სუარესი: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ლუის სუარესი იმსახურებს.

“ვფიქრობ, წელს, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. თუმცა, თუ განვლილ სეზონს გადავხედავთ, ყველაზე მეტად, ტიტულს ფრანკ რიბერი იმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, რონალდუც და მესიც გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება”, – ამბობს სუარესი.

ლუის სუარესმა გატანილი გოლი ძალიან უცნაურად აღნიშნა

26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა დუბლის გაფორმება მოახერხა. ურუგვაელმა კი, ერთ-ერთი გოლი ძალიან უცნაურად აღნიშნა.

კავანი : სუარესი „მადრიდში“ წასვლაზე ოცნებობს

ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ ლუის სუარესზე ისაუბრა.

ამ საზაფხულო ტრანსფერებზე სუარეზს ჰქონდა შანსი „მადრიდის რეალში“ ან „არსენალში“ წასულიყო, მაგრამ „ლივერპულმა“ ის შეინარჩუნა.

“არავინ გაუოცებია იმ ფაქტს, რომ სუარესი დაბრუნდა და კვლავ გააქვს გოლები. ის ყველაზე მრავალფეროვანი თავდამსხმელია ინგლისში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში სუარესი ბევრ გოლს გაიტანს ლივერპულის.”
“გულშემატკივრები ბედნიერი არიან, რადგან სუარესი დარჩა. ვფიქრობ, “არსენალი” არ არის ის გუნდი, რომელზეც ჩემი მეგობარი ოცნებობდა. “რეალთან” შესაძლოა სულ სხვა სიტუაცია ყოფილიყო. თუმცა, მადრიდელები ამ ზაფხულს ბევრ ტრანსფერზე იყვნენ კონცენტრირებულნი.” – ციტირებს ედინსონ კავანის სიტყვებს Daily Mail.