ელ შაარავი: “რომაში” იმისთვის გადავედი, რომ ყველას დავუმტკიცო, რა შემიძლია”

“რომას” ახალწვეულმა სტეფან ელ შაარავიმ აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ გამოხატული ნდობა მეტად მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ “მგლებმა” 23 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანეს, თუმც სეზონის ბოლოს მისი სრულად გამოსყიდვის უფლება მიენიჭებათ.

“რომაში” გადავედი იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცო, რა შემიძლია. უნდა დავუმტკიცო საკუთარ თავს, მწვრთნელსა და მთელ იტალიურ ფეხბურთს. იმედი მაქვს, კლუბის მხრიდან გამოხატულ ამ ნდობას გავამართლებ. 100 პროცენტით დავიხარჯები”, – ელ შაარავის კომენტარი “რომას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“რომამ” სტეფან ელ შაარავის არენდაში “მილანს” 1,4 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მისი სრულად გამოსყიდვისთვის კიდევ 13 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. ფეხბურთელი დედაქალაქური კლუბის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ელ შაარავიმ „მონაკოში“ პირველი გოლი გაიტანა

თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ „მონაკოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 17 ივლისს მონაკოელებმა „პსვ ეინდჰოვენთან“ ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც ანგარიშით 2:1 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ელ შაარავი „მონაკოს“ მიმდინარე კვირის დასაწყისში შეუერთდა. ახალ კლუბში ის იჯარით ითამაშებს.

ოფიციალურად: ელ შაარავი „მონაკოში“ გადადის

„მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მონაწილესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

„ელ შაარავის რამდენიმე სეზონის განმავლბოაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება დაუგროვდა. თანაც, მას დიდი მომავალი აქვს. ვთვლით, რომ „მონაკოში“ ტრანსფერი სტეფანს ნიჭის სრულიად გამომჟღავნებაში დაეხმარება“, – განაცხადა „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

განვლილ სეზონში ფარაონმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების მაისურით სტეფანმა ჯამში 13 შეხვედრაში ითამაშა.

ელ შაარავის ძმა: „ვფიქრობ, სტეფანი სხვა გუნდშ უნდა გადავიდეს“

„მიალნის“ თავდამსხმელის სტეფან ელ შაარავის ძმისა და აგენტის მანუელის აზრით, ფეხბურთელი სხვა კლუბში უნდა გადავიდეს.

„არასდროს დამიმალავს, რომ სტეფანის სხვა ჩემპიონატში ხილვა მსურს, მაგალითად, პრემიერლიგაში. თუმცა, თვითონ ის „მილანის“ ერთგულია.

მე კი ვფიქრობ, რომ ჩემს ძმას გარემოს შეცვლა გამოადგეოდა. „მილანში“ მან ოთხი წელი ჩაატარა და აქ როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით გაიზარდა. ვფიქრობ, მისთვის ტრანსფერი კარგი ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა მანუელმა.

ელ შაარავი:მე მილანიდან არ წავალ

მილანის თავდამსხმელი სტეფან ელ შარავი, რომელიც წელს ტრავმებმა გააწამეს და მოედანზე გასული თითქმის არ გვინახავს აცხადებს რომ ის ‘როსონერიდან’ წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელი მზადაა, რომ ტრავმის მოშუშებას დაელოდოს. ეგვიპტელ ფეხბურთელს კლარენს ზეედორფის სამწვრთნელო შესაძლებლობებისაც ეიმედება.

შეგახსენებთ რომ მილანმა სტეფანი 2011 წლის ზაფხულში ჯენოადან €10 მილიონად შეიძინეს.

ელ შაარავიმ რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა

„მილანის“ თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„საკმაოდ იღბლო პერიოდი მქონდა. სექტემბერში კუნთების პრობლემების გამო ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელდი. შემდეგ ოპერაციის გაკეთება მომიწია. როგორც ჩემთვის, ისევე გუნდისთვის, ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რომლის დროსაც მწვრთნელი შეიცვალა“, – განუცხადა ფორვარდმა Corriere dello Sport-ს.

„ახლა მილანელოში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მსურს. ვფიქრობ, კლარენს ზეედორფს ადვილად გავუგებ, რადგან იგი, როგორც თანაგუნდელი მახსოვს. ვიცი, რომ „მილანისთვის“ მას კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია“.

გარდა ამისა, „ფარაონმა“ აღნიშნა, რომ მას რუსეთში თამაშსაც სთავაზობდნენ.

„სანამ ტრავმირებული ვიყავი, თავს გუნდის ნაწილად მაინც ვგრძნობდი. ამიტომაც, როდესაც ერთ-ერთმა რუსულმა კლუბმა კონტრაქტი შემომთავაზა, უარი ვთქვი. „მილანში“ დარჩენა და მასთან ერთად წარმატების მიღწევა მსურს“, – დაასრულა ელ შაარავიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სტეფანმა სულ ოთხ მატჩში ითამაშა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ელ შაარავი ათ კვირას გამოტოვებს

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ დღეს მარჯვენა ფეხის ოპერაცია გაიკეთა. უცხოური პრესის ცნობით, ფეხბურთელის აღდგენით პროცესს ათი კვირა დასჭირდება.

ამრიგად, 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა რამდენიმე თვე ძვლის მოტეხილობის გამო უკვე გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ელ შაარავიმ იტალიის სერია A-ს მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ელ შაარავი 15-20 დღეში დაბრუნდება

Tmw-ს ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი, რომელმაც იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, მოედანს 15-20 დღეში დაუბრუნდება.

დღეს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ იტალიის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ 6 ნოემბერს გასამართ მატჩში ელ-შაარავის თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

ბექა დოგრაშვილი

ელ შაარავი: “ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა”

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა შემტევი, სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა.

შეგახსენეთ, რომ ბალოტელი, “ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯს მოკვლით დაემუქრა, რის გამოც, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

“ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა და ეს მან კარგად იცის. იმედი მაქვს, მარიო მომავალში იგივეს არ გაიმეორებს, რადგან ეს “მილანზე” ცუდად მოქმედებს”, – ამბობს ელ შაარავი.