ზესტაფონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და ა. კრიჭაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

დინამოს მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 11 მაისს საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 აგვისტოს ბაქოში გამართული ამხანაგური მატჩი- აზერბაიჯანი 0:0 უზბეკეთი გახლდათ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================
უმაღლესი ლიგა – 117 თამაში / 490 ყვითელი / 24 წითელი / 31 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 15 თამაში / 38 ყვითელი / 1 წითელი / 7 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

17 აგვისტო დინამოს ისტორიაში

17 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
17 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 14 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 5 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/16 თბილისელთა სასარგებლოდ.
1940 წელს დინამომ მოსკოვში ავტოქარხნელები 3:2 დაამარცხა. ტორპედოს გოლები ბერძენიშვილმა, ბერეჟნოიმ და პაიჭაძემ გაუტანეს. 1949 წელს მოსკოვში თანაკლუბელებმა თბილისელებს 4:1 მოუგეს. ერთადერთი გოლი თოდრიას ანგარიშზეა. 1952 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით მინსკელ თანაკლუბელებს აჯობეს. ჭკუასელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ერთი გოლიც ვარდიმიადიმ გაიტანა. 1966 წელს მტკვრისპირელებმა დონის როსტოვის სკა-ს 3:1 აჯობეს. თავის გამოჩენა იამანიძემ (2) და მაისურაძემ მოახერხეს. 1970 წელს ჩვენი გუნდი ტაშკენტში დამარცხდა პახტაკორთან 1:2. თბილისელთაგან ზუსტად გივი ნოდიამ ითამაშა. მომდევნო წელს დინამომ რეხვიაშვილის დუბლით ბაქოს ნეფთჩი დაამარცხა. 1975 წელს დონის როსტოვთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. წერეთელმა გაიტანა გოლი. ორი წლის შემდეგ მოსკოვის ცსკა- თან მატჩი 2:2 მორჩა. გოლების ავტორები დარასელია და ყიფიანი გახლავთ. 1979 წელს ისევ დონის როსტოვის სკა და ისევ 1:1. ამჯერად გოლი დარასელიას ანგარიშზეა. მომდევნო წელს თბილისელები კიევის დინამოსთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 0:1, ხოლო 1988 წელს მატჩი მოსკოველ თანაკლუბელებთან უგოლოდ დასრულდა.
1990 წელს დინამომ შვიდი ბურთი გაუტანა ცხინვალის ლიახვს. რევიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, გია ჯიშკარიანმა დუბლი, თითო გოლი კი ყაველაშვილმა და კერძევაძემ გაიტანეს. 2003 წელს დერბი ვიტ ჯორჯიასთან გატანილი გოლების გარეშე მორჩა. 2013 წელს მატჩი გორში დილასთან ფრედ 1:1 დასრულდა. ზუსტი დარტყმა დვალის ანგარიშზეა.

file (1)

fcdinamo.ge

სერგო კოტრიკაძე – 78

დღეს თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდარული მეკარე – სერგო კოტრიკაძე 78 წლის გახდებოდა. კოტრიკაძემ დინამოში გატარებული 13 სეზონის მანძილზე (1957–1970) 315–ჯერ მოირგო თბილისელთა ფორმა. არის სსრკ–ს ჩემპიონატის 1964 წლის გამარჯვებული. გათამაშების სამგზის პრიზიორი 1959,1962 და 1967 წლებში. 1962 წელს აღიარეს პირველობის საუკეთესო მეკარედ. იმავე წელს ჩილეში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. აღიარებულია XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მეკარედ.

ღირსების ორდენის კავალერი 2011 წლის 3 მაისს გარდაიცვალა.

fcdinamo.ge

დინამო რურის თასის ნახევარფინალში გავიდა

დორტმუნდში მიმდინარე ტურნირზე 19 წლამდე დინამოელებმა დღეს, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ვოლფსბურგი 1:0 დაამარცხეს. რურის თასზე ორი ფრის შემდეგ პირველი და გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 25- ე წუთზე დავით ვოლკოვმა გაიტანა.

დინამო: კულუა, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, კაპანაძე, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა (მაჭავარიანი 27), კობახიძე (კვერნაძე 29), ლაშხია (გოგოლიძე 25), ვოლკოვი, მესხი

ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტი მატჩი კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ლისაბონის ბენფიკასთან გამართეს და ფრედ 1:1 დაასრულეს დაპირისპირება. პორტუგალიელებმა მე-8 წუთზე გახსნეს ანგარიში, თუმცა არჩილ მესხმა მე- 16 წუთზე აღადგინა სტატუს ქვო და დინამო თბილისი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა (მაჭავარიანი 29), ვოლკოვი (კობახიძე 31), მესხი (ლაშხია 37), მარაქველიძე (კვერნაძე 39), ნემსაძე

დინამოელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს (პირველზე ვიქტორია პლზენი გავიდა, რომელმაც ბენფიკას 2:1 აჯობა და ბორუსიასთან უგოლო ფრე ითამაშა) და დღეს, ნახევარფინალში, თბილისის დროით 19 საათსა და 20 წუთზე მიუნჰენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდებიან. მანამდე პირველ საფინალო საგზურს ვიქტორია პლზენი და გალათასარაი გაითამაშებენ.

მე-9 ადგილისთვის მაქაბი ვოლფსბურგს შეხვდება. მე-7 ადგილს ვესტ ჰემი და დორტმუნდი გაითამაშებენ. მეხუთესთვის შალკე ბენფიკას დაუპირისპირდება.

fcdinamo.ge

„აქტობე“ – „დინამო“: სასტარტო შემადგენლობები

მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ყაზახეთის ქალაქ აქტობეში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრა დაიწყება, რომელშიც ადგილობრივი გუნდი თბილისის „დინამოს“ მიიღებს. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ თბილისში გამართული შეხვედრა ყაზახთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

წარმოგიდგენთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობას.

„აქტობე“: სიდელნიკოვი, მულდაროვი, ცარიკაევი, მიროშნიჩენკო, ხაირულინი, არზუმანიანი, კორობკინი, მინეირო, ანტონოვი, ნეკო, პიცელი

„დინამო“: ლორია, ხურცილავა, თოთაძე, დოსოუდილი, გველესიანი, გრიგალაშვილი, პაპავა, ძარია, მერებაშვილი, რაფა ჟორდა, ჩისკო

„დინამო“ აქტობეში ჩავიდა

დღეს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ გუნდთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ერთი კვირის წინ გამართული მატჩი „აქტობეს“ გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

„დინამო თბილისი“ ყოველთვის მოგებაზე თამაშობს. საკუთარ მოედანზე პირველ მატჩში მარცხნის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ, თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება“, – განუცხადა „რიკა ტვ“-ს მტკვრისპირელთა პრესატაშემ გიგა გვენცაძემ.

შეგახსენებთ, რომ „აქტობე“ – „დინამოს“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დინამო – აქტობეს პაველ რაჩკოვსკი განსჯის

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი- პაველ კოლევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი იქნება, დანიელი- იორნ ვესტ ლარსენი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაველ რაჩკოვსკიმ იმსაჯა 31 მაისს, იაპონიაში გამართული ჯუბილო ივატა 1:1 ფაგიანო ოკაიამაა. აღნიშნულ მატჩში პაველ რაჩკოვსკიმ ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

შარშან 10 ოქტომბერს რაჩკოვსკიმ თბილისში გამართული საქართველოსა და ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებთა მატჩი იმსაჯა, რომელშიც სტუმრებმა 6:0 იმარჯვეს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაველ რაჩკოვსკის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

პაველ რაჩკოვსკი (31 წლის)

===========================================

პოლონეთის უმაღლესი ლიგა (ექსტრაკლასა) – 77 თამაში / 314 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი

პოლონეთის თასი – 6 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის ჯეი ლიგა – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა – 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

„დინამო“ აქტობესთან მატჩისთვის ემზადება

დღეს მიხალ ბილეკმა, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მორიგი წვრთნა გამართა. დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აქტობეს დაუპირისპირდებიან და პირველი მატჩი დინამო არენაზე 16 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. გუშინდელ ვარჯიშში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. დინამო TV გთავაზობთ გამართული წვრთნის ვიდეო კოლაჟს.

fcdinamo.ge

ოთარ მარცვალაძე – საინტერესო შეხვედრები გველის

ჰოლანდიური შეკრების მორიგი დღეც წინა დღეების მსგავსია. ორჯერადი ვარჯიშები, დაუღალავი მუშაობა, მონდომებული მზადება ოფიციალური შეხვედრებისათვის. შეკრებაზე, აქტობეზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბარი თბილისის დინამოს ოფიციალურმა საიტმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს – ოთარ მარცვალაძეს სთხოვა.

ოთარ მარცვალაძე – ჩემი აზრით, მართლაც იდეალური პირობებია ფეხბურთელისთვის აქტობესთან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს ეტაპი გავიაროთ. აქტობეს კარგად ვიცნობ, მათგან მოწვევაც მქონდა, მაგრამ ალანიაში თამაში ვარჩიე. მათ რიგებში რამდენიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გამოდის ალანიიდა, ნიჟნი ნოვგოროდიდან. ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი გუნდია და საინტერესო შეხვედრები გველის.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ვფიქრობ გრანდები იმდენად გადაღლილები იყვნენ მომქანცველი სეზონით, რომ შესაძლებლობების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი აჩვენეს. მესის გულშემატკივარი ვარ და მინდა არა მარტო დღეს, საერთოდ მუნდიალზე გამარჯვებული და თასით ხელში ვიხილო. დღევანდელი სათამაში დღის მეორე წყვილში კი ჩემი აზრით წარმატებას ბელგია მიაღწევს.

fcdinamo.ge

დავით კვირკველია – სპარინგები ძლიერ მეტოქეებთან ძალიან გამოგვადგება

დღეს ჩვენი საიტის რესპოდენტი დინამოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კვირკველია იქნება. დათოს მცირე კომენტარი შეკრებაზე, მომავალ მეტოქეზე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებზე ვთხოვეთ.

დავით კვირკველია- ძალიან კარგი ადგილია მოსამზადებლად. სპარინგებიც ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს დაგეგმილი და ეს თამაშები გამოგვადგება ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად.

აქტობეს თამაში ტორპედოსთან ვნახე. მას შემდეგ შეიცვალა შემადგენლობა. წელს მათი თამაში ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ შანსები დაახლოებით თანაბარია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან. ყველას ყველასთან აქვს შანსი. დღეს ორივე წყვილი თანაბარია, მაგრამ მაინც ჰოლანდიის გასვლას ვფიქრობ. საბერძნეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ფავორიტად კოსტა-რიკა სჩანს.

FCDinamo.GE

“დინამოს” მეტოქე – აქტობე

დინამო თბილისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონი- აქტობე იქნება. ჩვენი მომავალი მეტოქე 17 ტურის შემდეგაც 35 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებთან 5 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პირველობის ბოლო 4 მატჩში გუნდმა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო. თბილისში ჩამოსვლამდე ისინი ჩემპიონატის 3 შეხვედრას გამართავენ, მათ შორის უშუალო კონკურენტებთან- ასტანასთან და კაირათთან.

ქალაქ აქტობეს 1999 წლამდე აქტიუბინსკი ერქვა. იგი დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს. 2012 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში 367 ათასი მოსახლეა. მათი უმრავლესობა დაახლოვებით 69 პროცენტი ყაზახი ეროვნებისაა.

აქტობე საშინაო მატჩებს კობლანდი ბატირის სახელობის არენაზე მართავს, რომელიც 1975 წელს გახლავთ აგებული და რამდენიმე რეკონსტრუქციის შემდეგ 13 ათას 500 მაყურებელს იტევს.

კლუბი 1967 წელსაა დაარსებული და დაარსების დღიდან რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ამჟამინდელ სახელს 2005 წლიდან ატარებს.

გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებული 5-ჯერ იყო. ერთხელ ფლობდა თასს. 2-2-ჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ.

2005 წლიდან აქტობე ყოველთვის სამეულშია და უეფას ტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობს. აქტობე უეფას ტურნირებზე 2-ჯერ გადაეყარა ქართულ კლუბებს და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა. 2010 წელს რუსთავის ოლიმპს აჯობა 2:0 და 1:1.  2012-ში კი ქუთაისის ტორპედოს სძლია 1:0 და 1:1. გუნდმა 3-ჯერ უწია ევროპის ლიგის ფლეი-ოფს და სამივეჯერ ხელი მოეცარა. ჯგუფური ეტაპისკენ გზა ყაზახებს ჯერ ვერდერმა და ალკმაარმა, გასულ წელს კი კიევის დინამომ გადაუღობა.

გუნდს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმერ ნიკიტენკო ავარჯიშებს, რომელიც 10 წლის მანძილზე იცავდა ალმა-ათის კაირათის ღირსებას და საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია- 257 შეხვედრა. 57 წლის ნიკიტენკო 2013 წლიდან მუშაობს გუნდში.

აქტობეს რამდენიმე ფეხბურთელს სისტემატურად იძახებენ ყაზახეთის ნაკრებში. გუნდის ახალწვეულია უკრაინელი ფორვარდი ანტონოვი, რომელიც ასევე მონაწილეობდა საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩში. ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებში გამოდის მცველი პრიმუსი, სომხეთის ნაკრებში თამაშობენ მცველი არზუმანიანი და ნატურალიზებული ბრაზილიელი პიცელი. აქტობეს რიგებში ორი ბრაზილიელი ირიხცება, მცველი ანდერსონ სანტანა და ფორვარდი დანილო ნეკუ.

FCDinamo.GE

დინამოს ჩეხი მცველი შეემატა

დინამოს ღირსებას 31 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი- რადეკ  დოსოუდილი დაიცავს. დოსოუდილი ბოლო 2 სეზონის მანძილზე მლადა ბოლესლავის ღირსებას იცავდა, რომელიც ჩეხეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. დინამოს ახალწვეული 5 წლის მანძილზე სლოვაკეთში თამაშობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ პეტრჟალკას შემადგენლობაში, შემდეგ კი ბრატისლავის სლოვანის რიგებში გახდა. დოსოუდილი პრაღის სპარტას აღზრდილია. იგი სლავიაშიც თამაშობდა, როდესაც გუნდი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. იყო თურქულ დენიზლიშიც. ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში არის 2003 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე.

რადეკ დოსოუდილი – ძალიან გამიხარდა როდესაც დინამოდან დამიკავშირდნენ. დინამო ძალიან კარგი გუნდია. სასიამოვნოა, რომ გუნდში ჩეხი მწვრთნელები მუშაობენ. არის შანსი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლის.

fcdinamo.ge