ქუთაისში დინამოს დუბლებმაც იმარჯვეს

დღეს, ქუთაისში, ტორპედოს საწვრთნელი ბაზის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ტორპედოს სარეზერვო შემადგენლობამ დინამო თბილისის დუბლებს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა, არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, მხოლოდ ორჯერ შეძლეს მეტოქის დამწუხრება. 28-ე წუთზე ყურშავიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე გოლი მე-40 წუთზე ოთარ კობახიძის ანგარიშზეა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს მოახერხეს ერთი გოლის გატანა და საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შემდეგ დაპირისპირებას დინამოს დუბლები 7 ნოემბერს ბათუმელ თანაკლუბელებთან გამართავენ.
ტორპედო დუბლები 1:2 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ყურშავიშვილი, გადრანი, კირკიტაძე, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 65), ო. კობახიძე (ქანთარია 72), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 67)

fcdinamo.ge

6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 6 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.
6 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მტკვრისპირელთა აქტივში ოთხი გამარჯვებაა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და სამჯერ მეტოქემ მიაღწია წარმატებას. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/11 დინამოს სასარგებლოდ.
1938 წელს თბილისელებმა მოსკოვის მეტალურგი 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში ბერძენიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა. 1957 წელს დინამო სახლში დამარცხდა კიშინიოვის ბურევესტნიკთან სამი უპასუხო ბურთით. 1962 წელს ფრე 1:1 კიეველ თანაკლუბელებთან. გოლი საკუთარ კარში შჩეგოლკოვმა გაიტანა. 1976 წელს მარცხი მოსკოვის ტორპედოსთან 0:1. ერთი წლის შემდეგ ჩელებაძის და ყიფიანის გოლებით დინამოელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი 2:0 დაამარცხეს. 1983 წელს თბილისელებმა სტუმრად მოსკოვში 1:0 აჯობეს ადგილობრივ ცსკა- ს. გამარჯვების გოლი ჩივაძემ გაიტანა.
1994 წელს დინამოელებმა რუსთავის მეტალურგი დაჯაბნეს 4:1. ყაველაშვილის დუბლს თითო გოლი კორღალიძემ და ნემსაძემ მიამატეს. 2002 წელს მტკვრისპირელებს ვიტ ჯორჯიამ 1:0 აჯობა, ხოლო 2011 წელს ისევ ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირება ფრე 2:2. გოლები ალვაროს და კახელიშვილის ანგარიშზეა.

fcdinamo.ge

კლასიკოს დავით ხარიტონაშვილი განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც თბილისის დინამო 2 ნოემბერს ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.
დინამოს მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2013 წლის 2 მარტს საქართველოს თასის მერვედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს 3:0 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 30 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული- გარეჯი 2:0 სართი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა სამჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.
თბილისური კლუბის ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 102 თამაში / 356 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი
პირველი ლიგა – 13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
მეორე ლიგა – 16 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 7 პენალტი
საქართველოს თასი – 16 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

fcdinamo.ge

ტორპედო vs დინამო – ურთიერთშხვედრები

კვირას 2 ნოემბერს დინამო თბილისი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპიდება. ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს” უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 58– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 57 მატჩიდან, 28- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 99/55 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოარე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38:21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც ამა წლის 9 მარტს ქუთაისში გაიმართა, დინამოს გამარჯვებით დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას თბილისელები 2:0 იგებდნენ, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა და დინამოს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

fcdinamo.ge

დინამოს მეორე გუნდი დამარცხდა

ტყიბულში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა მეშახტემ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველივე წუთზე დინამოელებმა გახსნეს ანგარიში. ზივზივაძე გამოირჩა ზუსტი დარტყმით. მასპინძლებმა 30-ე და 75-ე წუთებზე მოახერხეს თბილისელთა კარის დალაშქვრა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა- 2:1. მომდევნო შეხვედრას დინამო-2 გაგრას წინააღმდეგ 4 ნოემბერს გამართავს.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, მარაქველიძე, ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, ქიქავა (ლ. ნოზაძე 46), ლაშხია, სარიშვილი (მესხი 80), გოგოლიძე (სამუშია 46), მათიაშვილი, ზივზივაძე (ვოლკოვი 86)

fcdinamo.ge

დინამო – სპარტაკს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 5 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს ფრედ 0:0 დასცილდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული – მარკ სტარსი 4:0 ჰერეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
თბილისის დინამოს ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 123 თამაში / 520 ყვითელი / 24 წითელი / 35 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 20 თამაში / 52 ყვითელი / 2 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

„გლადიატორებმა“ უკრაინელების დასახმარებლად მაისურების აუქციონი დაიწყეს

როგორც აქამდე მოგახსენეთ, 22 სექტემბერს ფოთის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ფანკლუბ „გლადიატორების“ წევრებს მაისურები გადასცეს, რომლებსაც ფანკლუბი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ფეხბურთის ფანების დასახმარებლად გამოიყენებს.

„გლადიატორებმა“ მაისურების აუქციონის ჩატარება გადაწყვიტეს, შემოსულ თანხას კი, მთლიანად უკრაინულ მხარეს გადასცემენ.

აუქციონის წესების ხილვა ფანკლუბის ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ (https://www.facebook.com/media/set/?set=a.814406515276468.1073741834.304741229576335&type=1) – თითოეული მაისურის საწყისი ფასი არის 50 ლარი. კომენტარებში წერთ თქვენთვის მისაღებ თანხას რომელსაც გადაიხდით მაისურში. მაისურზე ფასის მომატების მინიმალური თანხა არის 5 ლარი. (მაგალითად: 55 ლარი, 60 ლარი, 65 ლარი და ა.შ.). კომენტარებში ვისაც ყველაზე მაღალი თანხა ექნება დაფიქსირებული მას დავუკავშირდებით პირად შეტყობინებაში, იმ შემთხვევაში თუ კი ვეღარ ახერხებს იმ თანხის გადახდას რაც კომენტარში დააფიქსირა, დავუკავშირდებით მას ვინც ამ ადამიანის შემდეგ დაასახელა ყველაზე დიდი თანხა.

აუქციონი შაბათს 16:00 საათზე დაიწყო და იგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პ.ს. იმ შემთხვევაში თუ ვიღაც ილაზღანდარებს და დაწერს არარეალურ თანხას (300, 375, 745 ლარი, კომენტარი წაიშლება).

დინამო VS მერანი – ურთიერთშეხვედრები

5 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე გამართავს. თბილისელთა მეტოქე მარტვილის მერანი იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 8–ჯერ შეხვედრიან. დინამომ რვა თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა მტკვრისპირელი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.
დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 2:0 დაამარცხეს. გოლები გიორგი მერებაშვილმა და დარკო გლიშიჩმა გაიტანეს.

fcdinamo.ge

დინამოს ისტორიიდან

1961 წლის 1 ოქტომბერს დინამო თბილისი სსრკ- ს პირველობის მეორე ეტაპის მეექვსე ტურში ერევნის სპარტაკს მასპინძლობდა. შეხვედრას ბურევესტნიკის (დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი) სტადიონზე 35 000 მაყურებელი ესწრებოდა. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მატჩის მსაჯმა ნიკოლაი ლატიშევმა თბილისელებს 2 გოლი არ ჩაუთვალა, რამაც მაყურებლების გაღიზიანება გამოიწვია. არბიტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო გულშემატკივარმა მინდორზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო და ლატიშევმაც მატჩი შეწყვიტა. იმ დროისთვის ერევნელები 3:1 იგებდნენ. საბოლოოდ დინამოს წაგება ჩაუთვალეს. აღნიშნულ სეზონში დინამოელებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
მოვლენებს იხსენებს დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია – შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. არბიტრმა- ნიკოლაი ლატიშევმა, რომელიც იმხანად ერთ-ერთ გამოცდილ მსაჯად ითვლებოდა, ჩვენს გუნდს ორი გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა. ტრიბუნებზე ნელ- ნელა დაიძაბა სიტუაცია. უკმაყოფილო გულშემატკივარის პროტესტი თანდათან გაძლიერდა და მსაჯიც საბოლოოდ გასახდელში მიიმალა. ინციდენტის შემდეგ კი არბიტრი პირდაპირ ვნუკოვოს აეროპორტამდე ჩააცილეს. სადისციპლინო კომისიამ იმ შეხვედრაში წაგება ჩაგვითვალა.

file

fcdinamo.ge

“დინამოს” მეორე გუნდმა ქედაში ფრედ ითამაშა

დღეს ქედაში პირველი ლიგის მეხუთე ტურის მატჩი გაიმართა. მალხაზ ჟვანიას გუნდი ადგილობრივ ბეთლემს დაუპირისპირდა. სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. თამაშის მე- 6 წუთზე მასპინძელი ფეხბურთელების ჩაწოდებას ცენტერაძე გამოეხმაურა და თავით გადაგზავნა ბურთი დინამოელთა კარში. მე- 16 წუთზე სარჯველაძემ აღადგინა წონასწორობა. მათიაშვილის გადაცემის შემდეგ მან საჯარიმოს მისადგომიდან ერთი შეხებით და ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი- 1:1. მატჩის პირველი ნახევარი საათი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, ხოლო შემდეგ თამაში გათანაბრდა. მეორე ტაიმში მასპინძლებს მეკარე გაუძევეს და თბილისელებიც მეტად გააქტიურდნენ, თუმცა ბეთლემი კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაშობდა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ბეთლემი 1:1 დინამო-2

დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე (ნოზაძე 65), ქიქავა, ლაშხია (მაკასარაშვილი 86), სარიშვილი (გოგოლიძე 73), მათიაშვილი (ვოლკოვი 50), სარჯველაძე, სამუშია (მესხი 15)

FCDinamo.GE

5 გოლი და მოუხსნელი რეკორდი

1966 წლის 22 სექტემბერს დინამო თბილისმა ერევნის არარატს უმასპინძლა. დინამოზე გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. აღსანიშნავი კი ისაა, რომ ხუთივე გოლი ერევნელთა კარში- ილია დათუნაშვილმა გაიტანა, თანაც მეორე ტაიმის 23 წუთიან ინტერვალში. ამით დათუნაშვილმა გაიმეორა ერთი რეკორდი (1938 წელს ლენინგრადის სპარტაკის ფეხბურთელმა– ევგენი შელაგინმა მოახერხა ერთ შეხვედრაში 5 ბურთის გატანა) და დაამყარა მეორე, რომელიც მოუხსნელი დარჩა სსრკ– ს პირველობაზე. 23 წუთიან ინტერვალში ვეღარავინ მოახერხა 5 ბურთის გატანა. ორი წლის შემდეგ გიორგი (გოჩაგავაშელმაც შეძლო 5 გოლის გატანა. დინამომ კრილია დაამარცხა ანგარიშით 7:2. ილია დათუნაშვილი 1966 წლის გათამაშების ბომბარდირიც გახდა 20 გატანილი გოლით.

file

fcdinamo.ge

„გლადიატორები“ უკრაინელ ფანებს დაეხმარებიან

ფოთის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ფანკლუბ „გლადიატორების“ წევრებს მაისურები გადასცეს. როგორც გაირკვა, აღნიშნულ მაისურებს „გლადიატორების“ წევრები ქველმოქმედებას მოახმარენ და უკრაინელ ფანებს დაეხმარებიან.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ დინამოელებმა „გლადიატორებს“ სათამაშო მაისურები გადასცეს, რომელსაც ფანკლუბის წევრები საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. ჩვენი გუნდის მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა გადაეცემათ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ფანებს, რომლებიც თავის მხრივ, ფულს არმიაში გადარიცხავენ. „გლადიატორებმა“ რამდენიმე თვის წინ უკვე გაუგზავნეს ფული უკრაინულ არმიას“, – ნათქვამია ფანკლუბის ფეისბუქის გვერდზე.