კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ ის სერხიო რამოსს მხარს არ ატკენს.
შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” მცველმა ტრავმა “სევილიასთან” გამართულ მატჩში მიიღო, ხვალ კი “ელ კლასიკოში” გამაყუჩებლებით ითამაშბს.
“ნამდვილად არ ვაპირებ იმას, რომ სერხიო რამოსს მხარი ვატკინო. ვფიქრობ, არც მესის ატკენენს ვინმე მუხლს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ერთმანეთს პატივს ვცემთ”, – ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Sky Sports-ი.