ჭანტურია კარიერას “კლუჟში” გააგრძელებს

“ვიტესის” ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია დიდი ალბათობით კარიერას რუმინულ “კლუჟში”, სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით გააგრძლებს. მოგეხსენებათ, ფეხბურთელს “ბოლონიაში” უწინასწარმეტყველეს გადასვლა, თუმცა ეს ტრანსფერი მინიმუმ ზაფხულამდე გადაიდო.

ბოლო პერიოდში ქართველი “ვიტესის” განაცხადშიც ვერ ხვდება, რაც შესაძლებელ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

რუმინულ პრესაში კი, გიორგი ჭანტურიაზე კომენატარი “კლუჟის” მთავარმა მწვრთნელმა, ვასილე მირიუცამ გააკეთა: “რამე თუ არ შეიცვალა ჭანტურია სულ მალე ჩვენი ფეხბურთელი გახდება. ის ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ამ ოთხი თვის განმავლობაში ჭანტურია ძალიან გაგვაძლიერებს” – განაცხადა მარიუცამ.

ბოლონია ჭანტურიას ზაფხულში დაუბრუნდება

გიორგი ჭანტურიას სერია A-ში გადასვლა ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის მიზეზად კი იტალიური  “CALCIOMERCATO” “ბოლონიას” ფორვარდის, ალესანდრო დიამანტის “გუანჯოუში” ვერგაყიდვას ასახელებს.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, “ბოლონია” ჭანტურიას ზაფხულში დაუბრუნდება, თუმცა გამორიცხული არც სხვა იტალიური კლუბის ვარიანტი იქნება.  ტრანსფერს ისიც გააიოლებს, რომ ქართველი “ვიტესთან” კონტრაქტი დაუსრულდება და თავისუფალი აგენტი იქნება.

ასევე იტალიური წყარო ვარაუდობს, რომ ჭანტურია “ვიტესში” მაინც არ დარჩება და სეზონის ბოლომდე იჯარით ისეთ ლიგაში გადავა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.

ჭანტურია “ბოლონიას” უახლოვდება

“ვიტესის” ქართველი შემტევია გიორგი ჭანტურია დიდი ალბათობით კარიერას იტალიურ “ბოლონიაში” გააგრძელებს. ამ ინორმაციას მისი აგენტი, კარლო კავალიერიც ადასტურებს იტალიურ პრესასთან საუბრის დროს.

“შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, სადაც უკვე დეტალებზე მოხდა საუბარი. სიახლეებს დღეს ან ხვალ უნდა ველოდოთ. “ბოლონიას” გარდა ჭანტურია კიდევ ორ კლუბს აინტერესებს, თუმცა ამ ეტპაზე ჩვენ იტალიური კლუბის ვარიანტზე ვმსჯელობთ” – განაცხადა კავალიერიმ.

ჭანტურიას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 1 200 000 ევროა.

ჭანტურია კარიერას საფრანგეთში ან იტალიაში გააგრძელებს

უცხოური პრესის ცნობით გიორგი ჭანტურიამ შესაძლოა „ვიტესი“ დატოვოს და კარიერა რომელიმე ტოპ-ლიგაში გააგრძელოს. საუბარია ფრანგულ და იტალიურ ვარიანტებზე კერძოდ კი „მონპელიესა“ და „ბოლონიაზე“.

უცხოელი კოლეგები უპირატესობას იტალიურ ვარიანტს ანიჭებენ.

აქვე გეტყვით, რომ „ვიტესი“ დღეს „ზვოლეს“ დაუპირისპირდება და დიდი შანსია ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

ჭანტურიამ “ვოლფსბურგს” გაუტანა (ვიდეო)

არნემის “ვიტესმა” აბუ-დაბიში პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ჰოლანდიური კლუბი გერმანულ “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ “ვიტესიდან” გამარჯვების გოლი გიორგი ჭანტურიამ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

გურამ კაშიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ჭანტურიამ მეორე ტაიმში ვაკო ყაზაიშვილი შეცვალა.

ლეგიონის ამბები

გთავაზობთ გასულ უიკენდზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ფეხბურთელების მონაგარს.

იტალიის სერია B-ში მჭედლიზე-შეყრილაძის „ემპოლი“  „ბრეშას“ მასპინძობდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. შეყრილაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა,  ლევან მჭედლიძეს კი მწვრთნელმა უკანასკნელი 9 წუთი დაუთმო.

ჰოლანდიაში „ვიტესმა“ „კამბური“ დაამარცხა 3:0.  ქართული სამეულიდან ძირითადში მხოლოდ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია იყო. შეცვლაზე ითამაშეს ვაკო ყაზაიშვილმა (5 წუთი) და გიორგი ჭანტურიამ (10 წუთი) . ამ უკანასკნკელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გოლის გატანაც მოახერხა.

თურქეთის სუპერლიგაში „ქაიზერისპორმა“ ნულოვანი ფრე ითამაშა „ბელედიესფორთან“. ზურაბ ხიზანიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი კვლავ რჩება გასავარდნ ზონაში.

რუსეთში „კრილია სოვეტოვის“  შემადგენლობაში სრული შეხევდრა ჩაატარა ალექსანდრე ამისულაშვილმა. სამარელებმა „კრასნოდარი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს

“როსტოვის“ შემადგენლობაში 82 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ. როსტოვს მოსკოვის “ცსკა“ სტუმრობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მახაჩკალის “ანჟი“ ტომსკის “ტომთან“ დამარცხდა საშინაო შეხვედრაში. მასპინძელთა რიგებში სრული შეხვედრა ჩაატარა გია გრიგალავამ.

პორტუგალიურ პრიმეირა ლიგაში “ჟილ ვისენტე“, რომლის ღირსებას ახალგაზრდა ავთანდილ ებრალიძე იცავს, “ბელენენსეშს“ ესტუმრა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.  ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. 11 ტურის შემდეგ “ჟილ ვისენტე“  მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ დიდ პორტუგალიურ სამეულს ჩამორჩება.

დანია უმაღლესში სხირტლაძე-ვაწაძე-დევდარიანის “ორჰუსი“  “ოდენსეს“ ეწვია და დიდი ანგარიშით, 4-1 დამარცხდა. სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი დევდარიანია, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. სხსირტლაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 74-ე წუთზე ჩაერთო.

უკრაინაში ლუგანსკის „ზორიამ“ დნიპროტეროვსკის „დნიპრო“ დაამარცხა 3:0. მაპინძელთა შემადგენლობაში 71 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ და საგოლე პასი მიითვალა.  „დნიპროელმა“ ჯაბა კანკავამ კი სრული 90 წუთი. ხუანდე რამოსმა კვლავ განაცხადის მიღმა დატოვა კობახიძე და ლობჟანიძე.

პოლონურ ექსტრაკლასაში დაჩი ფოფხაძის და ნიკა ძალამიძს “იაგელონიამ“  გდანსკის “ლეხია“ მიიღო. ქართველების გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფოფხაძემ მატჩი სრულად ჩაატარა. ძალამიძე კი ტრავმირებულია.

ლადო დვალიშვილის “ლეგიამ“ სენსაციურად წააგო გასვლითი შეხვედრა “პოდბესკიძიესთან“. ვარშაველებმა მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, თუმცა კვლავ რჩებიან პირველ ადგილზე. ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 71-ე წუთამდე ითამაშა.

ჭანტურიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში გაიტანა

1 დეკემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-15 ტურში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “კამბიური” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში საბოლოო წერტილი “ვიტესის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ჭანტურიამ დასვა, რომელმაც ბურთი მეკარისგან დაუცველ კარში გადაგზავნა.

ჭანტურია მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა და გოლის გატანა 92-ე წუთზე მოახერხა. რაც შეეხება ყაზაიშვილს, მან 85-ე წუთზე ატსუ შეცვალა. გურამ კაშიამ კი შეუცვლელად ითამაშა.