ტევესს ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს მოგება სურს

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი აცხადებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის სერია A-ს მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის ჩემპიონატის ცხრილში, “ბიანკონერი” ლიდერ “ნაპოლის” სამი ქულით ჩამორჩება.

“ძალიან მინდა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და იტალიის სერია A მოვიგო. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც გუნდის ყველა წევრსა და გულშემატკივარს სურს”, – ამბობს ტევესი.

ნედვედი: “ტევესი ფენომენია”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, პაველ ნედვედი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ფენომენია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს, “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა.

“კარლოსი ნამდვილი ფენომენია. მისი თამაში ჩემს თავსა და ანტონიო კონტეს მაგონებს. როდესაც “იუვენტუსმა” ტევესი შეიძინა, მივხვდი, რომ გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები მოეხსნა. არგენტინელი ლიდერია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე, გულით ბრძოლობს”, – ამბობს ნედვედი.