დაძაბული მატჩი რუსთავში

რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა.

რუსთაველებმა მატჩი აქტიურად დაიყწეს და დაწინაურება მე-2 წუთზე შეძლეს. სტანდარტიდან ჯოხაძის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმი საკუთარი გუნდის დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავაი, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის ეს უკვე მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და ამ კომპონენტში ცნობილაძე საკუთარ გუნდში საუკეთესოც კი არის.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს გათანაბრების შანსი პირველივე შეტევაში მიეცათ, მაგრამ ფაქტობრივად პირისპირ გასულ ივანიშვილს ბედიაშვილმა დაასწრო. მომენტები შერგელაშვილს და კაჭარავასაც შეექმნათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი რუსთაველთა სახიფათო შეტევებით დაიწყო. “მეტალურგს” ცოტა რომ მოემატებინა მეორე გოლსაც გაიტანდა. მასპინძლები კი ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ. ტერიტორიული უპირატესობა ცხინვალელებმა მოიპოვეს, თუმცა შეხვედრა მომენტების გარეშე მიმიდნარეობდა.

სიმშვიდე, 79 წუთზე დაირღვა, როდესაც მოედნის ცენტრში კილასონიასა და მახარობლიძის შეჯახებას დაპირისპირება მოყვა, რომელიც ლამის გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ლაშა სილაგავამ, რუსთაველთა მხრიდან ყვითელი ბარათით კილასონია დასაჯა, ხოლო მახარობლიძე, რომელსაც ერთი ბარათი უკვე ჰქონდა, დაინდო და ჯარიმაც ცხინვალელთა სასარგებლოდ დანიშნა. ბურთის გათამაშების შემდეგ ბედიაშვილთან პირისპირ ლექვთაძე აღმოჩნდა. “მეტალურგის” მეკარის და “სპარტაკის” შემტევის შეჯახების შემდეგ კი სილაგავამ პენალტი დანიშნა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრები კიდევ უფრო აღაშფოთა. 11-მეტრიანი კაჭარავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა.

დარჩენილ დროში “მეტალურგმა” მთელი გუნდით შეუტია. გატანა სიხარულიძე შეეძლო, ხოლო ცნობილაძე დუბლის გაფორმების შანსიც მიეცა, მაგრამ ბოლო წუთზე დარტყმული ჯარიმა ნადირაძის ნადავლი გახდა.

“სპარტაკმა” ქულა მოიპოვა, თუმცა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაკარგა, “მეტალურგი” კი პირველი წრის ბოლო ტურის წინ მეექვსე ადგილზე დარჩა.

მეტალურგი 1-1 სპარტაკი

გოლები: ცნობილაძე 2′ (1:0); კაჭარავა 80′ (1:1)

მეტალურგი: ბედიაშვილი, კაკაშვილი, ხიზანეიშვილი, მჭედლიშვილი, ქავთარაძე, ცნობილაძე, გელაშვილი (სიხარულიძე 57′), კილასონია, კიტეიშვილი, ჯოხაძე (ვასაძე 69′), ნარიმანიძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სპარტაკი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, მახარობლიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 34′), თექთურმანიძე (ქოჩლაძე 90′), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე, კაჭარავა. 

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“ზესტაფონის” ნანატრი გამარჯვება საშინაო კედლებში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის სამი სასტარტო შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლა.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა, იმერლებმა ლანჩხუთის “გურია” დაამარცხეს და მას შემდეგ საკუთარ მოედანზე გამართულ დაპირისპირებებში გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ. ეს უსიამოვნო სერია სწორედ ცხინვალელებთან დღეს გამართული მატჩით დასრულდა – მარგველებმა ანგარიშით 3-0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის სადებიუტო ნაწილი ზემოიმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანა “ზესტაფონმა” მხოლოდ 23-ე წუთზე მოახერხა – თედორე გრიგალაშვილმა დროული გადაცემით მოამარაგა სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფი თორნიკე კაპანაძე და ამ უკანასკნელმა ცხინვალელთა გოლკიპერ გიორგი ნადირაძეს აუღებელი დაურტყა.

მალევე ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის კარგი შესაძლებლობები ჯაბა დვალსა და თორნიკე კაპანაძეს მიეცათ, თუმცა სტუმართა დაცვის ხაზის თავგანწირული თამაშისა და მასპინძელთა შემტევთა უზუსტობის წყალობით პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცათ – იმერელ მცველთა შეცდომით კარგად ისარგებლა ნიკა კაჭარავამ, რომელიც ბოიან პავლოვიჩთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა “ზესტაფონის” სერბმა გოლკიპერმა გუნდის გარდაუვალი გოლისაგან გადარჩენა მოახერხა.

მასპინძლები მალევე დამშვიდდნენ, მატჩის სადავეები ისევ ხელთ იპყრეს და მალევე თორნიკე კაპანაძეს გოლის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა – ამჯერად მაღალი სპორტული ოსტატობის დემონსტრირება სტუმართა კარის დარაჯმა მოახერხა. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ “სპარტაკის” კარს ჯაბა დვალი ემუქრებოდა, მაგრამ ეროვნული პირველობის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნულ ლიდერს ორივე ეპიზოდში მიზანმა უმტყუნა.

77-ე წუთზე ჯაბამ თავის მორიგი გოლი მაინც გაიტანა – მასპინძელთა კარგ შეტევას სახიფათო დარტყმით ვახტანგ ჭანტურიშვილი აგვირგვინებდა, თუმცა გიორგი ნადირაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე კი ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო და საკუთარ აქტივს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლი შეჰმატა.

82-ე წუთზე, ლევან შარიქაძის მიერ ცხინვალელთა საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმის შემდეგ, ანგარიში სამამდე გაიზარდა. ამის შემდეგ სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გასატანად გაიწიეს, თუმცა, საბოლოოდ, მეტი გოლი აღარ გასულა და იმერლებმა დიდი ანგარიშით გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეორედ იზეიმეს – 3-0.

FCZestafoni.GE

ჯანო ანანიძე “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის 1/16 ფინალში “სმენას” წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს კომსომოლსკში არ გაყვა. აღნიშნულ მატჩს “სპარტაკი” მეორე შემადგენლობით ატარებდა, ანანიძემ კი მაშინ განაცხადა, რომ თავს ძირითადი გუნდის ფეხბურთელად თვლის.

აღნიშნული ინციდენტის გამო ქართველი ფეხბურთელი “სპარტაკის” დუბლებში გადაიყვანეს და ფინანსური სანქციითაც დასაჯეს.

რუსული პრესის ცნობით, ჯანო ანანიძემ მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა, რის შემდეგაც ის “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა.

 

ცხინვალელებთან მატჩის წინ

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” უმასპინძლებენ.

ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან “ზესტაფონის” პირველ დაპირისპირებებს 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი – მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0 და 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე “ცხინვალი” დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის “სპარტაკს”, ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” ერთმანეთში 17-ჯერ უასპარეზიათ: 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 7-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 43:16.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ – ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი “ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას “სპარტაკის” კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული …

ცხინვალის “სპარტაკთან” ხუთშაბათს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.GE

ნიჭი და არაპროფესიონალიზმი – ქართველი ფეხბურთელების „ევროტური“

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენთვის ეს თემა უცხო არასდროს ყოფილა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, გავიდოდა რომელიმე დიდ ტურნირზე ან ყველა მატჩს ღირსეულად მაინც ჩაატარებდა.

დასანანია, როცა გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო მას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ, კრახით სრულდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. მათი უმეტესობა კი  ევროპის ძლიერ ლიგებში გამოდის.

მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. გასაკვირი ამაში არაფერია, 2009-2010 წლების პერიოდში ჯანო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ გამოჩნდა სწორედ ის მოთამაშე, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ფსონი გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, მიღწეულს ჯანოს ვერ დავუკარგავთ, ბოლო წლებში რუსეთის პრემიერლიგის განვითარებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ და აღვნიშნავ, რომ იმ კლუბის მაისურით თამაში, რომელსაც ჩემპიონატის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია ყოველთვის ჰქონდა, პატარა საქმე არაა. თანაც, ჯანო „სპარტაკის“ ერთი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ვინც ამ გუნდის ან პირადად ჯანოს სტატისტიკას ადევნებს თვალყურს, ამაში დაგვეთანხმება. მიმდინარე სეზონი მოსკოველთა ქართველი ლეგიონერისთვის კარგად დაიწყო, მურატ იაკინმა იგი რამდენიმე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რამდენიმეჯერაც ჯანო შეცვლაზე გავიდა.

გასული სეზონი ანანიძემ იჯარით „როსტოვში“ ჩაატარა და თანაგუნდელ არტიომ დიუბასთან ერთად იმდენად კარგი ტანდემი შექმნა, რომ ორივე წელს მოსკოველთა რიგებში გამოჩნდა. რასაკვირველია, ანანიძის ასეთმა თამაშმა მისი და გულშემატკვირების დიდი ხნის სურვილის რეალურად ქცევის წინაპირობა შექმნა. სამწუხაროდ, ვერც ეს იმედი გამართლებულა – სექტემბერში ჯანო სმოლენსკში არ გაფრინდა, სადაც „სპარტაკს“ რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თავისი ეს ქმედება ქართველმა ლეგიონერმა იმით ახსნა, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ასეთი უმნიშვნელო შეხვედრისთვის დამღლელი ფრენა არ სურდა. თავის მხვრივ, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ ჯანოს ეს საქციელი არ აპატია, შედეგად, ანანიძე ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს და, როგორც რუსული პრესა წერს, ხელფასიც დაუკავეს. აი, უკვე მეორე თვეა, რაც ქართველი ტალანტი მოსკოვური კლუბის მეორე შემადგენლობაში თამაშობს. სხვათაშორის, ახალგაზრდულ გუნდში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – ოთხ მატჩში ანანიძემ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, რომელზეც, როგორც ნაკრების, ასევე კლუბის გულშემატკივრები წლების განმავლობაში დიდ იმედებს ამყარებენ, ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

Ananidze

როგორც აღნიშნეთ, ჯანოსთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ვინ იცის, როგორ გააგრძელებდა იგი, რომ არა მისი უპასუხისმგებლო საქციელი.

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ ერთი ის მოთამაშეა, რომლის ქართველ გულშემატკივარს ეიმედება. 2012 წელს ბელორუსის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, შემდგომ საიმედო თამაში უცხოურმა კლუბებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. უკვე მაშინ თორნიკე დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა. 2010 წელს დონეცკელთა მეორე გუნდის რიგებში ქართველმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. 2011 წელს იგი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, თუმცა მალევე იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გაუშვეს, რომელშიც მან ორი წლის განმავლობაში ითამაშა. 2014 წლის იანვარში ოქრიაშვილი ასევე იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, ჩაატარა 10 შეხვედრა და თავი სამჯერ გამოიჩინა.

ზაფხულში თორნიკე დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა. ამ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური ბელგიური „გენკი“ აღმოჩნდა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს – ოქრიაშვილი კლუბში მალევე ჩაირიცხა და მალევე დიდ სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ამის გამო ღამის გატარება ფეხბურთელს განყოფილებაში მოუწია. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა. თურმე, ოქრიაშვილი „კორტრაიკთან“ მატჩში მოგებას თანაგუნდელ ანელე ნგკონგკას სახლში ზეიმობდა, სადაც მისი კიდევ ორი თანაგუნდელი იმყოფებოდა. ნასვამმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს რაღაცის გაყოფა ვერ შეძლეს, რაც ჩხუბშიც გადაიზარდა. რასაკვირველია, „გენკის“ ხელმძღვანელობამ ამისთვის ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ოქრიაშვილმა კი, თანაგუნდელს ოფიციალურ ვიდეოშიც მოუბოდიშა. შემდეგივე ტურის შეხვედრაში თორნიკემ გოლის გატანა მოახერხა და თითქოს, ეს სკანდალი ყველას უნდა დაევიწყებინა. თანაც, ამის ალბათობას სექტემბერში ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლი ზრდიდა. ლოგიკურად, კარგი თამაშისა და უსიამოვნო ინციდენტების მოგვარების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თავისი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის განმავლობაში ასეც იყო, რამდენჯერმე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამწუხაროდ, მალევე ოქრიაშვილმა თანამემამულის, ჯანო ანანიძის ბედი გაიზიარა. ოქტომბრის შუა პერიოდში თორნიკე „გენკის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, რისი მიზეზის ამოცნობა მკითხველისათვის ადვილი უნდა იყოს… დიახ, ოქრიაშვილმა დისციპლინა დაარღვია. თუმცა, ანანიძესგან განსხვავებით, მან არა მატჩი, არამედ ვარჯიში გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამაც ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ მოთამაშის აყვანისას ყურადღებას არამხოლოდ მის თამაშს, არამედ მისი პასუხისმგებლობის უნარსაც მიაქცევდა.

Okriashvili

ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობები რომ გააჩნიათ, ამაში მათ გულშემატკივრები მოყვანილ მაგალითებზეც დაარწმუნეს, თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატების მისაღწევად საკმარისი არც ეს ყოფილა… იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მისმა თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მხრიდან პროფესიონალურად მოქცევის იმედად ვიყოთ…

სპარტაკმა სიონს დაძაბულ ბრძოლაში სძლია

დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

“სპარტაკმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა. ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში ცერცვაძემ გახსნა. მალევე ცხინივალელებს კიდევ ერთი მომენტი შეექმნათ. მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძემ იაქტიურა და ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სუსტად დაარტყა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შემქნეს. ლობჯანიძის ჩაწოდების შემდეგ კარში გაფრინდაშვილმა დაარტყა. ბოლნისელთა მცდელობა ცხინვალელთა მცველმა გაანეიტრალა. აღნიშნულ ეპიზოდში “სიონის” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თერთმენმეტრიანის დანიშნვას საკმაოდ აქტიურად ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით ცხინვალელთა უკანახაზელს ბურთი ხელზე მოხვდა.

მე-17 წუთზე ბოლნისელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი შეექმნათ, რომელიც ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა. “სიონი” შემტევის ჩაწოდებას ამჯერად ისიანი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარისკენ თავით გადაგზავნა – “სპარტაკი” ხარიხამ იხსნა. ზუსტად ერთ წუთში გატანა უკვე სირაძეს შეეძლო, თუმცა გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა…

“სიონის” ეირიშებს 23-ე წუთზე “სპარტაკმა” საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევით უპასუხა. შინდაგორიძე-თექთურმანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიგაური აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ და ცხინვალელებიც მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.

28-ე წუთზე “სპარტაკმა” მეორე გაიტანა. სტანდარტის შემდეგ ბათიაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შემდეგაც ერთი დამატებულის მოგერიება კი შესძლო, თუმცა რევაზ ქემოკლიძის დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა – 2:0.

“სიონს” სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში შეეძლო – მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ისიანის დარტყმა სუსტი გამოდგა.

ტაიმის დამთავრებამდე ბოლნისელებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას გოგობერიშვილმა დაასწრო და 42-ე წუთზე ანგარიშით 2:1 გახადა.

მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სასტარო 10 წუთში რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო შეტევაც განახორციელეს. “სპარტაკმა” კი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე გააკეთა. პირელი ტაიმისგან განსხვეავებით თამაშის ტემპმა იკლო, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაზეც აისახა.

71-ე წუთზე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მახარობლიძის კარგი გადაცემით საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ივანიშვილი შეიჭრა, თუმცა დარტყმას პასი ამჯობინა და ბოლნისელთა მცველებმაც ბურთი უპრობლემოდ მოიგერიეს.

82-ე წუთზე “სიონს” გათანაბარების საკმაოდ რეალური შანსი მიეცა. საშუალო დისტანციიდან შესრულებული უგულავას დარტყმა ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მიზანს შეცვალზე შემოსულმა სამხარაძემ ააცილა.

85-ე წუთზე “სპარტაკის” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ცერცვაძის კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა დარჩა, თუმცა ფორვარდმა დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. საპასუხო შეტევაში კი ბოლნისელემბა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, თუმცა სტუმრებმა სტანდარტული ვერ გამოიყენეს.

მსაჯის მიერე კომპენსირებულ წუთში მოთამაშეთა შორის მცირე წაკინკლავება მოხდა, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა. 94 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ლექვთაძემ ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტა, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენიც გაისმა – 2:1 “სპარტაკის” სასარგებლოდ.

 

სპარტაკი 2-1 სიონი

გოლები: ცერცვაძე 2′  (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, ივანიშვილი (ლექვთაძე 83 ‘), ცერცვაძე, მახარობლიძე, ქემოკლიძე, გიგაური (ბურძენაძე 80′), კაჭკაჭიშვილი, შინგადორიძე, თექთურმანიძე, კაჭარავა (მაქაცარია 90’).

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, კვარაცხელია, ფელიპე ლიმა (განუგრავა 46′), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სამხარაძე 77′), გაფრინდაშვილი (უგულავა 56′), ლობჯანიძე, სირაძე, ისიანი. 

სიონი_სპარტაკი_6923142424 ილია კანდელაკი_792323 ილია კანდელაკი_79535 სიონი_სპარტაკი_69231

მარიამ ნიშნიანიძე

“დინამოს” დუბლებმა სპარტაკს 2:0 მოუგეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა პირველობის მეათე ტურის შეხვედრაში, დინამოს სარეზერვო გუნდმა ცხინვალის სპარტაკის დუბლებს უმასპინძლა. მატჩი თამაზ სამხარაძის შეგირდების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. დინამოელებმა ორივე ტაიმში თითოჯერ დალაშქრეს სტუმართა კარი. ორივე გოლი საბა კვერნაძის ანგარიშზეა. დინამოს დუბლები 19 ქულით 10 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფებიან.

დინამო დუბლები: დაუშვილი, კაპანაძე (ქანთარია), გველესიანი, გადრანი, კირკიტაძე, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია), ო. კობახიძე (გეგეშიძე), კვერნაძე (გაბრიჩიძე), ლილუაშვილი (ა. კობახიძე)

FCDinamo.GE

კახი გოგიჩაიშვილი: “ბიჭებმა დავალება შეასრულეს”

“დინამო” – “სპარტაკის” დასრულების შემდეგ შეხვედრის შესახებ კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კახი გოგიჩაიშვილმა და კახა კაჭარავამ გააკეთეს.

კახი გოგიჩაიშვილი (დინამო): “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. “სპარტაკი” კარგი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. თუმცა, დავალება ბოლომდე შეასრულეს, რაც შედეგზეც აისახა. მათი ასპარეზობით. კმაყოფილი ვარ. სპარტაკს “მომავალში” წარმატებებს ვუსურვებ.”

კახა კაჭარავა (სპარტაკ):  “დინამომ დამსახურებულად მოგვიგო. მეტოქემ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა. ფეხბურთელები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ თამაშზე, სამუშაო ბებრი გვაქვს. “დინამოს” წინსვლა აშკარაა, მწვრთნელის მუშაობა თვალსაჩინოა. ამ კლუბს წარმატებებს ვუსურვებ”

დინამომ სპარტაკი გაანადგურა

“დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო თბილისი” და ცხინვალის “სპარტაკი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიშის გახსნა სტუმრებს პირველივე წუთზე შეეძლოთ. სტანდარტის შემდეგ გატანის შანსი შინდაგორიძეს მიეცა, თუმცა მისი მცდელობა მიგინეიშვილმა მოიგერია.

მასპინძლები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და შეხვედრის მე-12 წუთზე პირველი რელალური მომენტიც შექმნეს, რომელიც გოლით დასრულდა. ჩისკოს გადაცემით “სპარტაკის” კარი პაპუნაშვილმა დალაშქრა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ “სპარტაკი” გააქტიურდა და რამდენიმე იერიშიც განახორციელა. 25-ე წუთზე კი სტუმრებმა გათანაბრებაც შესძლეს. შორეული დარტყმით გიგაურმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. “დინამოს” წინ გასვლის შანსი ერთ წუთში ჰქონდა, თუმცა ნადირაძემ საოცარი სეივით შესძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.

თუმცა, შემდეგ ეპიზოდში “დინამო” მაინც დაწინაურდა. 30-ე წუთზე ჩისკომ რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და კარში დაარტყა. ნადირაძემ ესპანელს აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას პარუნაშვილმა დაასწრო და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. მალევე მასპინძლებს კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდათ. ლობჟანიძე-ჩისკოს გათამაშებული კომბინაციის შემდეგ “დინამოს” კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მეტოქის კარს.

39-ე წუთზე მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს. მარცხენა ფლანგაზე საჯარიმოში შეჭრილმა ლობჯანიძემ ძარიას გაადაწოდა, რომლის დარტყმა ძლიერი და ზუსტი აღმოჩნდა – 3:1.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში შინდაგორიძეს თოთაძის შეცდომის შემდეგ შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა პირველი ტაიმის სასტარტო წუთების მსგავსად “სპარტაკის” შემტევს კვლავ მიგინეიშვილმა აჯობა.

53-ე წუთზე “დინამომ” მეოთხე გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებიდან პაპუნაშვილმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც მატჩის ტემპი საგრძნობლად დაეცა.

მომდევნო გოლი ზუსტად ოც წუთში გავიდა. 73-ე წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმო საჯარიმო მოედანთან დანიშნული ჯარიმა ძალიან ლამაზ გოლად აქცია – 5:1.

87-ე წუთზე გოლის გატანის შანსი შეცვლაზე შემოსულ ჩირგაძეს მიეცა, რომელმაც ეფექტური მოძრაობის შემდეგ ბურთი ხარიხას გაარტყა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის უკანასკნელ წუთზე პაპუნაშვილმა დააფიქსირა და აღნიშნული გოლით პირველი ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.

“დინამო თბილისი” 6-1 “სპარტაკი” (ცხინვალი)

გოლები: პაპუნაშვილი 13′ (1:0); გიგაური 25′ (1:1); პაპუნაშვილი 31′ (2:1); ძარია 39′ (3:1); პაპუნაშვილი 54′ (4:1); ცინცაძე 73′ (5:1); პაპუნაშვილი 90′ (6:1)

“დინამო თბილისი”: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე (ხიზანიშვილი 59′), ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (ჩირგაძე 66′), ჩისკო (საბანაძე 80′), შერგელაშვილი (კემუხტაშვილი 69′), ძარია.

“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 54′), მაისაშვილი, ცერცვაძე, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, გიგაური, თექთურმანიძე (მაქაცარია 61′), კაჭარავა.

დინამო – სპარტაკს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 5 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს ფრედ 0:0 დასცილდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული – მარკ სტარსი 4:0 ჰერეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
თბილისის დინამოს ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 123 თამაში / 520 ყვითელი / 24 წითელი / 35 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 20 თამაში / 52 ყვითელი / 2 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

გორლუკოვიჩი: “ანანიძეს სპარტაკიდან გავაგდებდი”

მოსკოვის “სპარტაკის” ვეტერანმა ფეხბურთელმა სერგეი გორლუკოვიჩმა ჯანო ანანიძის ინციდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან გააგდებდა.

“ვფიქრობ, რომ “სპარტაკში” დისციპლინის მხრივ პრობლემებია. ნორმალურ გუნდში ასეთი შემთხვევები არ ხდება. ჩემი აზრით, მურატ იაკინი მდგომაროებას ვერ აკონტროლებს.

22 წლის ასაკში თავით უნდა იფიქრო და არა სხვა ადგილებით. ანანიძის ასაკში ფეხბურთელის მკურნალობა უკვე გვიანია. ადამიანი, რომელსაც გუნდის ღირსების დაცვა არ სურს, აუცილებლად უნდა გააგდო. მე მას ჯერ დავსჯიდი შემდეგ კი სხვა გუნდში გავუშვებდი. ჯანოს საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მას არანირი ინტელექტი არ გააჩნია” – განაცხადა გორლუკოვიჩმა.

სპარტაკმა ზუგდიდს აჯობა

უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის პირველ შეხვედრაში ცხინვალის “სპარტაკმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა და მეტოქე ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში 61-ე წუთზე შინდაგორიძემ გახსნა. ზუსტად ორ წუთში კი ივანიშვილმა მეორე გოლი გაიტანა ზუგდიდელთა კარში. სტუმრებმა 72-ე წუთზე ლომიას პენალტით კი გაათაანბრეს, თუმცა მალევე უმცირესობაში დარჩნენ და მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.

მეშვიდე ტურის დარჩენილი მატჩების პარასკევს და შაბათს შედგება.