არ არის გამორიცხული, კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულ ლუის სუარესს ახალ კლუბში დებიუტი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ივნისში ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო ფიფასაგან ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და როგორც ირკვევა, დისკვალიფიკაცია მას სწორედ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ეწურება.
“ელ კლასიკო” 25 ან 26 ოქტომბერს გაიმართება. 25 ოქტომბერს სუარესს თამაში არ შეეძლება, 26 ოქტომბერს კი მისი განაცხადში შეყვანა შესაძლებელი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სუარესს ოთხი თვის განმავლობაში თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ეკრძალება. შესაბამისად, დიდი შანსია, მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობაში საერთოდაც არ დააყენოს.