სტივ ნეში მთლიან სეზონს გამოტოვებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანს სტივ ნეშს სამი წინასასეზონო მატჩის ჩატარების შემდეგ კვლავ ზურგის ტკივილმა შეაწუხა, ხოლო სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც მოთამაშეები ვარჯიშობდნენ.

ახლა 39 წლის კალათბურთელს სეზონის გამოტოვება და რეაბილიტაცია მოუწევს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ სტივს მოედანზე მეტი ვეღარ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო გასულ სეზონში ნეშმა მხოლოდ თხუთმეტ მატჩში ითამაშა.

სტივ ნეში მინიმუმ ორ კვირას იუქმებს

დღეს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელს სტივ ნეშს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მისი ზურგის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო სერიოზულია.

როგორც ცნობილია, გამოცდილი კალათბურთელი თამაშს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში კალიფორნიელთა მაისურით ნეშმა ექვს მატჩში ითამაშა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში სათამაშო დროის 22,5 წუთში მისმა მონაგარმა 6,7 ქულა და 4,8 გადაცემა შეადგინა.

სტივ ნეში ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთვნელი მაიკ დ’ენტონი ახალ სეზონში გუნდის 39 წლის გამთამაშებელს სტივ ნეშს ნაკლებ სათამაშო დროს მისცემს.

გარდა ამისა, ნეში პერიოდულად იმ ორ მატჩს შორის ერთ-ერთს გამოტოვებს, რომელიც ზედიზედ ორი დღის განმალბოაში შედგება.

გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ამით გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ნაკლებად დატვირთული იქნება და იგი ტრავმებსაც აიცილებს თავიდან.

ალექსანდრე მატევოსოვი