უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

“სევილიამ” პარეხა გამოისყიდა

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა მცველმა ნიკოლას პარეხამ “სევილიასთან” სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ პარეხა სევილიური კლუბის ღირსებას იჯარის წესით იცავდა, თუმცა ესპანელებმა ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტეს და რულუს გრანდს 2,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. კონტრაქტი პარეხასთან 2017 წლამდეა გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში 30 წლის მცველმა პრიმერაში 16 მატჩი ჩაატარა.

“ზესტაფონმა” “სპარტაკს” აჯობა

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებულ მატჩში “ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სპარტაკი” მიიღო და 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმის 31-ე წუთზე მასპინძლები დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა. 58-ე წუთზე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა სხაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი “სპარტაკის” კარში “ზესტაფონის” კიდევ ერთმა ახალწვეულმა, გიორგი ფანცულაიამ, 83-ე წუთზე გაიტანა.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე (გრიგალაშვილი 87′), კუხიანიძე, დოლიძე (ფანცულაია 72′), გეწაძე (ჭანკოტაძე 65′), საბანაძე, ტატანაშვილი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი (ცერცვაძე 62′), შონია, პარუნაშვილი, ჩაფიძე (ხიზანეიშვილი 75′), თექთურმანიძე (მეტრეველი 81′), თუხარელი, ეხვაია.

გოლები: ტატანაშვილი 31′ ; რენე ფერეირა 58′ ; ფანცულაია 83′

“ზესტაფონისთვის” სეზონი ცხინვალელებთან გადადებული მატჩით განახლდება

შაბათს, 22 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის პირველ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეჩვიდმეტე ტურის უამინდობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.

ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან “ზესტაფონის” პირველ დაპირისპირებას 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი – მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0; 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე “ცხინვალი” დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის “სპარტაკს”, ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ: 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 6-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 40:16.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ – ორივე ექს-ზესტაფონელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი “ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას “სპარტაკის” კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული …

ცხინვალის “სპარტაკთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“სპარტაკმა” თურქეთში მოიგო

თურქულ შეკრემაზე მყოფი ცხინვალის “სპარტაკი” მოსამზედებელ ეტაპს აგრძლებს. ცხინვალელებმა მორიგი ამხანაგური თამაში გამართეს. ამჯერად მათი მეტოქე რუმინული CSMS–ი იყო. ეს გუნდი გასულ სეზონში რუმინეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ წელს უმთავრეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვის.

ანგარიში შეხვედრაში ეხვაიამ გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ლაშა ჩაფიძის ჩაწოდებას გამოეხმაურა. ცხინვალელები მინიმალურ უპირატესობას არ დასჯერდნენ და 25–ე წუთზე ჩაფიძემ თავად გაიტანა. ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე ჩამოიშორა, და ლამაზი დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა. ცხინვალელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. გოლის გატანის კარგი შანს ორჯერ ჰქონდა თუხარესლ, თუმცა მომენტები ვერ გაიყენა და “სპარტაკიც” ამის გამო დაისაჯა. რუმინელებმა ჯერ სხვაობა შემცირეს, შემდეგ კი ანგაირიშ გათანაბრებაც მოახერხეს. თუმცა, „სპარტაკმა“ თამაშის სადავეები დაიბრუნა და 75–ე წუთზე ლაშა კემუხტაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

„დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს რუსული კლუბის წინააღმდეგ გამართავს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).

„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

“სპარტაკი” სერბულ “რადნიჩკისთან” დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ცხინვალის “სპარტაკმა” მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა. ამჯერად ქართული გუნდის მეტოქე სერბეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი “რადნიჩკი” იყო.

შეხვედრა სერბი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი “რადნიჩკი 1923”-ის ფეხბურთელებმა მე-16 წუთზე გაიტანეს, რის შემდეგაც მოედანზე არაფერი შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ თურქული შეკრების პირველი ტესტ-მატჩი “სპარტაკმა” რუმინულ კორონასთან ჩაატარა და ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.

“სპარტაკი” რუმინულ “კორონას” შეხვდა

თურქეთში შეკრებაზე  ცხინვალის “სპარტაკმა” პირველი ტესტ-მატჩი რუმინულ “კორონასთან” ჩაატარა. აღნიშნული გუნდი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში გამოკვეთილი აუტსაიდერია და 10 ქულით უკანასკნელ პოზიციას იკავებს.

შეხვედრას ლარას სტადიონმა უმასპინძლა, რომლის ტრიბუნებიც 1200 მაყურებელს იტევს. რუმინული გუნდის ვებ-გვერდის ცნობით, მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობას “კორონას” ფეხბურთელები დაეუფლნენ და შეხვედრაში ერთადერთი გოლიც გაიტანეს.

მომდევნო ტესტ-მატჩს “სპარტაკი” ხვალ, სერბულ „დონჟი სრემთან” გამართავს.

“სპარტაკი” ანტალიაშია

ცხინვალის „სპარტაკი“ ანტალიაში გაემგზავრა და  სასტუმრო „რამადაში“ დაბინავდება. კახა კაჭრავას გუნდი თურქული შეკრების ფარგლებში  4 საკონტროლო მატჩს გამართავს.

ყველა სპარინგ–პარტნიორის ვინაობა უკვე ცნობილია. “სპარტაკი” 4 თებერვალს რუმინული უმაღლესი ლიგის გუნდს, ბრაშოვის „კორონას“ შეხვდება,  6 თებერვალს – სერბულ  „დონჟი სრემს,“ 8–ში – მაკედონიურ „რაბოტნიჩკის,“ 10 თებერვალს კი დასკვნით საკონტროლო მატჩს ჩინურ „გრინთაუნთან“ ჩაატარებენ.

ჩელსტრემის ხელფასს “სპარტაკი” გადაიხდის

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ლონდონელებმა “სპარტაკთან” შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც მკურნალობის დროს კიმ ჩელსტრემის ხელფასს მოსკოველები გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” შვედი ნახევარმცველი “სპარტაკისგან” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს აიყვანა. როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხბურთელი ტრავმირებული ყოფილა და 6 კვირას გამოტოვებს.

“ჩელსტრემი მოედანზე 6 კვირაში დაბრუნდება. მანამდე კი მის ხელფასს “სპარტაკი” გადიახდის. ფეხბურთელზე უარის თქმას ვაპირებდით, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო და სხვა მოთამაშის დამატებას ვეღარ მოვახერხებდით. ამიტომ, ჩელსტრემის აყვანა გადავყწვიტეთ” – განაცხადა ვენგერმა.

 

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

“ლივერპული” მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელით ინტერესდება

ინგლისური “ლივერპული” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად “სპარტაკის” ფეხბურთელის, რომულოს ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ლივერპული” “სპარტაკს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დაუკავშირდება.

ამ ეტაპზე რომულო “სპარტაკთან” ერთად შეკრებაზეა. ფეხბურთელმა ტრავმის გამო 2012 წლიდან მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება შესძლო.