26 წლის შემტევი მცველი და მსუბუქი ფორვარდი ტერელ ჰარისი ”პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” რიგებში ჯერჯერობით არ ირიცხება, თუმცა აშშ-ს პრესის ცნობით, კლუბი ამ კალათბურთელს სამწვრთვნელო ბანაკის გახსნის წინ გაუშვებს. ნილ ოლშის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა კალათბურთელი 5-მატჩიანმა დისკვალიფკაციამაც იქონია, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ჰარისი პორტლენდში ცენტრის რობინ ლოპესის გაცვლის შედეგად აღმოჩნდა. გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში სვინგმენის ანგარიშზე ”მაიამი ჰიტისა” და ”ნიუ-ორლეან პელიკანსის” მაისურით ჯამში 20 ჩატარებული მატჩი და საშუალოდ სათამაშო დროის 6,8 წუთში 0,8 ქულა და 1,3 მოხსნაა.
ალექსანდრე მატევოსოვი