„სპარტაკმა“ ანანიძის გარეშე მოიგო

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ „კრასნოდარს“ ეწვია. შეხვედრა დიმიტრი ალენიჩევის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – მოსკოველებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე იურა მოვსესიანმა გაიტანა.

სათქმელია, რომ „სპარტაკის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმს ჯანო ანანიძეს არ უთამაშია – ლეგიონერი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ამ გამარჯვებით „სპარტაკმა“ ოთხი ქულა დააგროვა. შემდეგ ტურში მოსკოველები ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლებენ.

ანანიძის „სპარტაკმა“ სეზონის პირველ მატჩში ათკაციან გუნდს ვერ მოუგო

რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა, სადაც ადგილობრივმა „სპარტაკმა“ სარანსკის „მორდოვია“ მიიღო – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

სტუმრები უვკე მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, ანგარიში ჰარის ჰანძიჩმა გახსნა. თორმეტ წუთში ანგარიში სერდან ტასკიმ გაათანაბრა. 31-ე წუთზე შეურაცხმყოფელი ჟესტისთვის „მორდოვიის“ ლეგიონერმა ემანუელ ფრინპონგმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ – გოლი დიმიტრი სტოცკიმ გაიტანა, 79-ე წუთზე კი „სპარტაკმა“ წონასწორობის აღდგენა მეორედ შეძლო – ამჯერად თავი ზე ლუისმა გამოიჩინა.

ჯანო ანანიძემ ამ შეხვედრაში 78-ე წუთიდან ითამაშა, ქართველმა მოედანზე სარდი ტასკის ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, 2:2 და „სპარტაკმა“ სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო. მეორე ტურში დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე „კრასნოდარი“ იქნება. შეხვერა 26 ივნისს, კრასნოდარში გაიმართება.

სან-მარინოელი ფეხბურთელები ჯანო ანანიძის გუნდის ფორმების მოპარვას ცდილობდნენ

სან-მარინული „ლა ფიორიტას“ ფეხბურთელები, რომელიც შვეიცარიაში მოსკოვის „სპარტაკთან“ ერთად შეკრებაზე იმყოფებიან და ერთ სასტუმროში ცხოვრობენ, რუსული კლუბის სათამაშო ფორმების მოპარვას ცდილობდნენ.

სასტუმრო „სანტის პარკის“ წარმომადგენელთა თქმით, რამდენიმე მოთამაშე შენობაში შევიდა, სადაც „წითელ-თეთრების“ ფორმის მოპარვას ცდილობდა. ისინი ფორმების რამდენიმე კომპლექტის წაღებას ცდილობდნენ, მაგრამ ვიდეოკამერების დახმარებით ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

სათქმელია, რომ „სპარტაკის“ წარმომადგენლებმა პოლიციაში დარეკვისგან თავი შეიკავეს.

ჯანო ანანიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 12:0 დაამარცხა

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის „სპარტაკმა“ გუშინ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე ავსტრიული „დორნბირნი“ იყო, რომელიც ქვენის ერთ-ერთი დაბალი დივიზიონის წევრია.

პირველ ტაიმში მოსკოველებმა 4 გოლი გაიტანეს, 25-ე წუთზე კი ავსტრიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შესვენების შემდეგ ალენიჩევმა ერთდროულად 10 ცვლილება გამოიყენა და მოედანზე მხოლოდ პაველ იაკოვლევი დარჩა, შეცვლილ ფეხბურთელებს შორის, შესაბამისად, ჯანო ანანიძეც იყო, რომელმაც პირველი 45 წუთში ითამაშა.

შემდეგ მატჩს „სპარტაკი“ შვიდ ივლისს, შვეიცარულ „ლუცერნთან“ გამართავს.

„დორნბირდნი“ – „სპარტაკი“ – 0:12

გოლები: დავიდოვი, 23, 32′, შიროკოვი, 38′, იაკოვლევი 40′, პრომესი 51′, 52′, 67′, 70′, კროტოვი 53′, 85′, პოპოვი 56′, რომულო 87′

ჯანო ანანიძის გუნდის კიდევ ორი მეტოქის ვინაობა გაირკვა

ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკი“ ამჟამად ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდი შვეიცარიაში იმყოფება, სადაც შეკრებას გადის.

დღეს შვეიცარიაში მოსკოველთა კიდევ ორი მეტოქის ვინაობა გიარკვა. სამ ივლისს „სპარტაკი“ შვეიცარულ „ლუცერნს“ შეხვდება, ხოლო შვიდ ივლისს დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე „ფრაიბურგი“ იქნება, რომელმაც განვილილი სეზონი გერმანულ პირველ ბუნდესლიგაში ჩაატარა.

ცნობისთვის, შეკრებაზე პირველ საკონტროლო მატჩს „სპარტაკი“ ხვალ გამართავს. „წითელ-თეთრების“ მეტოქე ავსტრიული „დორნბირნი“ იქნება.

ფელიპე მელო, შესაძლოა, ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდეს

„გალათასარაის“ ნახევარმცველმა ფელიპე მელომ, შესაძლოა, კარიერა იტალიაში, რუსეთში ან ესპანეთში გააგრძელოს.

აქამდე ევროპული პრესა მელოსადმი „ინტერის“ მხრიდან ინერესის შესახებ წერდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფეხბურთელის აგეტნტი მილანსაც ეწვია.

გარდა ამისა, 31 წლის შუახაზელთან დაკავშირებით „გალათასარაის“ წინადადებით მოსკოვის „სპარტაკმა“ და „სევილიამაც“ მიმართეს.

ანანიძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა!

ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელები დღეს კლუბს შეუერთდნენ და „ლუჟნიკების“ სპორტკომპლექსში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

პირველები „სპარტაკის“ ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე და დენის დავიდოვი იყვნენ, მათ შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში დენის გლუშაკოვი და სერგეი პარშივლიუკი გამოჩნდნენ. ჯამში, შემოწმება „სპარტაკის“ თორმეტმა მოთამაშემ გაიარა.

ხვალ დიმიტრი ალენიჩევის გუნდი შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც თორმეტ ივლისამდე დარჩება. წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მოსკოველები ოთხი ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავენ.

ანანიძის „სპარტაკმა“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვნელობით პირველად ივარჯიშა

მოსკოვის „სპარტაკმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის დიმიტრი ალენიჩევის ხელმძღვანელობით დღეს დილით პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ „წითელ-თეთრების“ პრესატაშემ ფიოდორ ტურბინმა განაცხადა.

დღეს იმ მოთამაშეებმა ივარჯიშეს, რომლებმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. „სპარტაკის“ ფეხბურთელების მეორე ჯგუფი იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამჟამად ეს ფეხბურთელები ისვენებენ და სამედიცინო შემოწმებას 24 ივნისს გაივლიან. მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ჯანო ანანიძეცაა.

ანანიძის 19 წუთი და “სპარტაკის” მორიგი მარცხი

მოსკოვის “სპარტაკმა” ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ამჯერად მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე “უფას” უმასპინძლეს და 1:2 დათმეს.

ჯანო ანანიძე ტრადიციულად სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მურატ იაკინმა მას შედარებით მეტი დრო, 19 წუთი დაუთმო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “სპარტაკი” 43 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

მელქაძით და ანანიძის გარეშე – “სპარტაკი” დერბიში განადგურდა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკვური დერბის ფარგლებში “სპარტაკმა” ცსკა-ს უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლი გაუშა.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა ჯანო ანანიძე კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედნაზე გასვლის შანსი არ მისცა. თუმცა, სადებიუტო მატჩი ჩაატარებინა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს, ლევან მელქაძეს, რომელიც მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო.

28 ტურის შემდეგ მოპოვებული 43 ქულით “სპარტაკი” სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.

ანანიძის მწვრთნელი “შტუტგარტზე” ფიქრობს

Fussballinfos-ს ცნობით ჯანო ანანიძის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი, მურატ იაკინი კარიერის გაგრძელებას “შტუტგარტში” აპირებს.

იაკინი “შტუტგარტში” ფეხბურთელობის დროს, 1997-99 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად თასების მფლობელთა თასის ფინალამდეც კი მივიდა. ამჟამად კი “შტუტგარტი” ბუნდესლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

ახალგაზრდა სპეციალისტმა მოსკოვური კლუბი 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. რუსული პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ “სპარტაკი” სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ევროთასების ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

ჯანო ანანიძის „სპარტაკმა“ უიღბლო სერია სარანსკში შეწყვიტა

რუსეთს პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში მოსკოვის „სპარტაკი“ გასვლაზე სარანსკის „მორდოვიას“ შეხვდა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

მოსკოველთა ქართველ ლეგიონერი ჯანო ანანიძე კი სამწუხაროდ კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ანგარიშ შეხვედრის მეორე ნახევრის პირველივე წუთზე კუინსი პრომესმა გახსნა, რომელმაც 78-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 92-ე ტუთზე იბრაიმ ნიასემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ერთ წუთში გოლი შეცვლაზე შესულმა იური მოვსესიანმა გაიტანა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით მურატ იაკინის გუნდმა ოთხმატჩიანი წარუმატრებელი სერია შეწყვიტა, 39 ქულა დააგროვა, თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ ქულით გაუსწრო და სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე ავიდა. შემდეგ ტურში „სპარტაკის“ მეტოქე ყაზანის „რუბინი“ იქნება, რომელიც ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს.

„მორდოვია“ – „სპარტაკი“ 1:3
გოლები: ნიასე 90+2 – პრომესი 46′ (0:1), 78′, მოვსისიანი 90+3′

გაფრთხილებები: გაპონი 23′ – დავიდოვი 60′, პრომესი 70′, მოვსისიანი 86′