოვე იქაური გუნდი. აქ კი სულ სხვა გრძნობა მაქვს,” – აცხადებს არგენტინელი.

ისკო: “ზიდანმა “რეალში” საუკეთესო პოზიცია მიპოვა”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა თავის მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“ზიდანმა შანსი მომცა, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი შემესრულებინა. ის არის ერთადერთი მწვრთნელი გუნდში, რომელიც ჩემს პოზიციაზე მათამაშებს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა უფრო შემემატა თავდაჯერებულობა. სწორედ ამიტომ, ფრანგი სპეციალისტი ჩემთვის გამორჩეულია.”

“მინდა, “ზიზუ” გუნდში დიდ ხანს დარჩეს. მის ხელში როგორც მე, ასევე მთლიანად გუნდი თავს კარგად გრძნობს. ერთიანი კოლექტივი ვართ, რომელსაც ძლიერი წინამძღოლი ჰყავს – ჩვენ კიდევ დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია,” – აცხადებს ისკო.

ლა ლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ უქმეებზე ლა ლიგა სანტანდერში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს ტურის სიმბოლურ გუნდს.

რობერტო, ჯონი, სავიჩი, კაბრალი, ფილიპე ლუისი, ევერ ბანეგა, კაზემირო, პორტუ, ადნან იანუზაი, კევინ გამეირო, ანტუან გრიზმანი.

“რეალმა” “ფუენლაბრადას” ვერ მოუგო, თუმცა სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის სამეფო თასის მატჩები გაიმართა.

თავისი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა. ანგარიში 25-ე წუთზე ლუის მილამ გახსნა. პირველ ნახევარში მეტო გოლი აღარ გასულა და ის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმში, 62-ე და 70-ე წუთებზე ბორხა მაიორალმა დუბლი შეასრულა და “ბლანკოსი” წინ გაიყვანა. თუმცა, 89-ე წუთზე ლუის მილამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. მოგეხსენებათ, პირველი მატჩი “ბლანკოსს” ჰქონდა მოგებული, 2-0. ორი შეხვედრის ჯამში 4-2 და “რეალი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

 

მესის არჩათვლილი გოლი ტებასს ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების დანერგვისაკენ უბიძგებს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების სისტემა დაინერგება, რითიც საბოლოოდ აღმოიფრხვება არჩათვლილი, ან არასწორად ჩათვლილი გოლების პრობლემები.

ხავიერ ტებასმა მსგავსი განცხადება “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა, როდესაც მსაჯებმა ლეო მესის 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

“ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო, მთელმა ესპანეთმა შენიშნა როგორ გადაკვეთა ხაზი ბურთმა. ბრმა ვიქნები, საწინააღმდეგო რამ რომ ვთქვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონიდან ვიდეოგამეორებების დახმარებით მსგავსი ტიპის პრობლემებს თავიდან ავიცილებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალ სეზონში ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ,” – აცხადებს ტებასი.

ვალვერდე: “ხშირად თავს ვერ ვიცავდით, რადგან “ვალენსია” საუკეთესოა კონტრ-შეტევაზე”

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

პრინციპული შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ურთულესი თამაში გამოვიდა. ჩვენ ხშირად კარგად ვერ ვიცავდით თავს, რადგან “ღამურები” კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად გადმოდიოდნენ. ვიცით, რომ ეს გუნდი სახლშია განსაკუთრებით ძლიერი. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილო არ ვარ – დაძაბული წუთების შემდეგ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ქულა მაინც მოვიპოვეთ. მათ დაბალანსებული თამაში დავუპირისპირეთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით მათი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, გუედეშს გამოვარჩევდი,” – აცხადებს ვალვერდე.

დანიელ კარვახალი: “მალაგასთან” კრიშტიანუს ფანტასტიკური თამაში ჰქონდა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, ეს იყო მატჩი, რომელსაც ცოტ-ცოტა ყველაფერი ჰქონდა. პირველ ნახევარში ვდომინირებდით, თუმცა ორი დასანანი გოლი გავუშვით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბევრი შანსი შევქმენით. კრიშტიანუსაც ფანტასტიკური თამაში ჰქონდა. კარგია, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით და ლიდერზე ამით ზეწოლა მოვახდინეთ. მუშაობას განვაგრძობთ და არ ვნებდებით,” – აცხადებს დანი.