FIFA 15 – ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა?

კანადურმა სპორტული თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ EA Sports-მა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, ძლიერი დარტყმის მქონე 10 საუკეთესო ფეხბურთელის სია FIFA 15-ში.

სია ასე გამოიყურება:

10.ტომ ჰალდსტოუნი (“ჰალ სიტი”)  რეიტინგი: 91

9.ტინო კოსტა (მოსკოვის “სპარტაკი”) რეიტინგი: 91

8.უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) რეიტინგი: 91

7.ფრედი გუარინი (“ინტერი”) რეიტინგი: 91

6.ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალი”) რეიტინგი: 92

5.ედი ბოსნარი (ავტრალიის “ცენტრალ კოსტ მარინერსი”) რეიტინგი: 93

4.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) რეიტინგი: 93

3.ჰალკი (სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი”) რეიტინგი: 94

2.კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) რეიტინგი: 94

1. რონნი (“ჰერტა ბერლინი”) რეიტინგი: 96

“ზესტაფონს” ტრნავას “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრა

2014 წლის 3-4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” სლოვაკეთიდან სტუმრები ეწვივნენ – საქართველოში არაოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ტრნავას საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი.

ვიზიტის მსვლელობისას სტუმარი გაეცნო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინფრასტრუქტურას და ესტუმრა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერული კლუბის მშენებარე ბაზას. დაიგეგმა ქართული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.

აქვე უნდა ითქვას, რომ მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება იმერულ კლუბსა და ტრნავას “სპარტაკს” შორის სამომავლო ურთიერთობათა გაღრმავების საკითხში. ეს თემა განხილვის საგანი ზესტაფონელთა სლოვაკეთში ვიზიტისას გახდება…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დილა 2:0 სპარტაკი

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. გოლები მოდებაძემ და კვეკვესკირმა გაიტანეს.

საბურთალომ სპარტაკს აჯობა

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” წლევანდელ სეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგელ ცხინვალის “სპარტაკს” დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა 3-0. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდება შთამბეჭდავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მართალია მატჩი ამხანაგური იყო, თუმცა წარმატება ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია.

“საბურთალომ” ითამაშა ისეთი ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივარს სიამოვნებს და ახარებს – ლაღი, გააზრებული, კომბინაციური, შემტევი და სწრაფი. იყო კარში დარტყმები, ფლანგიდან ფლანგზე ბურთის დროული გადატანა, ბრძოლა და რაც ყველაზე მთავარია – საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზება. ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი დატვირთვების ფონზე გადის საწვრთნელ პროცესს.
მერვე წუთზე მარგველაშვილმა საჯარიმოში კაჭარავა წააქცია, პენალტი დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ მეკარე ქურდაძემ ტანმაღალ ფორვარდს კუთხე გამოუცნო და ანგარიშის გახსნის საშუალება რა მისცა. მალევე მასპინძლების კომბინაციას გოლი მოჰყვა – მუჰამედი-ხარაიშვილის გარღვევას ჩაბრაძემ დაუსვა წერტილი, 1-0. 35-ე წუთზე საბურთალომ მეორე გოლი შეაგდო, გოლი კი კონტრ-შეტევის შემდეგ გავიდა – ამჯერადაც ასისტენტობა ხარაიშვილმა გასწია, თუმცა ახლა უკვე მუჰამედის კარში დარტყმული გაეხვა ცხინვალელთა ბადეში.
მეორე ტაიმმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. 68-ე წუთზე ანგარიში სოლიდური ბექა გვარაძემ გახადა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოოდ 3-0.

საბურთალო: ქურდაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ბეროშვილი, ხარაიშვილი, ხორხელი, მუჰამედი, ჩაბრაძე, გოშთელიანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: კუპატაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ბლიაძე, რუხაძე, კაპანაძე, გვარაძე, კაკიაშვილი.

სპარტაკი: ნანიევი, ჭაფოძე, შენგელია, მაისაშვილი, იოსელიანი, ხუბუა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, შინდაგორიძე, თექთურმანიძე, ნ. კაჭარავა.
ცვლილებაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცერცვაძე, მუმლაძე, ჯიშკარიანი, თედეევი,რუხაძე, რეხვიაშვილი, სეფიაშვილი, ჭოველიძე, მაქაცარია.

გოლები: 1:0 ჩაბრაძე (15), 2:0 მუჰამედი (35), 3:0 გვარაძე (68).

fcsaburatlo.ge

ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს პირველმა ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

“ერკეს” ლიგა ბათუმში ქვიშის მოედანზე გაიმართემა. ტურნირში საპლაჟო ფეხბურთის 8 კლუბი იღებს მონაწილეობას, ესენია: “ბათუმი”, “მომავალი”, “საქართველოს უნივერსიტეტი”, “გონიო”, “სპარტაკი”, “ხელვაჩაური”, ბათუმის “დინამო” და სოხუმის “დინამო”.

ჩემპიონატის გამარჯვებული მონაწილეობას საპლაჟო ჩემპიონთა ლიგაში მიიღებს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებისგან კი საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს პარნიორი კლუბის, “სპარტაკის” მაისურებზე ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია მითითებული.

ჯანო ანანიძე: “არ მინდა, რომ “როსტოვში” გატარებული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ დარჩეს”

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.

“იმედი მაქვს, “სპარტაკში” ვითამაშებ და ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებ. არ მინდა, რომ “როსტოვში” გატარებული შარშანდელი სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ დარჩეს. ყველანაირად ვეცდები, რომ “სპარტაკში” თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო და გულშემატკივრები გავახარო.

სასიამოვნოა, რომ მომდევნო სეზონში “სპარტაკი” ახალ სტადიონზე ითამაშებს, რაც აუცილებლად დაგვეხმარება” – განაცხადა ჯანომ.

ჯანო ანანიძის გოლი გრასჰოპერსის კარში

მოსკოვის “სპარტაკმა” მოსამზადებელ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი “გრასჰოპერსთან” გამართა და 2:0 გაიმარჯვა. მეორე გოლის ავტორი ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გახდა.

ანანიძის გოლი იხილეთ 0:41-დან

Sports.ru მოსკოვის „სპარტაკის“ შესაძლო თავკაცად კონტეს მოიაზრებს

რუსული სპორტული პორტალის Sports.ru-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მოსკოვის „სპარტაკის“ შესაძლო თავკაცთა შორისაა.

შესაძლო მოლაპარაკებების დროს რუსული კლუბისთვის ერთადერთი პრობლემა იტალიელი სპეციალისტის ხელფასთან დაკავშირებული მაღალი მოთხოვნები იქნება. როგორც ცნობილია, „ბიანკონერის“ დამრიგებელს წელიწადში 8 მილიონი ევროს გამომუშვება სურს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი კონტეს 2015 წლამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარტვილის “მერანი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

უმაღლესი ლიგის დღის უკანასკნელ მატჩში ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდნენ. ცხინვალელებმა ირაკლი ეხვაიას დუბლით, 2:0 გაიმარჯვეს და მარტვილის “მერანი” პირველ ლიგაში “გაისტუმრეს”.

დღვანდელი მარცხის შემდეგ “მერანს” უმაღლესში ადგილის შენარჩნების თეორიული შანსიც კი აღარ დარჩა. “სპარტაკმა” კი, “ზუგდიდის” დღვანდელი მარცხის გათვალისწინებით მომდევნო სეზონში ქვეყნის მთავარ ლიგაში ადგილი ფაქტობრივად დაიბევა.

 

სპარტაკი 2-0 მერანი

გოლები: ეხვაიაი 11′ ; 45′ 

1.       ვიტ ჯორჯია                  29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  29 10 4 15 30:36 34
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 29 6 4 19 21:54 22

 

დასკვნით წრეში ცხინვალის „სპარტაკთან“ შეხვედრამდე

26 აპრილს, მიმდინარე უმაღლეს ლიგაში დასკვნითი წრის მატჩები გაიმართება. 7-12 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის მორიგი ტურის რიგითი შეხვედრა შედგება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ ცხინვალის „სპარტაკი“ დახვდება. თამაშის დასაწყისი – 16:00 საათია.

ავად თუ კარგად მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურიღა დარჩა და გადამწყვეტი მატჩებიც წინ გვაქვს. გარკვეული მიზეზის გამო ყურადღებას მხოლოდ ქვედა ექვსეულზე გავამახვილებთ, სადაც ერთი შეხედვით, საშიში ზონიდან თავის დაღწევაში სასწაულის იმედად არის აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“, აი, ბოლოდან მეორე ადგილზე გამსვლელი გუნდის ვინაობა კი კვლავაც უცნობია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველაზე მწვავე ორთაბრძოლა „ზუგდიდსა“ და „სპარტაკს“ შორის უნდა შედგეს, მაგრამ დაქვეითების საფრთხე ნაკლებად, თუმცა ჯერ კიდევ მაინც, სხვა გუნდებსაც ემუქრებათ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო მეტოქეს, კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცხინვალის წარმომადგენლებმა 15 შესაძლებლობიდან 11 ქულა მოაგროვეს და დღემდე 5-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვთ, თანაც, ისეთ მოწინააღმდეგეებს მოუგეს, რომლებიც ცხრილში მათზე ზემოთ არიან: „ტორპედოს“(2:0),„დილას“(3:1), „ვიტ ჯორჯიას“(2:0), ხოლო ფრეები კი აუტსაიდერებთან ითამაშეს: „მერანთან“(0:0) და„ზუგდიდთან“(1:1). რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებმა იმისთვის, რათა ჩემპიონატის ფინიშზე თავი მშვიდად იგრძნონ, შაბათს, გამარჯვება დაეხმარებათ.

დამდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ „სპარტაკიდან“, გიორგი თექთურმანიძის სახით ეყოლება დანაკლისი.

როგორც ზემოთაც ჩანს, წელს, „ტორპედოს“ განახლებული შემადგენლობა ერთხელ უკვე შეხვდა „სპარტაკს“. თითქმის ერთი თვის წინ, „მიხეილ მესხზე“ ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვებული სწორედ ჩვენი მეტოქე გამოვიდა, ზეგ კი ქუთაისელებს რევანშის შესაძლებლობა მიეცემათ. ქვემოთ ქრონოლოგიურად იხილეთ მიმდინარე სეზონში სპარტაკელებთან გამართული ყველა მატჩის პროტოკოლი:

ჩემპიონატი, „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 0:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=204

თასი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 2:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=208

თასი(საპასუხო), „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 2:2 (პენ 5:6) – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=213

ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 1:0 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=218

ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 0:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=237

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან,ქუთაისის “ტორპედო” (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი “ქუთაისი” იყო) ცხინვალელთასახელით მოთამაშე სამ გუნდსაა(„ლიახვი“, „ცხინვალი“ და „სპარტაკი“) შენახვედრი. სულ გუნდებს შორის 14მატჩია(1-შიც კი „ლიახვი“ არ გამოცხადდა) გამართული, აქედან 8 „ტორპედომ“ მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, 3-ში კი ცხინვალელებმა გაიმარჯვეს. ბურთების ბალანსშიც უპირატესობა ქუთაისელებს აქვთ – 20:8.

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა ცხინვალური გუნდი 1990 წლის 25 ივნისს დაამარცხეს – 6:0, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კი 2007 წლის 5 ნოემბრით თარიღდება – 0:4.

აქვე გთავაზობთ „ტორპედოს“ მეგოლეებსაც, რომლებსაც ჩემპიონატების მატჩებში სხვადასხვა დროს ცხინვალური გუნდების კარი აქვთ აღებული:

2 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა საბანაძე, თენგიზ ჩიკვილაძე

1 გოლი – თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია, ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე კაპანაძე.

FCTorpedo.GE

“სპარტაკი” დაუმარცხებელია

უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის პირველ შეხვედრაში ცხინვალის “სპარტაკმა” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხნსა. 51-ე წუთზე “სპარტაკი” ზვიად მეტრეველმა დააწინაურა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი, თეიმურაზ შონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგმა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ ყვითელი ბარათის გამოყენება შვიდჯერ მოუწია.

აღნიშნული გამარჯვებით “სპარტაკის” წაუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა.

ჯანო ანანიძე ბაქარი სანიას წინააღმდეგ

როგორც იცით, 6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შესთავაზა. ერთხელ კი, მან ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაქარი სანია ოსტატურად ჩამოიცილა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც “Georgian Football & Footballers”-მა გაავრცელა:

Fanebi.Com-ის არქივიდან