სტოიჩკოვი: “მესი ფორმაში არ არის”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხრისტო სტოიჩკოვი აცხადებს, რომ გუნდის ამჟამინდელი ლიდერი, ლიონელ მესი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ტრავმის მოშუშების შემდეგ, პრიმერა დივიზიონში ჩატარებეულ სამ მატჩში გოლი ჯერ არ გაუტანია.

“ჩემი აზრით, ლიონელი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, რაც კარგად ჩანს. მან ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, ამიტომ ეს გასაკვირი სულაც არ არის. რაც შეეხება მადრიდის “რეალთან” ჩატარებულ მატჩს, გამოჩნდა, რომ “სამეფო კლუბმა” “ბარსელონას” ვერაფერი მოუხერხა”, – ამბობს სტოიჩკოვი.