თარგამაძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს

“შახტარის” საკუთრებაში მყოფი დავით თარგამაძე, რომელიც ბოლოს უკრაინულ “ილივეცში” თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად თამაშობდა, კარიერას რუსეთს პრემიერლიგის კლუბ “ურალში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ფეხბურთელი რუსულ პრესასთან საუბარში ადასტურებს.

“ჩემი აგენტი, ანდრეი ბილეიჩუკი უკანასკნელ ფორმალობებს აგვარებს და მალე მე “ურალის” ფეხბურთელი ოფიციალურად გავხდები. პარასკევს გუნდათ ერთად შეკრებაზე, კვიპროსში მივემგზავრები. რუსეთში ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ჩემპიონატია. “ურალში” გადმოსვლისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მთავარი მწვრთნელი, ალექსანდ ტარხანოვი იყო, რომელიც ჩემთვის საყვარელ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს.  იმედი მაქვს გუნდს პრემიერლიგაში ადგილი შენარჩუნებაში დავეხმარები, შემდეგ კი “შახტარის” ხელმძღვანელობის დაინტერესების შემთხევაში, დონეცკში გავემგზავრები” – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.

ოქრიაშვილი და თარგამაძე “ილიჩივეციდან” მიდიან

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელი, ნიკოლაი პავლოვი აცხადებს, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.

“ოქრიაშვილი და თარგამაძე ჩვენს გუნდს დატოვებენ. ისინი ამბობენ, რომ “ილიჩივეცზე” უკეთესს გუნდში თამაშს იმსახურებენ, ამიტომ ვაძლევ საშუალებას, თავიანთი ძალები სხვაგან მოსინჯონ”, – უთხრა პავლომა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე და ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარის” კუთვნილებაა. ორივე მოთამაშე მარიუპოლურ კლუბში იჯარით იმყოფებოდა.

დიტო ჭიჭინაძე