“ჩელსიმ” “სუონსი” დაამარცხა და ცხრილის ბოლოში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის მატჩს უელსმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “სუონსი სიტისთან” სათამაშოდ ჩავიდა. მართალია, “არისტოკრატები” თითქმის უმოტივაციოდ არიან, მაგრამ ამ თამაშის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა “სუონსისათვის”.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასავარდ ზონასთან ახლოს მყოფმა “გედებმა” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ლონდონელებს, თუმცა ყველაფერი ცესკ ფაბრეგასის მიერ მატჩის მეოთხე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ცხრილის ბოლოში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. მე-18 ადგილზე მყოფ “საუთჰემპტონს” 33 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება “სუონსის”. ბოლოადგილოსანი “ვესტ ბრომი” 28 ქულით თითქმის უშანსოდაა, “სტოკ სიტი” (30) კი კვლავაც განაგრძობს ბრძოლას.


კარვალჰალი: “რენატუ სანჩეშს მუნდიალზე თამაშის შანსიც კი არ აქვს”

“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელის, კარლოს კარვალჰალის, აზრით, უელსურ კლუბში განათხოვრებულ რენატუ სანჩეშს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც კი არ აქვს.

“არამგონია, მას მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში მოხვედრის რაიმე შანსი მაინც ჰქონდეს. მე მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მსგავსი მოლოდინები არ ჰქონოდა.

მასთან ამ თემაზე საუბარი აუცილებელი იყო, რადგანაც ვარჯიშისას მუდმივად ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ფიქრობს, რომ მუნდიალზე თამაშს შეძლებს. ეს ყველაფერი კი ტრავმის მიღების რისკებს ზრდის.

მირჩევნია, ჩემი სათქმელი პირდაპირ ვუთხრა. რენატუ სანჩეშმა ყველაფერს ცივი გონებით უნდა შეხედოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს,” – აცხადებს “სუონსის” დამრიგებელი.

“ლივერპულმა” “სუონსის” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში მერსესაიდის “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “სუონსი სიტი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დააამარცხა. მოპოვებული გამარჯვების წყალობით “წითლებმა” სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემს” გადაასწრეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.

მატჩის ანგარიში მე-6 წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, რის შემდეგაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი მშვიდობიანაც დაასრულეს. შეხვედრის მეორე ნაწილში იურგენ კლოპის ბიჭებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს: ფირმინო 52′,66′; ალექსანდერ-არნოლდი 65; და ოქსლეიდ-ჩემბერლინი 84′.

მომდევნო ტურში “ლივერპულელები” საკუთარ კედლებში “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდებიან, უელსელები კი “უოტფორდთან” გაარკვევენ გასვლაზე ურთიერთობას.


“ლივერპული”: მინოლე; რობერტსონი, კლავანი, მატიპი, ალექსანდერ-არნოლდი; ვენალდუმი, ემრე ჯანი, ოქსლეიდ ჩემბერლინი; კოუტინიო, ფირმინო (სოლანკე 68′), სალაჰი (ლალანა 69′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნათანი, ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი; მესა (კლუკასი 66′); რუტლეგე, ქეროლი, ფერი, ანდრე აიუ; მაკკბარნი (აბრაჰმი 62′)

მთავარი მწვრთნელი: ლეონ ბრიტონი


უილფრედ ბონიმ “მანჩესტერ სიტი” სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა

უილფრედ ბონიმ “მანჩესტერ სიტის” რიგები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა და თავის ყოფილ კლუბთან, “სუონსი სიტისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც უკვე გაცნობეთ, უელსური კლუბი ფერნანდო ლორენტემ დატოვა, რომელიც ამიერიდან ლონდონის “ტოტენჰემისთვის” გაიტანს, ესპანელ შემტევს კი სწორედ ბონი შეცვლის.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის ტრანსფერში, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს გადაბარგდა, “სუონსიმ” 12 მილიონი ევრო გადაიხადა.

“სუონსიში” კი ბონი ანრემის “ვიტესიდან” აღმოჩნდა 2013 წელს, სადაც ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჰოლანდიურ კლუბის მაისურით ჩატარებულ 70 მატჩში მას 34 გოლი ჰქონდა გატანილი.

პრემიერ ლიგამ რენატუ სანჩეშს 85-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება არ მისცა

უელსური “სუონსი სიტის” ახალწვეულს, რენატუ სანჩეშს, რომლის ტრანსფერიც ყველასდა გასაკვირად, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელდა, პრემიერ ლიგის მესვეურები არც ისე თბილად დახვდნენ.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ “ბაიერნის” კუთვნილებაში მყოფი პორტუგალიელი ფეხბურთელი “ლივერთი სტედიუმზე” 85-ნომრიან მაისურს მოირგებდა, მაგრამ პრემიერ ლიგის წესების გამო ის იძულებული გახდა, ნომერ 35-ს დასჯერებოდა.

წესების თანახმად, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდის ფეხბურთელების ნომრები თანმიმდევრულად უნდა იყოს განაწილებული და ერთმანეთისგან დიდად არ უნდა იყოს დაშორებული.

“ბაიერნი” რენატუ სანჩეშს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

პრემიერ ლიგაში მოთამაშე “სუონსი სიტის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, რენატუ სანჩეშის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ადასტურებს.

როგორც იცით, 20 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი “ალიანს არენაზე” გასულ სეზონში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც “რეკორდმაისტერმა” “ბენფიკას” 30 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, თუმცა ძირითადში ადგილის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა.

გეტყვით იმასაც, რომ “სუონსის” ამჟამინდელი თავკაცი, პოლ კლემენტი რენატუ სანჩეშთან “ბაიერნშიც” მუშაობდა და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთელმა არჩევანი უელსურ კლუბზე გააკეთა.

სანჩეშის არენდით აყვანა “გედებს” 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, მისი კონტრაქტის გამოსყიდვა კი – 30 მილიონი.

ანტონიო კონტეს ფერნანდო ლორენტე მოუნდა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ისევ ფიქრობს შეტევის გაძლიერებაზე.

ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი იტყობინება, რომ იტალიელი სპეციალისტი დაინტერესებულია “სუონსი სიტის” ესპანელი თავდამსხმელით, ფერნანდო ლორენტეთი. “ლურჯები” უელსელებს 15 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. თავის მხრივ, “სუონსის” ბოსები მსოფლიოს ჩემპიონ ფეხბურთელს კლუბიდან არ გაუშვებენ, თუ მის შემცვლელს ვერ იპოვნიან.

32 წლის თავდამსხმელის პოტენციურ ჩამნაცვლებლად ვილფრიდ ბონი მოისაზრება. გარდა ამისა, შესაძლოა, უელსურმა კლუბმა “ჩელსიდან” “სუონსიში იჯარით მოთამაშე ტემი აბრაჰამი გაიფორმოს.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სუონსისაც” გადაუარა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

სუონსიში, “ლიბერთი სთეიდიუმზე” ადგილობრივმა “სუონსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა: მოწოდებული კუთხურის შემდეგ, პოლ პოგბამ თავით სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, ფაბიანსკიმ დარტყმული მოიგერია, თუმა ერიკ ბაილი დამატებაზე უზადო იყო და ანგარში გაიხსნა.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა – უშედეგოდ. მთავარი სპექტაკლი მე-80 წუთზე რომელუ ლუკაკუს გოლით დაიწყო. მან მხითარიანის პასით გაიტანა. ამის შემდეგ, ზუსტად ორ წუთში პოლ პოგბამაც გაიტანა თავისი ბურთი. ყველაფერს წერტილი კი ანტონი მარსიალმა 84-ე წუთზე დაუსვა.

საბოლოოდ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ანგარიშით, 4-0 მოიგო. მას ექვსი ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. ხოლო, “სუონსი” ერთი ქულით მეთორმეტეზეა.

 

 

ოფიციალურად: გილფი სიგურდსონი “ევერტონის” ფეხბურთელია

გილფი სიგურდსონი მერსესაიდის “ევერტონის” ფეხბურთელია. ამსი შესახებ ისლანდიელის ახალი კლუბის ოფიციალური გევრდი იტყობინება.

27 წლის ნახევარმცველს “სუონსი” 45 მილიონ ფუნტად შეელია. გილფიმ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სხვა დეტალები არაა საჯარო.

სიგურდსონი სამი სეზონის მანძილზე გამოდიოდა “სუონსი სიტიში” და ამ კლუბის მაისურით პრემიერ ლიგაში 27 გოლიც გაიტანა.

სიგურდსონი “ევერტონში” ითამაშებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე იწერებოდა, რომ მერსესაიდის “ვეერტონი” სერიოზულად ინტერესდებოდა, “სუონსის” ნახევარცმველის, გილფი სიგურდსონის შეძენით.

როგორც ცნობილი აგხდა, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. მეტიც, გილფიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ინგლისელებს ისლანდიელის შეძენა 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

დღეს ევროპის ლიგის პლეი-ოფის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა: “დილით გილფიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ექიმმა მითხრა, არანაირი პრობლემა არაა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია,” – აცხადებს ჰოლანდეილი.

კუმანი: “ევერტონი” სიგურდსონის გაფორმებასთან ახლოსაა”

ისლანდიელ ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს მერსესაიდის “ევერტონში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იწერება, რომ მასში ინგლისური კლუბი 50 მილიონ ფუნტს იხდის. გუნდის მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “სუონსის” მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გილფის თაობაზე “სუონსისთან” მოალაპარაკებები გვაქვს. ჩვენ მის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არაფერია გადაწყვეტილი.”

“ასევე გტყვით, რომ კიდევ სამი პოზიციის მოთამაშეს ვეძებთ. ეს პოზიციებია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და მოთამაშე, რომელიც ფლანგზეც და თავდასხმაშიც ითამაშებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი დამრიგებელი.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სუონსის” ვერ მოუგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო არენაზე უელსური “სუონსი” მიიღო, რომელიც ჩემპიონატში დარჩენისათვის იბრძვის.

მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. გოლები უეინ რუნიმ და გილფი სიგურდსონმა გაიტანეს.

შედეგად, “სუონსიმ” უსაფრთხო ზონაში მყოფ “ჰალ სიტისთან” არსებული სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ამ დროისთვის 65 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ლუკ შოუ (ვალენსია 9′), დეილი ბლინდი, ერიკ ბაილი (დარმიანი 61′), იანგი; კერიკი, ანდერ ერერა; მარსიალი, უეინ რუნი (მხითარიანი 80′), ლინგარდი; რეშფორდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნოტონი, ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი; კი (ფერი 61′), ბრიტონი, ქეროლი; აიუ, ლორენტე, სიგურდსონი

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი